ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
Home Blog Page 3

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის დარეგულირების მხრივ, რაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ირონიანარევი შეფასებებით ეხმაურება “ქრონიკა +”-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში.

დღეს ირაკლი კობახიძემ, მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და ახალი ურთიერთობის დასაწყებადო!

გატრუნულია პირიქეთა ფეისბუქი🙄🙄” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს:

ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია, სამყაროსაც მხოლოდ რუსული ინტერესების კონტექსტში და სისტემურ ჩარჩოში ხედავს. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან:

ცოტა ხნის წინ სირიაში შეიცვალა რეჟიმი, რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ქონდა აღიარებული.

ახალი რეჟიმი დასავლეთთან კეკლუცობს და გაჩნდა ამ აღიარების უკან წაღების შანსი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან თანამშრომლობით, მათი ჩართულობით და შუამავლობით.
რას აკეთებს ქოცი?

საქართველოს ინტერესების ლობირების ნაცვლად მათი პროპაგანდა აგებს თეორიებს, როგორ დაიქცა სირია დასავლეთის და დიფსთეითის შეთქმულებით.
რატომ?

იმიტომ, რომ ასადის რეჟიმის ცვლილებით რუსეთმა სირია ფაქტობრივად დაკარგა და დაკარგა რეგიონში სერიოზული პლაცდარმი. ეს იყო რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა. ქოცს უბრალოდ თავშიც არ მოსვლია, რომ ამ ისტორიაში საქართველოსთვის ხელსაყრელი რამე ეძებნა.

ამასობაში აფხაზეთის ე.წ. ლიდერები ჩავიდნენ სირიაში და ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს ალაგებენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ელაპარაკა.

ქოცი იმდენად არის უკვე ჩაშენებული რუსულ მატრიცაში, რომ ავტომატურად გარესამყაროს ამ მატრიციდან ხედავს. მისთვის ცალკე აღებული საქართველოს ინტერესები აღარ არსებობს. ეს მისთვის უკვე იმდენად ორგანული მდგომარეობაა, ვეღარც კი ხვდება რომ რამეს აშავებს“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული მინიშნებები:

პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო.

რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉

და საერთოდ, კარგად თუ დაფიქრდებით, ბიძატიმურის მსხვერპლნი ხართ, თქვე დუპლეტებო!

თვითონ მოძუძგა და თქვენ კი გაქციათ საკნის კიტრებად!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ მწუხარებას გამოხატავს პატიმარ ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მწვავე ემოციურ შეფასებებს აკეთებს მმართველ გუნდთან მიმართებაში:

ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.

მაგრამ დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.

ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.

ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!

მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!” – წერს გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

“თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა” – კახა კალაძე

ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.

თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებული გვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს თავიანთი სანომრე ნიშნით არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.

მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მოსახლეობას ავტომობილების რეგისტრაციისთვის შეეძლებათ მიმართონ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს.

ცხადია, ყველა იმ ქუჩასა და ზონაში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება, განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს ექნება საშუალება ჩვენი თანამშრომლებისგან მიიღონ ყველანაირი დახმარება საკუთარი ავტომობილების დასარეგისტრირებლად, რათა საპარკინგო არეალებში თქვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოგიწიოთ რაიმე სახის გადასახადის გადახდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას , მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.

ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;

დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებში – ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა.

ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1 ივლისიდან შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:
• ბესიკის ქუჩა N25 – ის მოპირდაპირედ;
• ტარას შევჩენკის ქუჩა N5;
• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9;
• წყნეთის გზატკეცილი N49- ის მოპირდაპირედ;
• ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112;
• ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N142;
• ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3;
• ფარნავაზ მეფის გამზირი N1 ;
• ფარნავაზ მეფის გამზირი N35;
• პეტრე იბერის ქუჩა N24;

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ იტაცებენ” – ფადი ასლი

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი:

დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ იტაცებენ.

მნიშვნელოვანია სიტყვების სწორი შერჩევა“, – წერს ფადი ასლი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ვაკის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზის ხევის, წერეთლის, მიშველაძის, მოსაშვილის, ბარნოვის, მუხაძის, ფალიაშვილის, ახმეტელის, ცხვედაძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, საკანდელიძის, რამიშვილის, ყიფშიძის, ატენის, აბულაძის, არაყიშვილის, გაბაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა სახელმწიფო სერვისების სრულიად ახალი სისტემა და მას იქ დიდ პატივს სცემენ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაპატიმრების ფაქტს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება:

იმ მაკაკებმა რომლებიც ხიდან ვერაფრით ჩამოდიან და თავს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ, დილეგში ჩასვეს გიორგი ვაშაძე.

გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა სახელმწიფო სერვისების სრულიად ახალი სისტემა და მას იქ დიდ პატივს სცემენ.

რა თქმა უნდა მაიმუნის ჯიშის ველურებს ყველა ცივილიზებული წარმატებული ადამიანი აღიზიანებთ და გიორგიზეც ამიტომ იძიეს შური.

არა უშავს ცოტა ხნით დარჩათ ბოგინი, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, პროვინციული ტირანების დრო მთავრდება!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა ხაბაზი

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერი, კობა ხაბაზი:

ნელ-ნელა, მეთოდურად გვაჩვევენ ამერიკის, უკრაინის, ევროპის ლანძღვას.
ტროლ-ბოტებისა და მოღალატე ნაძირლების ხელით ხდება ის, რასაც. წლების წინ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, ზოგადად ცივილიზებული სამყაროს მტრის ხატად გადაქცევა.

სწორედ ეს არის რუსული საქმე და თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ“, – წერს კობა ხაბაზი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერების ფაქტებს ეხმიანება კონკრეტული შედარებებით:

აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული:

საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები დაიჭირესო, რომ ამბობენ, ერთი მაინც თუ იტყვის მათი დაკავების მიზეზი რა იყო? არ იცით? მე გეტყვით-კონსტიტუციის, ქვეყნის უმაღლესი კანონის დარღვევა და აბუჩად აგდება, თქვენთან ევროპაში როგორ ხდება ასეთ შემთხვევაში? არ გახსოვთ თუ არ გაინტერესებთ?

თუ ამ შემთხვევაში ისეა, როგორც საქართველოში პოლიციელებზე მოძალადეების დაკავება ადამიანის უფლებების დარღვევაა, ხოლო თქვენს ქვეყნებში სამართალდამცავზე წინააღდეგობის გამწევს ქოფაკ ძაღლებს რომ მიუსევთ, მერე წიხლ ქვეშ გაიგდებთ და თავპირს გაუერთიანებთ ეს უმაღლესი ევროპული სტანდარტია არა?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.