პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მომზადებული რეპორტაჟის ანონსს, სპეციალური განცხადებით ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამასთან განმარტა, რომ დანაშაული 2022 წელს მოხდა, ხოლო მოძალადე პოლიციელები დაკავებულები არიან. შსს-ს აღნიშნულ განცხადებას, სოცოალურ ქსელში, მწვავე სეფასებებით ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი:
“რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდა? 2022 წელს “ქართული ოცნება” არ იყო ხელისუფლებაში? ან დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?
ან იქნებ სხვა დაკავებულები მსგავს ფაქტებზე არ ლაპარაკობდნენ 2023-2024-2025-2026 წლებში?!
ლაპარაკობდნენ, მაგრამ “პოლიციელი გმირია”-ს ბანერებს ურტყამდით თავში ამ ხალხს. მე დიდ პატივს ვცემ პატიოსან პოლიციელებს, ეს მათ იციან, მაგრამ ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის, ბოღმის, უპატიებლობის, “ნულოვანი თანაგრძნობის” ფონზე!
ყველას გრცხვენოდეთ, ვინც ამ ფაქტის “გათეთრებას” ცდილობთ! მთელი ხელისუფლებაა ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი!!!” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

