,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობის შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარში საუბრობს მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ინიციატივის შესახებ, სადაც მან ოპოზიციასთან დებატების გამართვის თაობაზე ისაუბრა:
,,მე ნამდვილად არ ვიცი რა დგას ამის უკან, ჩვენ სულ ამოხსნებს ვეძებთ…
დებატები? კი ბატონო, არა მაქვს პრობლემა, ოღონდეს ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ.
პარლამენტში, რომ ვიყავით და ფასები მაღალიაო, რომ ვეუბნებოდით, – მართალი აღმოვჩნდით?
პარლამენტში რომ ვიყავით, დებატების დროს, კორუფციას მიაქვს ქვეყანაო, – მართალი აღმოვჩნდით?
კრიმინალს მიაქვს ქვეყანა-თქო, – მართალი არ აღმოვჩნდით?
აღიარეს? ხომ აღიარეს რომ ყველაფერში მართლები აღმოვჩნდით.
აქაც მართლები ვართ, ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


