spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს დაუსჯელობა უნდა დასრულდეს... სიმართლე უნდა დადგინდეს ავალიანის...

“ეს დაუსჯელობა უნდა დასრულდეს… სიმართლე უნდა დადგინდეს ავალიანის საქმეზე” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენას მოითხოვს:

კარგია, რომ უდანაშაულო მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა ორ მონაწილეს, კარგია რომ სისტემა ამოძრავდა და მის დედას, ძლივს, საქმის მასალები გადასცეს. თუმცა! ეს არასაკმარისია.

არ შეიძლება აქეთ იყოს წესიერი კაცი, უკვე წასული ჩვენგან და მისი ოჯახი, რომელიც სანთლით ეძებს სამართალს და იქით დამნაშავეების ხროვა, რომელიც ჩაგრავს წესიერ ხალხს და ვისაც პასუხს არავინ თხოვს. არ შეიძლება!

ეს დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, ეს ჩაგვრა უნდა დასრულდეს, ეს ძალადობა წესიერ ადამიანებზე უნდა დასრულდეს. მჩაგვრელებს სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს პასუხი, კანონმა უნდა მოსთხოვოს პასუხი. როცა წესიერ ადამიანს ზურგში მიეპარები, ტურასავით და ჯგუფურად, ჩუმად, როგორც მშიშარა, გაუსწორდები უნდა მოგვხდეს სამართლის მუშტი. ესაა სწორი და ასე იქნება ჩვენი ხალხი დაცული.

სიმართლე უნდა დადგინდეს ავალიანის საქმეზე. ავალიან-კუპატაძეების ოჯახს ჩემი სრული თანაგრძნობა და მხარდაჭერა✊“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...