spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი" - ლალი მოროშკინა

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ემოციური შეფასებებით ეხმაურება:

ვინც მიცნობს, იცის ჩემი განსაკუთრებული თვისებებიც. კერძოდ ის, რომ მძიმე, დაძაბულ და ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში როგორც თევზი წყალში ისე ვარ.

ალბათ ჩემნაირებზეა ნათქვამი, “რაც უფრო უარესად არის საქმე, ის უფრო კარგად არის“. (Чем хуже, тем лучше).

100%-იანი ადაპტაცია მაქვს ყველანაირ რთულ პირობებთან, ალბათ მოდულის ბნელი სარდაფიდან ამიტომაც გამოვედი მხოლოდ მხედველობითი დანაკარგით.

ჩემი ფსიქიკა და სპარტანული აღზრდის წესი უძლებს ყველანაირ სტრესს და კონფლიქტურ სიტუაციებს.

მ ა გ რ ა მ…

მერამდენე გულანთებული, თანამებრძოლი გავაცილოთ ციხეში? ნუთუ მთელი ეს წლები მხოლოდ მოღალატეებთან და ქურდებთან ერთად გვიცხოვრია?

ის ვინც რეალურად, გაცხადებულად რუბლებზე მუშაობს, ვინც ქვეყნის ამომგდები და ჯალათია, აგერ 26 მაისისთვის მზადებაშია…

ახალი წელი ხომ წაგვართვეს, ახლა დამოუკიდებლობის დღეც უნდა ვუფეშქაშოთ?

რა ხდება, ხალხნო???

დღეს ისე გავმწარდი, რომ გიორგი უძილაური მეგობრებიდან წავშალე, მერე ვინანე, იქნებ შეცდომაა, იქნებ არის შანსი, იქნებ ვცდებით და დროზე ადრე ვხვრეტთ???

არ ვიცი, როვორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?

პრემიერი, სუსის უფროსი, მინისტრები. ნუთუ ყველაფერი ფიქცია იყო?

ამ დროს უსუსურობის განცდა მოდის.

ვინ იქნება შემდეგი?

იქნებ ის, ვისაც ამ წუთას ველაპარაკე, იქნებ ის, ვისაც შვილი მივანდე? იქნებ შენ???

მთავარია ექომ არ მიპასუხოს: – შენ, შენ, შენ…

არ ვიცი, მთელი საღამო ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი. განა მეტი რა უნდა გაგვიჭირდეს, ყოველი მეორე თუ ვიგინდარა და სამშობლოს მოღალატეა?

ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს სრული ლუსტრაცია და შემდეგ გავაგრძელოთ ადამიანური ყოფა.

სხვა შემთხვევაში მალე ერთმანეთს დავემალებით ან პრევენციის მიზნით დავასმენთ…
ეს კინო კი ვაი, რომ ნანახი გვაქვს…“, – წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...