სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიასე საქართველოს ვერ ავაშენებთ, ეს ნგრევა უნდა შევაჩეროთ...

ასე საქართველოს ვერ ავაშენებთ, ეს ნგრევა უნდა შევაჩეროთ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველო“- ს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდთან და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე მივიდა. მათ ხელისუფლებას ერთი წლის წინ დაანონსებული პროექტი შეახსენეს, რომლის მიხედვითაც ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება უნდა დაწყებულიყო:

ერთი წლის წინ ამ ტერიტორიაზე უზარმაზარი კონცერტი ჩაატარეს.
ჩამოსული იყვნენენ პრემიერი ბახტაძე, კახი კალაძე, რომელიც გამოირჩეოდა როგორც ამ კონცერტის ვარსკვლავი და ეკონომიკის მინისტრი. მათ გვითხრეს, რომ უკვე ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. გულრფელად გითხრათ, ისეთი ღონისძიება მოაწყვეს მეგონა მართლა გახსნეს ქარხანა. ახლა ამ ტერიტორიაზე ვართ და ვხედავთ, რომ აქაურობა ძროხებს აქვთ დაკავებული. ეს არის „ქართული ოცნების“ ფარსი და ტყუილების კორიანტელი. ასე საქართველოს ვერ ავაშენებთ და ეს ნგრევა უნდა შევაჩეროთ.

აქ ქარხანაც აშენდება, ეს ქალაქი საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქციასაც დაიბრუნებს და ქუთაისი დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი იქნება. ეს ყველფერი მაშინ მოხდება, როდესაც ქოცხროვას ხელისუფლებას მოვაშორებთ,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 6 აპრილს ექს-პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისელებს ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაწყება მიულოცა.

ქარხნის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ბიგ სერვისს“ ქუთაისში, ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სიმბოლურად 1 ლარად გადასცა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილის პირადმა პრეზიდენტმა შორიახლოდან გაუღიმა ტრამპს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, ირონიული მინიშნებით,...

“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ჯაფარიძე, ტვ "პირველთან" კომენტარში...

“წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”, მაგრამ აღარ არის” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ემოციურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...