საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:
„ვაღიაროთ დამარცხების“ პათოსი ცოტა ვერ გავიგე – რას ნიშნავს? ესე იგი რა ვქნა? საჯაროდ დანებება გამოვაცხადო? ხარაკირი გავიკეთო? პოლიტიკა „დავიკიდო“ და ჩემს საქმეს მივხედო „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ პრინციპით? ღრმა შინაგან ემიგრაციაში წავიდე? ჩვეულებრივი გაგებით ვემიგრირდე?
შეიძლება კონკრეტული და საგნობრივი ლაპარაკი სტრატეგიაზე. ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და სამოქალაქო წინააღმდეგობით ვაჯობოთ ხელისუფლებას – ამ ეტაპზე მაინც, პროდუქტიული აშკარად არ აღმოჩნდა. ამ ფონზე შეიძლება რაციონალური დავა: სტრატეგია უნდა შეცვალო (კონკრეტულად, რით?), თუ ისევ ის გააგრძელო იმ იმედით, რომ საბოლოოდ მაინც მოარყევ რეჟიმს და რაღაც შედეგს მიიღებ“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

