spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ბრძოლასაც მოვიგებთ ღირსებით და სიმართლით‼️" - ელისო...

“ამ ბრძოლასაც მოვიგებთ ღირსებით და სიმართლით‼️” – ელისო კილაძე

30 წელია ჟურნალისტი ვარ, 2013 წელს, როცა “ქრონიკა+” დავაფუძნე, ზუსტად ვიცოდი რომ მხოლოდ სიმართლის გზით უნდა გვევლო‼️ მოგებული გვაქვს ყველა სასამართლო პროცესი‼️

გავიარეთ ომი კახელების კარტელთან, კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან, გოგაშვილთან და მის გარემოცვასთან, მღებრიშვილის შსს-სთან, ლილუაშვილთან, პირველი ვიყავი, ვინც ქოლცენტრების მხილება დავიწყე, დავუპირისპირდით ნარკობარონებს, გავიარე შვილის უკანონო პატიმრობა, ვამხილე დადგმული ციხის კადრები (მთავარი გმირი ვიპოვე და ჩავწერე), ყველა გახმაურებული მკვლელობა გაშუქებული გვაქვს, სვანეთის ხე ტყე ბოლო დროის სკანდალია, ვმუშაობ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე, დღეს დაიწყო არსებითი განხილვა და თან ოფისი ჩაგვიკეტეს, პირველ პროცესს ვერ დავესწარი!

ყველა მასალა მესამე სართულზეა, ჩვენს კომპიუტერებში, საიტი ბენ ანორმა გათიშა, ორშაბათს გაზეთი ვერ გამოვა… არ გვაქვს წვდომა ელფოსტებზე, ვერ ვპასუხობთ სარეკლამო წინადადებებს, ვერ ვაშუქებთ ყოველდღიურ საიმიჯო ნიუსებს.

ამ ბრძოლასაც მოვიგებთ ღირსებით და სიმართლით‼️

სიმართლე სინათლეა🙏” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: როგორც მედიაჰოლდინგ “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ 8 იანვარს დილით განაცხადა – “ბენ ანორმა გათიშა საინფორმაციო სააგენტო CNews Exclusive • ახალი ამბები-ის საიტი (ჰქონდა წვდომა) სრულიად პარალიზებული ვართ ორივე მედიასაშუალება‼️” და რეაგირებისთვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. რამდენიმე საათის შემდეგ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ “მორჩა გამოკითხვა, ვბრუნდები ოფისთან და ლაივში მოგიყვებით დეტალებს‼️
გამოძიება დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე‼️
ბენ ანორი და ზურაბ თოდუა ორივე დასაჭერია‼️” და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განხორციელებულ Live-ჩართვებში დეტალური განმარტებები გააკეთა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...