კვირა, ივლისი 27, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1650

ცესკო მოსახლეობის ინფორმირებას ახდენს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია, საზოგადოების ინფორმირებისთვის, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

✔️გახსოვდეთ, პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა!
კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება!
🔸 საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა
🔸კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით
🔸ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის
🔸რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე
🔸გაიარეთ მარკირების პროცედურა
🔸გააკეთეთ ხელმოწერა ამომრჩეველთა სიაში
რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით
🔸 ამავე კალმისტრით ისარგებლეთ საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას
🔸მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენები
🔸ფარული კენჭისყრის კაბინაში გააკეთეთ არჩევანი და გადაკეცეთ ბიულეტენები ისე, რომ არ ჩანდეს ვის მიეცით ხმა
✔️გახსოვდეთ, ხმის მიცემა ფარულია
🔸კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კონვერტში თავად მოათავსეთ ბიულეტენები
🔸კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში
🔸კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში
კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი სადეზინფექციო სითხით

“ქართულ ოცნებას” ყველაფერზე მეტად ჩემი ეგზიტპოლის ეშინია – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საერთო ჩათიდან მიმოწერის ფოტოსურათს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ  წერილი, რომელშიც „ipsos“-ის კვლევაზეა საუბარი, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს გვარამია:

ქვემოთ იხილეთ ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსი ოცნების საერთო ჩატიდან. მოკლედ,

🛑 ქართული ოცნება არჩევნებში ოპოზიციის ნაცვლად მთავარ არხს ებრძვის

🛑 ოპოზიციის “სასახელოდ” უნდა ითქვას, რომ ამ ბრძოლაში მონსტრის წინააღმდეგ მე და ჩემი ტელევიზია მარტო ვართ, მხარდაჭერის იშვიათი გამონაკლისების გარდა

🛑”ქართულ ოცნებას” ყველაფერზე მეტად ჩემი ეგზიტპოლის ეშინია (განსაკუთრებით იმ აუხსნელი ფსიქიკის ხალხის საყურადღებოდ, ვისაც პირველი ოთხიანის ფობია ჭირს, რაც, ჩემი აზრით, უტყუარი ფსიქიური დისფუნქციის ნიშანია)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ „ipsos-მა“ კვლევა „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 2000 რესპოდენტი გამოიკითხა. აღნიშნულმა კვლევამ კი გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და ნიკა გვარამიას შორის.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის დაკლებული” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ისაუბრა პანდემიის გლობალურად გაზრდილ მაჩვენებელზე:

გლობალურად სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა და მთელ მსოფლიოში ანტირეკორდული მაჩვენებელი გვაქვს,  546 000 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დაახლოებით ნახევარი ევროპის ქვეყნებს მოიცავს, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 73% მსოფლიოში რაც შეგვიძლია პოზიტივად მივიჩნიოთ.

აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის დაკლებული 2,6%-მდე, რაც ნიშნავს, რომ მსუბუქი შემთხვევები ჭარბობს, 1%-ია კრიტიკული ავადმყოფების რიცხვი. ბოლო 24 საათში  დადასტურებული შემთხვევებიდან სიმპტომიანია 72%.

გუშინ ღამით ქვეყანაში შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 000 დოზა, განრიგით 1 ნოემბერს უნდა შემოვიდეს კიდევ  110 000.

გუშინ შემოტანილი ვაქცინა დღეს უკვე დარიგებულია და თითქმის ყველგან არის გადატანილი, თბილისში, დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთის რაიონებში.

წინა ეტაპზე შემოტანილი 25 000 დოზიდან, ჩვენ 13 000 გამოვიყენეთ რისკ-ჯგუფებისთვის, რომლებიც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი იყო, მაგალითად: ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ან C ჰეპატიტით დაავადებულები.

დღეიდან ყველა რისკ-ჯგუფის წარმომადგენელზე გამოყენებული იქნება არსებული ვაქცინის დოზა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“საარჩევნო ბლოკი – 27 “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს ვუჭერთ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას” – მანანა ჯებაშვილი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ჯებაშვილი საარჩევნო ბლოკის სახელით მხარს უჭერს აღნიშნულ რეზოლუციას:

საარჩევნო ბლოკი 27 “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს ვუჭერთ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას.

სწორედ ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ამ დარგის განვითარების კონცეფცია და გამოვყავით პრიორიტეტები. ჯანდაცვის რამდენიმე მიმართულებით კი დავწერეთ მოქმედების გეგმაც. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ წარმოდგენილი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში გაწერილი წინადადებები ჩვენთვის სრულიად მისაღებია, ხოლო წინადადებების ნაწილი მთლიანად ემთხვევა ჩვენი ჯანდაცვის განვითარების კონცეფციას.

ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობას არა, მხოლოდ ამ რეზოლუციის ფარგლებში, არამედ უფრო ფართომასშტაბიანი ფორმატით, ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების და მედიცინის განვითარების მიზნით“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

იხილეთ: სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას

გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და განახორციელა ღირსეული და წარმატებული რეფორმები – თაკო ჩარკვიანი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით ეს არჩევნები ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება, კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა და აღმშენებლობის განვითარების კუთხით. ჩარკვიანის თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე უალტერნატივო ლიდერია, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ გიორგი ვაშაძეს ის ბერკეტი, რისთვისაც იბრძვის, მხოლოდ და მხოლოდ აღმშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის სჭირდება:

შეცდომების გამოსწორება ცხადია შეიძლება და კარგიც არის, მაგრამ როდესაც გაქვს შანსი, რომ გყავდეს ლიდერი, რომელიც სუფთა ფურცლიდან იწყებს ქვეყნის შენებას, ეს დიდი ბედნიერებაა. გიორგი ვაშაძესთან ერთად გადავწყვიტე, დიდი ხნის დაკვირვების და ფიქრის შემდეგ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ბლოკი დაფუძნებულიყო და ჩემი პარტიით, „კანონით და სამართლით“ გავმხდარიყავით ერთი ორგანიზმი, ერთი ოჯახი და ერთად მოფიქრალი ადამიანები საქართველოს აღმშენებლობაზე. ეს აუცილებლად იქნება ეპოქის დასაწყისი, კარგად დაგეგმილი სტრატეგიისა და აღმშენებლობის განვითარების.

გიორგი ვაშაძე არის უალტერნატივო ლიდერი, ეს უალტერნატივო ლიდერი აღმოჩნდა ამ ბრწყინალე რაიონის, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი და ეს თვითონ მოინდომა. გიორგი ვაშაძემ უკვე გვაჩვენა, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეძლო და შექმნა ღირსეული და წარმატებული რეფორმები. ხშირად გვეკითხებიან, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი გეგმების რეალიზებას, მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომ დიახ ჩვენ განვახორციელებთ ყველა იმ რეფორმას რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვამბობდით, განვახორციელებთ ისე, როგორც იუსტიციის სახლია აწყობილი საათის მექანიზმივით.

მე სრული შეგნებითა და პასუხისმგებლობით დავასახელე გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად და მსგავსი სწორი ნაბიჯი დიდი ხანია არ გადამიდგამს. ის ძალიან თავმდაბალი და დიდი ენერგეტიკის მატარებელი პიროვნებაა. მას ის ბერკეტი რისთვისაც იბრძვის, სჭირდება მხოლოდ აღმშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

“სამარცხვინო არაკაცი ხარ” – ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდიდან საკმაოდ მწვავედ უპასუხა ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას, რა დროსაც მან გვარამია ქალაჩუნად მოიხსენია და კონკრეტული პირობები წაუყენა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე:

‘‘მის ნათქვამ ათას სისულელეს და ტყუილს რომ თავი დავანებოთ, “ქალაჩუნა დირექტორშირა იგულისხმება? რისი თქმა გინდოდა ამდენი ხანი და ამოგხეთქა უცაბედად, ბატონო რუსის აგენტის ძევ? სამარცხვინო არაკაცი ხარ.

შემთხვევით, ხომ არ გინდათ გიხმაროთ, ეგ სურვილი ხომ არ გწვავთ? სამაგიეროდ მე არ მინდა. я такого не ем, я не козёл.

თუმცა ისე ბევრჯერ კი მყავხართნახმარიამ წლების განმავლობაში და 31ში საბოლოოდ და ბოლოჯერგიხმართ“. პირობას ვდებ, 31ის მერე ჩემი ყ**ბოროტობით აღარ შეგაწუხებთ

p.s. იფსოსს არანაირი კვლევები მაჟორიტარებზე არ გამოუქვეყნებია, ყ*ეო.
p
.p.s. და რა გაკანკალებს ისე ლაპრაკის დროს? რა მოძრაობაა, რა მდგომარეობაა?’’ – მიმართა ნიკა გვარამიამ ირაკლი კობახიძეს.

ავტორი
ანა რობაქიძე

უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობენ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისკენ:

როგორც ვხედავთ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. სამწუხაროდ, საქართველოშიც იზრდება ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ყველას მოგვეხსენება, ჩვენ ამავე დროს ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში, სულ რამდენიმე დღეში ქვეყანაში არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ ყველანი ვხედავთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობენ.

მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, დავიცვათ წესები და ვატაროთ პირბადე.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, ეს არის სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. ყველა ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე დღე რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება ის წესები დაცული, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს კოვიდის პირობებში, როგორ შეგვიძლია  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დემოკრატიული ღია არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მხარდაჭერის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე და იწყება 1 ნოემბრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენური და კორონა კოლაფსიდან ვიხსნათ ქვეყანა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ესაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენებლობა იქნება, სადაც საქართველოს თითეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიიწევს და მათ პერსპექტივა გააჩნიათ სწორედ ამ ქვეყანაში. პარტიის პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აფრთხილებს არ გაბედოს არჩევნების გაყალბება და მის „ფულის მკეთებელთა“ გუნდს აუცილებლად გაისტუმრებს ოპოზიციაში, ხელისუფლებაში კი მოვა საქმის მკეთებელთა გუნდი:

ჩვენ ერთად დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია – აღმშენებლობის, საქმის კეთებისა და საქმეზე ორიენტირებულობის კამპანია. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ნიჰილიზმს იყო მიცემული ვუთხარით, რომ საქართველოს პერსპექტივა გააჩნია, ჩვენ გვჯერა ამ პერსპექტივის და ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

31 ოქტომბერი, ეს არის გადამწყვეტი დღე და ყველას მინდა მოგიწოდოთ: თქვენი ერთი ხმა საქართველოს ბედს წყვეტს, თქვენი ერთი ხმა არის ის მნიშვნელოვანი ხმა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საქართველოს მომავალი არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, არამედ განსაზღვროთ შემდგომი ათწლეულები. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენ წავალთ წინ თუ წავალთ უკან, დავიწყებთ ახალი განვითარების ეტაპს თუ ჩავიძირებით ღრმა ჭაობში. ახლა თქვენს ხელშია ეს გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს აღმშენებლობის იდეა,” – განაცხადა გიორგ ვაშაძე და განსაკუთრებული მადლობა ისნელებს გადაუხადა, იმ თბილი შეხვედრების, დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამო, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა მის მიმართ გამოხატავენ.

ჩვენ შევძელით, რომ ეს ნდობის ველი გაგვება ერთმანეთში და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ სწორედ აი ეს ნდობის ველი იქნება ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენ ავაშენებთ ახალ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისი ღირსეული ადგილი, თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს ამაყად, როგორც საქართველოს შვილი.

აღმშენებლობა, ეს არის იდეა, რომელსაც ჩვენ დაპირისპირების საპირწონედ გთავაზობთ, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რა გვინდა ქვეყანაში? გვინდა გავაგრძელოთ ეს დაპირისპირება, ურთიერთგაუტანლობა, მუდმივი შუღლი თუ გვინდა, რომ საქმეზე, ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაზე ვიყოთ კონცენტრირებულები. დიახ, ამიტომაც არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას,”- აღნიშნა ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ერთად დგომის საქმეში შალვა ნათელაშვილის მნიშნელოვან როლზეც მიანიშნა.

ამ ერთობით მოვდივართ ჩვენ არჩევნებში. დიახ კოალიციური მმართველობით, დიახ ხალხზე მსახურებაში კონკურენციით მოვდივართ. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, რომ ქვეყანა წინ მიდის, მათ აქვთ პერსპექტივა ამ ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმებული ადმიანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოდის და რაც შეიძლება მეტი პრობლემა იქნება გადაწვეტილი, კერძოდ სამი დიდი კოლაფსური სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს:

1. ეკონომიკური კოლაფსი;

2. კრიმინოგენური კოლაფსი;

3. კორონა კოლაფსი;

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ კოლაფსიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა სამივე მიმართულებით, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და შევზღუდოთ კორონა ვირუსის განვითარება, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, დღეს ხელისუფლებაში მყოფი, უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. დამერწმუნეთ და გულწრფელად გეუბნებით, რომ ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაქვს და გვამოძრავებს, არის შევცვალოთ ის უსამართლო სიტუაცია, რაც ქვეყანაშია, დავამარცხოთ უსამართლობა. უსამართლობაა, როცა ფულის მკეთებლები არიან ხელისუფლებაში, ხალხი კი ღარიბდება, უსამართლობაა, როცა ქვეყანას, რომელსაც ამხელა პოტენციალი აქვს, ვერ აღწევს ვერაფრით წარმატებას. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ სიღარიბეში ცხოვრებას, საქართველო არ იმსახურებს მძიმე ვითარებაში ყოფნას და იმ უსამართლობას არც ერთი საქართველოს მოქალაქე.

სწორედ ამიტომ ერთად დგომით, ერთიანობით 31 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენთან ერთად მინდა აქედან გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი ფულის მკეთებელთა გუნდი, რაც არ უნდა შეეცადოთ იცოდეთ, არ მოგცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას, ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, აუცილებლად გაგისტუმრებთ ოპოზიციაში და ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა საქმის მკეთებელთა გუნდი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად, სწორედ ეს იდეა იყო თავიდანვე, აღმშენებლობა, საქმის კეთება, წინსვლა და პერსპექტივა. დამერწმუნეთ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი 31 ოქტომბერს თქვენს ხელშია და არა ივანიშვილის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შორენა ლობჟანიძე “ავერსის კლინიკას” წინააღმდეგ

მოქალაქე, რომელმაც 2016 წელს კონსულტაციისთვისა და პროცედურისთვის „ავერსის კლინიკას“, რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას მიმართა, დღეს ორი ოპერაცია და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ესაჭიროება.

შორენა ლობჟანიძე გახლავთ პაციენტი, რომელიც 3 წელზე მეტია „ავერსის კლინიკას“ ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობს ის სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში.

  • ქალბატონო შორენა, როგორ დაიწყო თქვენი და „ავერსის კლინიკის“ ურთიერთობა, რა მიზეზით მიმართეთ მათ?

– 2016 წლის 9  სექტემბერს კონსულტაციისთვის მივაკითხე შპს ,,ავერსის კლინიკის“  ყბა-სახის ქირურგს-ლევან ხარატიშვილს და სწორედ აქედან მოყოლებული დაიწყო ყველაფერი. სამწუხაროდ ვენდე როგორც პაციენტი ექიმს, რამაც ფაქტიურად ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა.

  • რა სახით წარიმართა მკურნალობა? რა კონკრეტულ პრობლემას წააწყდით და რის გამო წარმოიშვა ის? რა ხერხით შეეცადნენ კლინიკის თანამშრომლები ამ პრობლემის მოგვარებას?

– ლევან ხარატიშვილის მიერ 1.5 თვიანი ინტერვალებით  ჩატარებული 2 ქირურგიული მანიპულაციის შემდეგ, კიდევ დამატებით ჩამიტარდა 2 ოპერაცია, რადგან გაუსაძლისი ტკივილები მქონდა ზედა ყბაზე და იმპლანტი ჩამოიწია. მეუბნებოდა, რომ ოპერაციის დროს ჭრილობაში ჰაერი იყო შეპარული. ტკივილები მაინც არ ჩერდებოდა. შემდგომ მეუბნებოდა, რომ იმპლანტაციის ანამნეზი ასეთია და შესაძლოა თვეობით გაგრძელებულიყო ტკივილები.

ექიმი ორთოდონტი – ზურაბ ლაფაური რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებდა ყბების და კბილების ანაბეჭდებს. მასთან ვიზიტებისას გაუსაძლისი ტკივილის ფონზე 2-ჯერ დავკარგე გონება. ვერ ვიგებდი რატომ უნდა ყოფილიყო ყბის ძვალში ჩასმული იმპლანტები ესოდენ მტკივნეული. ვეხვეწებოდი ანესთეზიის გაკეთებას, რაზეც კატეგორიულ უარს მიცხადებდა ,,ზუსტი ანაბეჭდების აღებას ხელს უშლის“-ო. ის შეპირებულ ვადებშიც ვერ ჩაეტია. ბოდიშს მიხდიდა და მატყუებდა, რომ ისრაელის ლაბორატორიიდან ჩემი მასალა ჯერ არ მიუწოდებიათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩასმული იმპლანტები იმდენად არასწორად არის, რომ რკალს არ ქმნიან, ამიტომ უჭირდა კბილების გაკეთება.

2018 წლის 9 იანვარს, დამიბარეს კბილების ჩასასმელად. მოსაზომებლად პირის ღრუში კბილების ხიდების ჩასმის დროს ღრძილებზე ვიგრძენი მოცულობითი მასა და ვერ მივხვდი რა იყო. მოვითხოვე სარკე, რომელში ჩახედვის შემდეგ მივიღე აბსოლუტური შოკი. პირში ჩადგმული მქონდა ჩემს სახესთან შეუსაბამო დიდი ზომის, არასტანდარტული კბილები, რომლებიც ჩასმული იყო განსხვავებული შეფერილობის ხელოვნურ ღრძილებში. ზურა ლაფაურთან მომივიდა კამათი, რადგან ხელოვნურ ღრძილებზე არცერთ ექიმთან, მკურნალობის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საუბარი მათი მხრიდან, არც ოპერაციებამდე და არც მათ შემდეგ. ზურა ლაფაურს გაუკვირდა, რომ მე მადლიერების ნაცვლად უკმაყოფილებას გამოვხატავდი. „თითოეული კბილის გარშემო ხელოვნური ღრძილის დამზადება ჩვენთან 50 ლარი ღირს, საჩუქრად გაგიკეთეთ, ეს რა უმადურობაა, მადლობის მაგიერი ხართ“-ო, რამაც აღმაშფოთა და უზომოდ გამაკვირვა, რადგან გამორიცხული იყო შპს ,,ავერსის კლინიკას“ ჩემთვის 28 კბილის ერთეულზე გაკეთებული ხელოვნური ღრძილების თანხა (28ც. X 50ლ.) 1400 ლარი ეჩუქებინა. ვკითხე, რომ როდესაც ასე თვითნებობდნენ, რა გარანტია ჰქონდათ, რომ  საჩუქარს მე მივიღებდი? ჩემმა ზედმეტად ფიცხმა რეაქციამ იმდენად დააბნია ზურა ლაფაური, რომ გამწარებულმა მომაძახა ,,მე რას მერჩით, იმპლანტებია არასწორად ჩასმული, რაც შევძელი ის გავაკეთე, რომ როგორმე კბილები გქონოდათ, მეტი რა გავაკეთოო“.

  • საინტერესოა რა პოზიცია ეკავა თავად „ავერსის კლინიკის“ ადმინისტრაციას?

– სწორედ ზურა ლაფაურთან დაუსრულებელი დავის გამო იძულებული გავხდი ტელეფონით დავკავშირებოდი შპს ,,ავერსის კლინიკათა“ ქსელის გენერალურ დირექტორს დიმიტრი ჯორბენაძეს, რომელმაც საკითხში გასარკვევად დამიბარა შეხვედრაზე. ჩემი პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ დიმიტრი ჯორბენაძე და მისი გუნდი დაინტერესებულიყო, თუ რატომ მქონდა გაუსაძლისი ტკივილები, იქვე გადაეღოთ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია, ენახათ იმპლანტების პოზიციები და გარკვეულიყვნენ სიმართლეში,  გადმოვიდნენ თავდასხმასა და შეურაცხყოფაზე.

  • ამის შემდეგ რა გზას მიმართეთ? იყო თუ არა ამ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის სამართლებრივი რეაგირება?

– უკვე ამის შემდგომ დავიწყე დამატებითი გამოკვლევების კეთება და მასალების სხვადასხვა ექიმებისთვის ჩვენება საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ. პასუხი იყო ერთნაირი. ორივე ყბაში ჩასმული 20 იმპლანტიდან, მხოლოდ ერთი იყო სწორად.

დაზიანებული მაქვს ორივე ყბის ძვალი, იმპლანტები მოთავსებულია არა ყბის ძვლებში, არამედ ყბის ძვლებსა და ღრძილებს შორის, იკვეთება პოროზული უბნები. რამდენიმე იმპლანტი მოთავსებულია ჰაიმორის წიაღებში და სხვა. განმეორებითი გამოკვლევებისა და ექსპერტიზის გავლის შემდეგ მომენიჭა უვადო მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა).

აქვე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ავერსი”-ს ერთ-ერთი ტყუილი იყო იმპლანტების მწარმოებელი ქვეყანა, რომლის მიხედვითაც ხდება პაციენტის მიერ არჩევა. რადგან ქვეყნის და წარმოების მიხედვით იმპლანტებს თავისი მახასიათებლები აქვს. მე მომატყუეს იმპლანტების წარმომავლობა და მანამ მეგონა, რომ ჩასმული მქონდა ისრაელის იმპლანტები, სანამ სასამართლოსთვის იმპლანტების პასპორტების გამოთხოვა არ დამჭირდა. თურმე თითოეულ იმპლანტს თავის პასპორტი ჰქონია. სწორედ ასე დადგინდა, რომ იმპლანტები წარმოებული იყო ბუდაპეშტში და არა ისრაელში, რაშიც მე შეთანხმებული ვიყავი და თანხა გადავიხადე.

სარჩელით მივმართე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, გენერალურ პროკურატურას, ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს. დღემდე ვითხოვ მათგან, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა უკვე წლებია უშედეგოდ.

მესაჭიროება ორი ოპერაცია და შემდგომი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურისგან დღემდე არ ვარ ცნობილი დაზარალებულად.

ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ორჯერ განაცხადა უარი ჩემ ექსპერტიზაზე სპეციალისტების არ ყოლის გამო. არ იჩენენ კეთილ ნებას და მსოფლიო საექსპერტო ბიუროდან არ ითხოვენ დახმარებას, არ იწვევენ სპეციალისტს, რადგან თურმე ასეთ ქმედებებს მხოლოდ მაღალჩინოსნების გამო ახორციელებენ.

სტომატოლოგთა ასოციაციამ მეორეჯერ განაცხადა უარი სპეციალისტის გამოყოფაზე, რადგან მათ მიერ პირველად გამოყოფილი კადრი წარმოადგენდა მხარეს, ფიგურირებდა სარჩელში და იძულებული ვიყავი ამეცილებინა.

ასევე იძულებული გამხადეს ამეცილებინა საქალაქო სასამართლოში დანიშნული პირველი მოსამართლე, რადგან ისიც წარმოადგენდა მხარეს. მეორე მოსამართლემ თავად აიცილა საქმე, ხოლო მესამე მოსამართლეს დღემდე არც კი გახსენებია, რომ პროცესი დროულად უნდა დანიშნოს იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ჯანმრთელობას ეხება და ყოველი გადაცილებული დღე შეუქცევად კვალს მიტოვებს.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ შემიჩერა უვადო შშმ სტატუსი და მაიძულებენ ხელმეორედ გავიდე კომისიაზე. პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი. კომისიაზე გასასვლელად გამომიგზავნეს მხოლოდ იმ კლინიკების ნუსხა, რომელიც ,,ავერსის“ საკუთრებაშია და იქ ყბა-სახის ქირურგებად საქმესთან შემხებლობაში მყოფი, დაინტერესებული მხარეები მუშაობენ ანუ ის პიროვნებები, რომელთა გვარ-სახელებიც საქმეში ფიგურირებს.

  • რა არის იმის მიზეზი, რომ სიმართლე ჯერ-ჯერობით ვერ დამტკიცდა?

– გაუმართავი ინსტიტუციები  და მონოპოლისტის წინააღმდეგ წასვლის შიში. დაუცველი ექიმები და მათი უფლებები. იცით, არ არსებობს კანონი, რომელიც ბრმა შერჩევის წესით არჩეულ ექიმს დაავალდებულებს ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღებას. ეს ნებაყოფლობითია. ჩემ გამო „ავერსის“ წინააღმდეგ წასვლა კი არავის სურს, ცამდე მართალიც რომ ვიყო.

უკვლებლივ ყველა ის ექიმი ვისთანაც ვიყავი გამოკვლევებზე და კონსულტაციებზე, პირად საუბრებში მიდასტურებენ რაც დამმართა „ავერსის კლინიკამ“, არის ვიშვიში და თანაგრძნობა, თუმცა ყველაფერი ქრება, როგორც კი ამ ყველაფრის დაწერას ვთხოვ. სიმართლის დაწერაზე ვსაუბრობ. არა შელამაზებულ ან ჩემ სასარგებლოდ დაწერილზე, არამედ სიმართლეზე. გამოკვლევების ჩატარების დროს კლინიკა ,,ახალ სიცოცხლეში“ ტყუილის თქმაც კი დამჭირდა, რომ როგორმე ჩემთვის რადიოლოგს დასკვნა დაეწერა. მოვიტყუე, რომ თავის ტკივილები მაწუხებდა. პასუხებს, რომ მაძლევდა, მომილოცა სიმსივნური კერები არ გაქვთ, გილოცავთო. გულწრფელად შემრცხვა, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან მანამდე ყველა რადიოლოგმა მხოლოდ კვლევების დისკი გადმომცა დასკვნის გარეშე, ჩვენ დასკვნებს არ ვწერთო. ის კი არა, როდესაც სასამართლოსთვის საბუთებს და მტკიცებულებებს ვაგროვებდი, კლინიკებიდან გადახდის ქვითრები მოვითხოვე არ მაძლევდნენ მონაცემთა ბაზა წაგვეშალაო. როდესაც არ შევეშვი, შვილები მაფიცეს, რომ ,,ავერსი“ მათ არაფერს დაუშავებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს ჩემ მიერ გადახდილ თანხებზე ამონაწერი.

  • როგორია დღეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– დღეის მდგომარეობით სახე მაქვს აბსოლიტურად დამახინჯებული, მაქვს მუდმივი ტკივილები, რომელიც გადადის ყურზე და თვალზე. გამომივარდა ქვედა ყბა. პერიოდულად მაქვს სიცხეები, ცხვირიდან ლიმფის და სისხლის დენა, ცხვირის ორივე ნიჟარა დეფორმირებულია, დაზიანებულია ჰაიმორიტის ღრუ, მაქვს გამონადენი ყელში, ვერ ვიკვებები როგორც ნორმალური ადამიანი და კვების დარღვევის გამო დამიავადდა საჭმლის მომნელებელი სისტემა. ვარ სისტემატიურად გამაყუჩებლებზე და კუჭის წამლებზე.

შპს ,,ავერსმა“ კვაზიმოდოდ მაქცია.

სააგანტო “პარალელი” მზადაა სურვილის შემთხვევაში ანალოგიური ინტერვიუ თუ კომენტარები ჩამოართვას პუბლიკაციაში ხსენებულ, “ავერსი კლინიკას” წარმომადგენლებს. სააგენტო მომავალშიც დაუბრუნდება ამ საკითხს და შეეცდება მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ყველა მხარისგან.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

მხდალი ადამიანი საკუთარ წაგებას ვერ აღიარებს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების’’ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე “იფსოსის’’ კვლევის შედეგებს ეხმიანება და პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა გვარამიას მიერ ხსენებულ სამ ოლქში, მმართველი პარტიის ერთი კანდიდატი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა:

‘‘გუშინ დაიდო ე.წ. ‘‘იფსოსის’’ მონაცემები, რომლის მიხედვითაც მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი იგებენ არჩევნებს, თანაც პირველ ტურში. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, ჩვენი სამი კანდიდატიდან, (კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი) თუ რომელიმე მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. რაც შეეხება იმ საპირისპირო შემთხვევას, თუ აღმოჩნდება, რომ სამივე მათგანი მოიგებს, შევთანხმდეთ, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. ბუნებრივია, ის ამაზე ვერ წამოვა გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მხდალი ადამიანი და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას, გადაეცით ეს თქვენ ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს’’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ანა რობაქიძე