spot_img
მთავარიევროკავშირი"ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ...

“ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ ” – კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ. მზად ვართ ვისაუბროთ, თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გვითხარით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის“, – ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა 11 ივნისს ევროკომისიაში ვიზალიბერალიზაციის საკითზე დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ საკითხით ქვეყნის შანტაჟი კვლავაც გრძელდება.

შანტაჟი გრძელდება ჩვეულებრივად და წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის პროცესით მუდმივად აშანტაჟო ქვეყანა.

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, თუმცა ვიღაცამ ზემოდან თითი გვიქნიოს, მუდმივად შეურაცხყოფა გვაყენოს, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

არ ვიცი, ტექნიკურ შეხვედრაზე საუბარი რაზე იქნება, თუმცა ვისმენთ იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეკომენდაციებზე საუბრისას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

როდესაც საუბარია რეკომენდაციებზე, მაგალითისთვის, იყო მოწოდებები, თითქოს გამჭვირვალობის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს და უნდა იყოს გაუქმებული. თუ მოგისმენიათ ერთი კონკრეტული განმარტება, რატომ არის აღნიშნული კანონმდებლობა პრობლემური და რატომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს? არანაირი განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით არ ყოფილა, მეტიც – ევროპული ქვეყნები თავად საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. შენ თუ ჩემი მეგობარი ხარ, არ უნდა მომიწოდო ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც დამანგრეველი, დამღუპველი და დამაზიანებელი იქნება ჩემი სამშობლოსთვის. როდესაც ამ ტიპის მოწოდებებს აკეთებ, ეს მეგობრობა არ არის, როდესაც მოგიწოდებენ და რეზოლუციებს იღებენ, რომ შეუერთდე სანქციებს, რომლებიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, როდესაც მოგიწოდებენ გახსნა მეორე ფრონტი, ეს მეგობრობა არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...