spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს პოლიციელებთან დაკავშირებით:

ყველაფერი იწყება პოპულარული სიყალბიდან – რა პოლიციელი გმირია? როდის იყო პოლიციელი გმირი? იშვიათი გამონაკლისია წესიერი პოლიციელი.

საქართველოში მოქმედებს ბერიას შექმნილი პოლიციური სისტემა. საქართველოში “ქართული ოცნების” პირობებში პოლიციაში ძირითადად მიდის ხელმოცარული და ძალადობისკენ მიდრეკილი ხალხი, ვისაც სხვა არაფრის კეთების შანსი არ აქვს და უყვარს ძალადობა. ამიტომ არის ყველგან დემოკრატიულ დასავლეთში პოლიციაზე განსაკუთრებული სამოქალაქო კონტროლი. საქართველოში ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა გამომდინარე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სულიერი სიდუხჭირიდან. “ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია. “ქართული ოცნების” მხრიდან ეს სადიზმი წახალისებულია. კი, ადამიანების წამება და არაჰუმანური მოპყრობა “ქართული ოცნების” წახალისებულია. ადამიანების ცემაში პრემიას მარტო დიქტატურაში იძლევიან.

მარტო პოლიციის შენობაში ხდება ადამიანების წამება? პოლიციის შენობის მიღმა “ქართული ოცნების” წახალისებული ჯალათები ადამიანურად იქცევიან? პოლიცია ნორმალურად ესაუბრება ხალხს? რამე ახალია იმაში, რომ პოლიციელი ადამიანებს ცემს? რუსთაველზე პოლიცია სამაგალითოდ იქცეოდა?

პოლიციელი მონის მოჯამაგირე ხდება, თუ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირის წინ აღმოჩნდა, სხვა ადამიანებს ექცევა ბოლო სადისტივით. პატრული ნორმალურად გელაპარაკებათ? ყველა მათ სიტყვაში შეურაცხყოფა და დამცირების სურვილი არ იგრძნობა? არ ბლატაობს? არ კაჩაობს?

რამე კვეთა თუ გაქვთ პოლიციელთან, იმის ალბათობა ხომ ძალიან მაღალია, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, გაწამონ, დაგიჭირონ, დიდი ხნით ციხეში გაგიშვან? ასე არ არის?

როგორ არ არიან, მაგრამ ბოლოს როდის შეგხვდათ ნორმალური პოლიციელი? ნორმალურ და წესიერ პოლიციელს ქართული ოცნების პირობებში ეკრძალება ადამიანურად მოქცევა, რომ უნდოდეს, ვერ მოიქცევა როგორც მართლა სამართალდამცველი. უსამართლობას რომ ემსახურები, უფლება არ გაქვს სამართალი და წესრიგი დაიცვა. წესიერი პოლიციელობა დასჯადია “ქართული ოცნების” მმართველობაში“, – წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“მოკლედ რაც შეეხება სომხეთის არჩევნებს. მეზობლები ნამდვილად არ გაიმეორებენ ჩვენს შეცდომას შესაბამისად, რუსი ოლიგარქის...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კონკრეტული მოლოდინები და პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ერთადერთი რაც შერჩათ “ნაცებს” – დასავლეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდაჭერა, რომელიც ნელნელა ილევა” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებს აფიქსირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 13-15 ივნისის პერიოდისთვის

12 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...