მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას დებატების გამართვასთან დაკავშირებით, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:
“თითქმის ათი წელია დებატებზე არ სხდებიან ოპოზიციასთან, არცერთ ფორმატში. ახლა შემოაგდეს სატყუარა, თავის სატელიტ “ოპოზიციას” ეძახიან დებატში🙂
არა, ასე არა, მაგას არავინ შეჭამს. საკუთარ სატელიტებთან ქოცი მეშვიდე ეშელონის გაურკვეველი ტიპების მონაწილეობით დებატი არ გასაღდება დებატად.
თუ დებატის ვაჟკაცობა გაქვთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ პირდაპირ ეთერში (პირდაპირ ეთერში, მერე რომ არ დაამონტაჟოთ რუსულად), ტიტუშკების გარეშე, პაპუაშვილი და ზარქუა-წილოსნობა წვრილფეხობა კი არა, პირადად კობახიძე ან ივანიშვილი მოვიდეს დებატებში“, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

