spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი...

“დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სხვადასხვა საკითხზე დებატები გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს:

დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის აზრიც უფრო მართებულად მიაჩნია. სწორედ ამგვარი საყრდენით შეიქმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს, ხალხის მმართველობის საფუძვლები.

დებატებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, დაწყებული სახალხო შეკრებებზე გამართული „საკამათო მოედნებით“ დასრულებული სატელევიზიო დებატებით, მისი მიზანი კი ყოველთვის ერთი იყო – მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას უნდა გაერჩია და გადაეწყვიტა მის ღირებულებებთან, შეხედულებებთან და მოთხოვნილებებთან უფრო ახლოს მდგომი პოზიცია.

რადგან დებატების კულტურა სწორედ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, დემოკრატიის ეს უალტერნატივო საყრდენი ყველაზე მეტად, თანაც უმაღლეს დონეზე, სწორედ ევროპის კონტინენტზე, ევროპულ ქვეყნებში იყო განვითარებული. დებატები იმართებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველა თემაზე, იქნებოდა ეს პოლიტიკა, ბიზნესი, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი თუ სხვა. ამ ფორმით, მოსახლეობა მაქსიმალურად იყო ინფორმირებული ნებისმიერ გამოწვევასა თუ მიღწევაზე, რაც საბოლოოდ ხალხს სწორი არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევდა.

სამწუხაროდ, ევროპის კონტინეტზე 2008 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათანობით უარესობისკენ შეიცვალა, რაც ევროპულ პოლიტიკაზე ე.წ. „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. მას შემდეგ, რაც დაიწყო ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დრამატული შესუსტებისა და ევროპული დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი, მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, არაფორმალურმა მმართველებმა თავად წარმოქმნეს ხელოვნური პრობლემები, როგორიცაა ლგბტ და გენდერული იდენტობის საკითხები, „მწვანე პოლიტიკა“ და სხვა, და თავადვე შესთავაზეს საზოგადოებას ამ ხელოვნური პრობლემების გადაჭრის გზები. ამ პროცესში მათ ხალხს არჩევანის საშუალება წაართვეს, რეალური პრობლემებიდან ყურადღება მოგონილ, აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა.

არაფორმალური მმართველები ევროპული ქვეყნების დასაქვემდებარებლად, იარაღის ნაცვლად, ე.წ. რბილ მეთოდს, ხალხის ცნობიერებაზე იდეოლოგიურ და ინფორმაციულ ზეწოლას იყენებენ, ამ მიზანს კი, ჯანსაღი დებატები, ვითარების საჯარო კრიტიკა და ანალიზი პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამიტომ, ამ „პრობლემის“ მოგვარებაზე საკმაოდ დიდი დრო, რესურსი და ენერგია დაიხარჯა. განსაკუთრებით 2020 წლიდან, წამყვან ევროპულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთი მეორის მიყოლებით დაიხურა ცნობილი, რეიტინგული და პოპულარული დებატები, შესაბამისად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა დისკუსიისა და განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა.
ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით, არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.

სამწუხაროდ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა. ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა. როდესაც მისი პატრონები მიხვდნენ, რომ კამათის დროს საზოგადოებას მარტივად შეეძლო ტყუილისგან სიმართლის გარჩევა, მათ მედიაში იქამდე ამ სფეროსთვის სრულიად უცხო სხეული, გვარამია შეიყვანეს და კონკრეტული დავალებაც მისცეს – მოეხდინა სრული რადიკალიზაცია.

გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა – მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება. თავის მხრივ, ამ მოცემულობამ საზოგადოება გახლიჩა და წაართვა მას დემოკრატიის მთავარი პრინციპით სარგებლობის უფლება – მოისმინოს განსხვავებული პოზიციები და არჩევანი საკუთარი შეხედულების შესაბამისად გააკეთოს.

დღეს ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, სრულად მარგინალიზებულ, პარტიულ დანაყოფს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მედიას, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია, საკუთარი ფუნქციის შესრულების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში პასუხი გასცეს მეორე მხრიდან წამოსულ დეზინფორმაციის ნიაღვარს.

და რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...