spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ისტერიული პრეტენზია "ჭეშმარიტებაზე" მონოპოლიის დამკვიდრებაზე, სიზიფეს...

“ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ისტერიული პრეტენზია “ჭეშმარიტებაზე” მონოპოლიის დამკვიდრებაზე, სიზიფეს შრომად მიმაჩნია და ჩემში მხოლოდ ირონიული დაკვირვების სურვილს იწვევს” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოზიცია-შეფასებები და პირდაპირი მინიშნებები პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთ ლიდერ, თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით:

საერთოდ, ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ისტერიული პრეტენზია “ჭეშმარიტებაზე” მონოპოლიის დამკვიდრებაზე, სიზიფეს შრომად მიმაჩნია და ჩემში მხოლოდ ირონიული დაკვირვების სურვილს იწვევს. შესაბამისად, არც ვრეაგირებ მის ჰიპერ-აქტიურ მცდელობაზე, ყველას “გადაუაროს” და ერთადერთ “ნათელ” წერტილად დარჩეს სამყაროში.

თუმცა, მისი ბოლოდროინდელი მცდელობები, რომ ჩემი მოსაზრებები უაპელაციოდ დააკავშიროს ხაზარაძესთან, არა მისთვის, არამედ ჩემი მეგობრებისთვის საჭიროებს მცირე განმარტებას – არც ხაზარაძესთან და არც მის პარტიასთან არც პარტიული, არც იდეოლოგიური, არც ფინანსური და არც რაიმე სხვა ტიპის, ქალბატონი თამარის ფანტაზიებში, ან სამზარეულოში წარმოშობილი კავშირი არა მაქვს. შესაბამისად, ჩემი ნაფიქრის “პროდუქტი” აბსოლუტურად ნატურალურია.

მიკვირს, რატომ უჩივის სხვას ცილისწამებაზე, როდესაც თუნდაც ჩემთან მიმართებაში ის ცილისწამების ნამდვილ რეციდივისტად ჩამოყალიბდა.

მეორეს მხრივ, მესმის მისი დაუოკებელი სურვილი იყოს ერთადერთი და განუმეორებელი.

…მაგრამ არჩეულ გზას რეალურად მიყავს იქამდე, რომ ერთადერთის ნაცვლად დარჩება მარტო და განუმეორებლის ნაცვლად დარჩება მრავალჯერ განმეორებადი, აბსურდსა და თვითგანდიდების დაუოკებელ სურვილებში“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის – ახალი წლის წინა დღეებში თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა გია ხუხაშვილთან დაკავშირებით:
ხუხაშვილის სულელურ კონსპირაციას, ვითომ ივანიშვილი არაფერ შუაშია და კობახიძე მართავს პროცესებს რუსეთის კარნახით და ივანიშვილის გვერდის ავლით – იმხელა ტრიბუნა მისცა ავტოკრატიულმა ტელემედიამ, რომ უკვე ვფიქრობ ხაზარაძე ლაპარაკობს მისი პირით – ხაზარაძის მესიჯია “ბიძინა არაფერ შუაშია“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...