spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ამ პირობებში მიმაჩნია რომ ელისო კილაძე არის დასაცავი...

“ამ პირობებში მიმაჩნია რომ ელისო კილაძე არის დასაცავი რეჟიმისგან” – მარიკა არევაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის დაკავების ფაქტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ცალკეული პირებისთვის, კონკრეტული ბრალის წაყენებას ეხმაურება:

ქოლცენტრები ყველაზე დიდი ბოროტებაა, რადგან თაღლითი ადამიანები პენსიაზე მყოფ ადამიანებს ძარცვავენ და წამებით სიკვდილისთვის იმეტებენ. ამიტომ, ვფიქრობ ამ სიმახინჯეში და ინტერნაციონალურ დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი უნდა იქნას დასჯილი და ადრე თუ გვიან, ეს ასეც იქნება.

ამავე დროს, საქართველო ამ დანაშაულის ჰაბად რომ იქცა ეს ოცნების დამსახურებაა და ვერ იარსებებდა ვერ ერთი ქოლცენტრი, ოცნება რომ არ პატრონობდეს. ყველამ ვიცით ახლაც არაერთი ქოლცენტრია საქართველოში.

ელისო კილაძე ამ დროისთვის შერჩევითად იქნა დაჭერილი, სხვა ქოლცენტრები კი ისევ ხელშეუხებელია. გარდა ამისა, ამის უკან გაცილებით დიდი ამბის კვალი იკვეთება.
ოცნების პირობებში არც პროკურატურას ვენდობი და არც დამორჩილებულ სასამართლოს. აქ მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება და რომ არა ელისოს აქტივობა ალბათ არც მისი დაკავება მოხდებოდა. შესაბამისად, ამ პირობებში მიმაჩნია რომ ელისო კილაძე არის დასაცავი რეჟიმისგან.

პასუხი ყველამ უნდა აგოს, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში! ოღონდ ამას სჭირდება დამოუკიდებელი პროკურატურა და სამართლიანი სასამართლო!” – წერს მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” –

26 მაისისტვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...