spot_img
მთავარიანალიტიკა"ჩინეთის ინტერესები უკრაინის ომში - ტრამპის პასუხი პეკინის...

“ჩინეთის ინტერესები უკრაინის ომში – ტრამპის პასუხი პეკინის სტრატეგიაზე” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

2022 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს პეკინში ვლადიმერ პუტინი ჩინეთს სტუმრობდა. მოგვიანებით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ოფიციალური კრემლის სტრატეგია უკრაინის დედაქალაქის სამ დღეში აღებას ითვალისწინებდა. თებერვალში უკვე ოთხი წელი სრულდება, რაც ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება. რუსეთს კი არა მხოლოდ კიევში შესვლა ვერ გამოუვიდა, არამედ 2022 წლამდე ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილიც დაკარგა და დარჩენილი მიწები უდიდესი ადამიანური დანაკარგის ფასად უჭირავს.

რატომ გავიხსენეთ ეს ისტორიული ფაქტები? პუტინი, ომის დაწყებამდე, სი ძინპინთან ჩავიდა მხარდაჭერის მოსაპოვებლად – ეს ბუნებრივია. როდესაც ამ დონის სამხედრო ავანტიურას იწყებ, პირველ რიგში პოლიტიკური მოკავშირე გჭირდება და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ზურგის გამაგრება. მაშინ, როდესაც დასავლეთის მიმართულებით საჯარისო შენაერთების კონცენტრაცია გიწევს, აღმოსავლეთის ფლანგი შედარებით ღია გრჩება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ასეთ შემთხვევაში აღმოსავლეთის მეზობლისგან უნდა მიიღო მყარი გარანტიები, რომ შენ ქმედებებს იწონებს და ზურგიდან თავს არ დაგესხმება.

ოფიციალური მოსკოვის გათვლა მარტივი იყო, ხოლო მიზნები ადვილად შესამჩნევი. პუტინის ძირითადი ამოცანა, უკრაინის როგორც სახელმწიფოს გაქრობაა.

„ველიკადერჟავული“ ამბიციების მქონე რუსს ხალხს პურისა და კარაქის ნაცვლად, მუდმივად ესაჭიროებათ მსგავსი „გამარჯვებები“. რაც შეეხება ოფიციალურ პეკინს, მისი ინტერესები უფრო შორს მიმავალია და მარტივად, რომ ვთქვათ ასე ერთსახოვანი არ არის. პუტინის ომისთვის შეგულიანებით, სი ძიპინი ცდილობდა ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრი ჩინეთიდან სხვა აქტორებზე და პრობლემატიკაზე გადაეტანა.

კრემლის ავანტიურას ჩინელებისთვის თავიდანვე განვითარების ორი სცენარი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებდა, კოლექტიური დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ, მსოფლიო არბიტრის სტატუსით კომპრომიტირებული იქნებოდა. თეთრი სახლის გავლენები შესუსტდებოდა და მსოფლიოში მთავარ გარანტორად ჩინეთი მოგვევლინებოდა. მეორე ვარიანტი – რუსეთი ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციაში გაიჭედებოდა, ომი გარკვეული პერიოდი გაგრძელდებოდა და ბოლოს შესაძლოა დამარცხებულიყო კიდეც. ეს სიტუაციაც ხელს აძლევდა ჩინელებს. ამ შემთხვევაშიც მთელი ყურადღება გადატანილი იქნებოდა რუსეთზე, ხოლო ჩინეთი, როგორც ამას ბოლო ათწლეულები აკეთებდა წყნარად, განსაკუთრებული აფიშირების გარეშე მოიპოვებდა ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ფულით გამოისყიდიდა გავლენებს მთელს მსოფლიოში. ასევე საკმაოდ დაბალ ფასებში შესაძლებელი იქნებოდა რუსული ენერგომატარებლების ხელში ჩაგდება. საერთო ჯამში რუსეთის წაგება ასევე ხელს აძლევდა ოფიციალურ პეკინს, იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონები, რომელიც მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, უპრობლემოდ დარჩებოდათ ჩინელებს საკუთარი გავლენის ქვეშ.

როგორც ვხედავთ უკრაინაში ომი დაწყება და დღემდე მისი გაგრძელება ოფიციალური პეკინის ინტერესებია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომით ჩინეთმა კალოდიდან მომგებიანი კარტი ამოიღო. ამიტომ სანამ ჩინეთს რუსეთის ეს სტატუს ქვო აწყობს უკრაინაში, იგი მუდმივად აქეზებს მას აგრესიული ქმედებებისკენ. როგორც კი გამოეცლება რუსეთს ჩინეთის მხარდაჭერა, სავარაუდოდ მომდევნო თვის დასაწყისში დასრულდება რუსული თავდასხმებიც.

უკრაინაში ომის დასრულების გასაღები დღეს პეკინშია და არა ვაშინგტონში. ეს ძალიან კარგად იცის დონალდ ტრამპმა და ვფიქრობთ ამიტომ ცდილობს გაწყვიტოს რუსეთის კავშირი ჩინეთთან. სხვა შემთხვევაში გაუგებარია ისეთი ამბიციური და პატივმოყვარე პიროვნება, როგორც ტრამპია, ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ ამდენს რატომ უთმენდა და პატიობდა რუსეთის დიქტატორს. მადუროს დაკავებამ ამ ურთიერთობაში ახალი შტრიხი შეიტანა. არანაკლებ საყურადღებოა ირანში ბოლო დროს მოქმედი ხელისუფლების მიმართ განვითარებული სახალხო მღელვარებაც, რაც თეთრი სახლის მფლობელს ახალ ბერკეტებს აძლევს რუსეთთან და განსაკუთრებით ჩინეთთან პოლიტიკის წარმოების ასპექტში.

ოფიციალური მოსკოვისა და პეკინისთვის ყოველთვის წარმოადგენდა საიმედო დასაყრდენს ერთის მხრივ ვენესუელა და მეორეს მხრივ ირანი. საუბარია არამარტო დიდი რაოდენობით ნავთობის მარაგებზე, არამედ იმ პოლიტიკურ პლაცდარმზე, რომელსაც მადუროსა და აიათოლას რეჟიმები საკუთარ რეგიონში უქმნიდნენ და უქმნიან რუსეთსა და ჩინეთს.

იგივე შეიძლება ითქვას, რუსეთისა და ინდოეთის ურთიერთობებზე, სადაც ოფიციალური დელი საკუთარი ეკონომიკისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდულობდა რუსულ ნავთობს და არ აპირებს მასთან ვაჭრობის შეწყვეტას. აქაც ტრამპის ქმედებები მიმართულია დააშოროს პარტნიორები ერთმანეთს.

თუ ტრამპი ასე ირჯება, პუტინი არ ფიქრობს – რა მომავალი ექნება არა რუსეთს, არამედ პირადად მას, როცა იგი აშშ-ს პრეზიდენტთან პირისპირ მარტო დარჩება? – იკითხავს მკითხველი და მართალიც იქნება. ფიქრობს პუტინი და თავისთვის სახეიროს ვერაფერს ხედავს. სწორედ ამიტომაც ცდილობს ტრამპთან ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებებით, გაწელოს დრო, რაღაც გარდატეხა შეიტანოს უკრაინის ფრონტზე ან ტრამპის მეშვეობით ტერიტორიული დათმობა აიძულოს უკრაინას. რათა პირველი, – რომ სულის მოთქმის საშუალება მიეცეს და მეორე – რუსებს ეს დათმობები გამარჯვებად მიყიდოს. მაგრამ ვფიქრობთ აქაც მის ოცნებებს ასრულება არ უნდა ეწეროს.

რუსული ეკონომიკა მნიშვნელოვან კრიზისშია: ინფლაცია, რამდენიმე ტრილიონი რუბლის დეფიციტი სახელმწიფო ბიუჯეტში (შესაბამისად გაკოტრებული სახელმწიფო სამხედრო საწარმოები), მზარდი უმუშევრობა, დეფიციტი საწვავზე… – ეს ის ძირითადი ეკონომიკური გამოწვევებია, რომლის გადაწყვეტაც კრემლს აღარ შეუძლია, რადგან ომს ვერ ასრულებს. თუ ეს მოცემულობა ახლო მომავალში, არ შეიცვალა პუტინი სპირალში შევა (პრინციპში უკვე შესულია), საიდანაც გამოსავალი აღარ ექნება. ამიტომ ბორგავს, ოლიგარქებისგან ფულის ამოქაჩვას ცდილობს. ფიქრობს და მიაჩნია, რომ ეს ფული მას ეკუთვნის და არა რუსს მილიარდელებს, რადგან მისი დახმარებით მოაგროვეს.

საერთო ჯამში, თუ უკრაინა ზელენსკის სახით არ გატყდება, პუტინის რუსეთს მოუწევს ომში დამარცხების აღიარება და თუ რა პროცესები განვითარდება რუსეთის შიგნით, თავად მკითხველების ანალიზისთვის მიგვინდია (პრინციპში ძნელი წარმოსადგენიც არ არის).

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვებისთვის წამლების ყიდვას საკუთარ დამარცხებად განიხილავენ…” – ზურაბ ბატიაშვილი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვის საჭირო წამლების შესაძენად თანხის გამოყოფის...

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” –

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

მიხეილ სააკაშვილი: “ნუ დაემსგავსებით მოროშკინას”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ოპონენტებისადმი: "მე ჩემი დღევანდელი...