spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების არსებობა” – ნინო ჯანგირაშვილი

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმარ, ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების არსებობა. და თან ეს დროც საკმაოდ შეზღუდულია. ივანიშვილი უცხო სხეულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკვე მთელი რეგიონისთვისაც. ივანიშვილი უცხო სხეულია დასავლურ გეოპოლიტიკურ განლაგებაშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, უცხო სხეულია თვით რუსეთისთვისაც კი. და შეუძლებელია, რომ ის არ განიდევნოს.

ცოცხალ ორგანიზმს აქვს ერთი თვისება – ის ყოველთვის ცნობს უცხო სხეულს. თავიდან უცხო სხეული შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, ქსოვილებში დაიმალოს, ორგანიზმს მოერგოს, თითქოს მის ბუნებრივ ნაწილად იქცეს, მაგრამ სხეული მანც გრძნობს შეუსაბამობას, გრძნობს, რომ ეს “რაღაც“ მისი ნაწილი არ არს, და ეს რაღაც უცხო ელემენტია, რომელიც სიცოცხლის ბუნებრივ მოძრაობას აფერხებს. იწება გაღიზიანება, ანთება, ტკივილი, და ბოლოს იმუნური სისტემა ერთვება საქმეში. ორგანიზმი უცხო სხეულს ან იზოლაციაში აქცევს, ან გარეთ განდევნის. ეს პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგჯერ მტკივნეულია, ზოგჯერ ხანგრძლივი, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმი ვერ ეგუება იმას, რაც მის სიცოცხლეს, მოძრაობას და ბუნებრივ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

ქართული სახელმწიფოს ორგანიზმმა დიდი ხანია ამოიცნო ივანიშვილი, როგორც უცხო სხეული, რომელიც არ ჯდება ქვეყნის ბუნებრივ ისტორიულ, კულტურულ და გეოპოლიტიკურ ლოგიკაში. ის არ მოძრაობს იმავე მიმართულებით, საითაც ქვეყანა. არ ფიქრობს იმავე კატეგორიებით, რითაც სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს. არ ეძებს საქართველოს უსაფრთხოებას იმ სივრცეში, სადაც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეალური შანსია. პირიქით, მისი სისტემა მუდმივად ცდილობს ქვეყნის ბუნებრივი მოძრაობის შეჩერებას, გადახრას, დაყოვნებას, დაბინდვას. ამის გამო წლებია წვალობს თვითონაც და აწვალებს ქვეყანასაც.

მაგრამ ახლა სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან ივანიშვილი უკვე მხოლოდ საქართველოსთვის აღარ არის უცხო სხეული. ის უცხო სხეულად იქცა მთელი რეგიონისთვისაც.

სამხრეთ კავკასია იცვლება. სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოვლენა არ არის. ეს არის ნიშანი, რომ სომხურმა საზოგადოებამ, მიუხედავად მძიმე ისტორიისა და რუსეთის მრავალწლიანი გავლენისა, მაინც აირჩია გზა, რომელიც მას უფრო მეტად აკავშირებს ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან.

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო აქტიურად შედიან სომხეთში, პოლიტიკური მხარდაჭერით, ეკონომიკური პროექტებით, ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული ინვესტიციებით. სომხეთი აღარ არის ის სივრცე, რომელიც მოსკოვს ავტომატურად ეკუთვნის.

აზერბაიჯანიც, თავისი სპეციფიკური მოდელით, სულ უფრო მეტად შორდება რუსულ ორბიტას და ერთვება დიდ დასავლურ ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და გეოეკონომიკურ პროექტებში.

ბაქოსთვისაც მომავალი სულ უფრო ნაკლებად არის მიბმული მოსკოვზე და სულ უფრო მეტად ახალ რეგიონულ კავშირებზე, ენერგეტიკულ კორიდორებზე, ევროპასთან და თურქეთთან ურთიერთობაზე.

ამ ფონზე საქართველო, რომელიც ისტორიულად უნდა ყოფილიყო რეგიონის დასავლური კარიბჭე, ხელოვნურად არის გაჩერებული. და ამ გაჩერების მთავარი მიზეზი არის ივანიშვილის სისტემა.

როცა რეგიონი მოძრაობს, შენ კი გაშეშებული ხარ, ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის, ეს არის ორგანიზმის პარალიზება. როცა მეზობლები ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საკუთარ ადგილს ეძებენ, შენი ხელისუფლება კი ქვეყანას იზოლაციის, შიშის და გაურკვევლობის რეჟიმში ამყოფებს, ეს უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკა აღარ არის. ეს არის ისტორიული დისონანსი.

ივანიშვილი უცხო სხეულია დასავლური გეოპოლიტიკური განლაგებისთვისაც. არაფორმალური ძალაუფლება, შიში, ტოტალური კონტროლი, პროპაგანდა და ინსტიტუტების კერძო ინტერესზე დაქვემდებარება შეუთავსებელია დასავლურ წესრიგთან. ასეთი სისტემა შეიძლება დროებით მოითმინონ, შეიძლება მასთან ილაპარაკონ, შეიძლება დიპლომატიური ენა გამოიყენონ, მაგრამ ის ვერ გახდება დასავლური წესრიგის ორგანული ნაწილი. დასავლური სისტემა შეიძლება ნელა რეაგირებდეს, შეიძლება ზედმეტად ბიუროკრატიული იყოს, შეიძლება ხშირად აგვიანებდეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ის ცნობს იმას, რაც მის წესრიგს არ ეკუთვნის. ივანიშვილის მოდელი დასავლეთისთვის უცხო და მიუღებელია.

და ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ივანიშვილი რუსეთისთვისაც კი უცხო სხეულია.

რუსეთს შეიძლება აწყობდეს მისი “მოღვაწეობის“ შედეგი, ანუ დასუსტებული საქართველო, შეჩერებული ევროპული ინტეგრაცია, დაყოფილი საზოგადოება, დისკრედიტებული დემოკრატია. მაგრამ თავად ივანიშვილი რუსეთისთვისაც არ არის „თავისი“. ის არ არის იდეოლოგიური და ორგანული მოკავშირე, რომელსაც კრემლი ენდობა. ის არ არის რუსული სისტემის ბუნებრივი შვილი. ის არის რუსეთის დროებითი მოკავშირე, სასარგებლო ფიგურა, რომელსაც იყენებენ, სანამ საჭრო ფუნქციას ასრულებს. მაგრამ არასდროს ენდობიან ბოლომდე, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების, ქონების და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველა მხარესთან ვაჭრობს.

ივანიშვილის ტრაგედია ის არის, რომ ის ვერსად გახდა ორგანული.

ქართული სახელმწიფოსთვის ის უცხო სხეულია, რადგან ქვეყნის ეროვნულ არჩევანს ეწინააღმდეგება.

რეგიონისთვის ის უცხო სხეულია, რადგან სამხრეთ კავკასია რუსეთისგან დისტანცირების და ახალი დასავლური განლაგებისკენ მიდის.

დასავლეთისთვის ის უცხო სხეულია, რადგან მისი ძალაუფლების მოდელი შეუთავსებელია დემოკრატიულ წესრიგთან.

რუსეთისთვისაც კი უცხო სხეულია, რადგან კრემლი მხოლოდ იყენებს მას, მაგრამ თავისად არასდროს მიიღებს.

მთავარი მაინც ივანიშვილის ქართულ ორგანიზმთან შეუსაბამობაა, მაგრამ ამასთან, დანარჩენი სამი შეუსაბამობის დამთხვევა მას პრაქტიკულად შანსს არ უტოვებს, რომ მისი ტოტალური განდევნის პროცესი არ დაიწყოს.

ორგანიზმი შეიძლება დიდხანს იყოს დასუსტებული. შეიძლება უცხო სხეულმა იმუნური სისტემა დააბნიოს. მაგრამ თუ ორგანიზმი ცოცხალია, ის უცხოსთან შერიგებას არ სწავლობს. ის იწყებს მის იზოლაციას, უარყოფას და საბოლოოდ განდევნას.

ივანიშვილის სისტემა შეიძლება ჯერ კიდევ ფლობდეს ინსტიტუტებს, ფულს, პროპაგანდას და ძალოვან რესურსს.

მაგრამ მას აღარ აქვს მთავარი – ისტორიული შესაბამისობა არცერთ სივრცეში.

ივანიშვილის ძალაუფლების ტრაგიკული აღსასრული უბრალოდ გარდაუვალია“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას…” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მხრივ მმართველი გუნდის და...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თავის მოსაზრებას აფიქსირებს სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით...