spot_img
მთავარიდებატებიარჩილ გამზარდია: "დებატების "ინიციატივა" ჩვეულებრივი სიმულაციაა"

არჩილ გამზარდია: “დებატების “ინიციატივა” ჩვეულებრივი სიმულაციაა”

დებატების თაობაზე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას კონკრეტული პოზიცია-მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია :

დებატების “ინიციატივა” ჩვეულებრივი სიმულაციაა, რომ მისმა ოპონენტმა მხარემ წინააღმდეგობა გამოხატოს და შემდეგ ხელისუფლებამ თქვას, ოპოზიციას თუ ზოგადად, ოპონენტებს არ უნდათ და არ შეუძლიათ დებატი, თორემ ჩვენ კი ვცდილობთო.

თორემ რა დებატი, საშუალო აკადემიური დისკუსიისათვისაც კი საუკუნეა არავის ჰქონია ინტერესი მივეწვიე საზმაუზე, იმედზე თუ რუსთავი 2-ზე, არა თუ მმართველი პარტიის წევრებთან ერთად გვემსჯელა არასახელისუფლებო არხზე, რადგან ქ. ოცნების პარტიული გადაწყვეტილება იყო ერთიც და მეორეც – არ მისულიყვნენ არასახელისუფლებო მედიაში და არავინ მიეწვიათ სახელისუფლებო მედიაში დისკუსიის ფორმატში.

ეს “დებატის” “იდეა” ჩვეულებრივ სიყალბედ მოჩანს და აქაც წვრილი ხმაურის შექმნის სურვილი უფროა, ვიდრე რაიმეს გაუმჯობესების საგნობრივი კონცეფცია.

პ.ს. ადამიანები ტროტუარიდან გაუშვით ციხეში და ეს ყველაზე უკეთ აჩვენებს ხელისუფლების სურვილებს, ვიდრე ფორმალურად ვითომდა დებატების სურვილი“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...