spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათი ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების ღალატია" - რომან...

“მათი ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების ღალატია” – რომან გოცირიძე “ევრონიუს საქართველოსთან” დაკავშირებით

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ტელევიზია “ევრონიუს საქართველოსთან” დაკავშირებით მომხდარ ფაქტს კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება:

კიდევ ერთი ტელევიზია დაიხურა, “ევრონიუს საქართველო”. დარჩებაო მხოლოდ ევროპული ევრონიუსის ნათარგმნი გადაცემები. მიზეზი, სილკროუდ ჯგუფს ფული არა აქვს, ტელევიზია ზარალიანი გამოდგაო.

მათი ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების ღალატია.

ევრონიუსი არ იყო კრიტიკული მედია, არც სამთავრობო მედია იყო. მისი გადაცემები არ უქმნიდა რაიმე საფრთხეს ხელისუფლებას. უკვე იმ დონემდეა “ოცნების” რეჟიმი მისული, რომ ქვეყნის შიდა მოვლენების არაპროპაგანდისტულად გავრცელებაც კი მიუღებელია.

სილკროუდის მეპტრონეები მშიშარები აღმოჩნდნე, ისიც ვერ გაბედეს, რომ ტელევიზიების დახურვისა და ფინანსური კოლაფსის პირობებში ეს პატარა მაუწყებელი მაინც შეენარჩუნებინათ.

რომ იცოდეთ, ვინ თუ რა არის სილკროუდი, რომელსაც თურმე მედიის დაფინანსება აზარალებს:

    • სილკ ბანკი;
    • სილკნეტი (ჯეოსელი);
    • რედისონის სასტუმროები თბილისში და ბათუმში, სხვა ბრენდის სასტუმროები თბილისში (ტელეგრაფი), წინანდალში და სხვა ქალაქებში;
    • ენერგეტიკის ობიექტები;
    • რესტორნების ქსელი;
    • სამშენებლო კომპანიები;
    • კაზინოები;
    • სხვა უამრავი ბიზნესი.

სილკროუდ ჯგუფის აქტივების საერთო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.

კარგ საქმეს აკეთებს ეს კომპანია – წინანდლის მუსიკალური ფესტივალი მართლაც რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, იგი დაფინანსებულია ამ კომპანიის მიერ, ანუ ფინანსურად თუ მივუდგებით, წამგებიანია, სამაგიეროდ საიმიჯოდ მომგებიანი. ასეთი იყო “ევრონიუს საქართველოც”.

მუსიკა უტყვია, ვერ შეაწუხებს ივანიშვილის ფაქიზ გრძნობებს, პოლიტიკურად სრულიად უწყინარ ტელევიზიას კი თურმე შეძლებია ნერვების მოშლა.

კიდევ კარგი, ჯეოსელის მომხმარებელი არა ვარ. სილკნეტს რაიმეს მოვუხერხებ:((” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა დასკვნებს გამოიტანს ივანიშვილი უნგრეთიდან?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები, ვარაუდები, აქცენტები...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...