spot_img
მთავარიეს საინტერესოაბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა. დალაგება-დასუფთავების წამახალისებელი შოუს ფარგლებში, 40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ინდივიდუალურად მოახდინა საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეულიც. პირველი ადგილი სასტუმრო „იბისი სთაილის“ დიასახლისმა ირმა რომანაძემ, მეორე ადგილი აპარტ ოტელ „ალიანს პალასის“ დასუფთავების სამსახურის მენეჯერმა თამილა ხაბაზმა, ხოლო მესამე ადგილი სასტუმრო „ქინგ სოლომონის“ დიასახლისმა ნესტან კვიჟინაძემ დაიკავეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დალაგება-დასუფთავების მასტერკლასები და კონკურსი პირველად გასულ წელს ჩაატარა. ღონისძიება წინა წლის მსგავსად წელსაც ორ დღეს გაგრძელდა.

ღონისძიების პირველ დღე დაეთმო დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილი და გამოცდილი ექსპერტების პრაქტიკულ ტრენინგებსა და დისკუსიებს თემებზე: „სხვადასხვა ზედაპირი და მათი მოვლა“, „სასტუმრო ნომრის სწრაფად დალაგების თანამედროვე მეთოდები“  და „ქიმიური ხსნარები და მათთან მუშაობა“.

მეორე დღე საწოლის გასწორების სატრენინგო შოუ-შეჯიბრებასა და მასტერკლასს დაეთმო.

ორდღიან ღონისძიებას რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაეწრო. ღონისძიების მიზანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს წლებია აქტიურად ანხორციელებს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🐦კავკასიური ყარანა (Phylloscopus) – ჩვენი მაღალმთიანეთის ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...