სამშაბათი, მაისი 7, 2024

“აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის დაკლებული” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ისაუბრა პანდემიის გლობალურად გაზრდილ მაჩვენებელზე:

გლობალურად სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა და მთელ მსოფლიოში ანტირეკორდული მაჩვენებელი გვაქვს,  546 000 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დაახლოებით ნახევარი ევროპის ქვეყნებს მოიცავს, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 73% მსოფლიოში რაც შეგვიძლია პოზიტივად მივიჩნიოთ.

აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის დაკლებული 2,6%-მდე, რაც ნიშნავს, რომ მსუბუქი შემთხვევები ჭარბობს, 1%-ია კრიტიკული ავადმყოფების რიცხვი. ბოლო 24 საათში  დადასტურებული შემთხვევებიდან სიმპტომიანია 72%.

გუშინ ღამით ქვეყანაში შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 000 დოზა, განრიგით 1 ნოემბერს უნდა შემოვიდეს კიდევ  110 000.

გუშინ შემოტანილი ვაქცინა დღეს უკვე დარიგებულია და თითქმის ყველგან არის გადატანილი, თბილისში, დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთის რაიონებში.

წინა ეტაპზე შემოტანილი 25 000 დოზიდან, ჩვენ 13 000 გამოვიყენეთ რისკ-ჯგუფებისთვის, რომლებიც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი იყო, მაგალითად: ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ან C ჰეპატიტით დაავადებულები.

დღეიდან ყველა რისკ-ჯგუფის წარმომადგენელზე გამოყენებული იქნება არსებული ვაქცინის დოზა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული