spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება გვერდით გადადო, ჩვენთვის უკრაინის სცენარი კოშმარულ რეალობად იქცეოდა” – ნინო წილოსანი

ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული ტელევიზიების ფოკუსი ბიძინა ივანიშვილის და მისი ქველმოქმედებისკენ არის მიმართული. ამით უშედეგოდ ცდილობენ ისრები რადიკალების კრახიდან თანამედროვეობის ყველაზე მასშტაბურ პოლიტიკურ ფიგურაზე გადაიტანონ, რადგან მხოლოდ ასე თუ გადაფარავენ განულებულ ოპოზიციურ რეიტინგებს და შიდა დაპირისპირებებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული მედია საშუალებები ცდილობენ გადაფარონ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება და დაამახინჯონ ფაქტები.

უხარისხო სიუჟეტები ყოველწლიური გეგმის ცენტრალური ხაზია. მასშტაბური ქველმოქმედებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეებს თუ რამით არ გადაფარავენ, თუ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება არ უარყვეს, საკუთარი მავნებლობები რით გაამართლონ? მაგრამ ფაქტები ჯიუტია: სამების ტაძარი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, თავისუფალი, მოზარდმაყურებელთა, თუმანიშვილის მარიონეტების, მუსიკისა და დრამის თეატრები, ფილარმონია, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, პირველი კლასიკური გიმნაზია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აღდგენილი და რესტავრირებული 540 ტაძარი და ძეგლი, ასობით აშენებული და გარემონტებული სკოლა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დელფინარიუმი, დაფინანსებული ანსამბლები, ფიზიკურად განადგურების პირას მყოფი მსახიობებისა და ხელოვნების მუშაკების მიმართ გაწეული ქველმოქმედება – ეს ყველაფერი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების ნაწილია. ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და დაფინანსებული განათლება – მისი ქველმოქმედების შედეგია“ , – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2012 წელს ქართულ პოლიტიკაში მოსვლა იყო.

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება გვერდით გადადო, ჩვენთვის უკრაინის სცენარი კოშმარულ რეალობად იქცეოდა. ადამიანი, რომელიც ფარულად, მსოფლიო აუქციონებზე ქართულ საგანძურს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერებსა და ფიროსმანის ტილოებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან ნივთებს სამშობლოს უბრუნებს, დღეს რადიკალების თავდასხმებისა და დისკრედიტაციის სამიზნე ხდება. და თან, როგორი ირონიულია, ვინ უწუნებს ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილს?! ხალხი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხანდაზმულ ადამიანს ადგილსაც არ დაუთმობს და ამას ლიბერალური იდეოლოგიით გაამართლებს. რაზეც დღეს ჩვენ აწმყოში ვსაუბრობთ, გავა დრო და ისტორიულ მატიანეში საამაყო ეროვნულ საქმედ ჩაიწერება“, – განაცხადა ნინიო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი რაც შერჩათ “ნაცებს” – დასავლეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდაჭერა, რომელიც ნელნელა ილევა” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებს აფიქსირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

“ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ ”...

„ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ...

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...