შაბათი, ივლისი 26, 2025
32.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1649

“ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩავშალოთ!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და გამოცხადებულ პირველად შედეგებს ეხმიანება. ჟურნალისტი პრინციპულად მოითხოვს ოპოზიციური სპექტრისგან არჩევნების ბოიკოტს და მანდატებზე უარის თქმას, ხოლო ვინც შევა პარლამენტში, მათ მხილებით ემუქრება:

გეგმა მარტივია:
ბოიკოტი გაყალბებულ არჩევნებს!
არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში!
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩავშალოთ!
ვინც ქოცებს კოალიციას შეუკრავს იქნება ქვეყნის მოღალატე!
ამ ზამთარს ვერ გაატანენ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

რამდენიმე საათით ადრე კი, ასევე, ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ელისო კილაძე მიმართავს ახალი პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატობის კანდიდატებს:

ოქმების გადაწერა 90-იანი წლების მერე არ მახსოვს!
თუ ვინმეს ღირსების ნატამალი შერჩა, ამ გამყალბებელ ოცნებას პარლამენტში გვერდით არ უნდა დაუჯდეს!
ახლა გამოჩნდება ოპოზიცია რას იზამს – იბრძოლებს, თუ გარიგდება!
ბრძოლაში თქვენს გვერდით ვარ, გარიგებულებს გამხელთ!” – აცხადებს ელისო კილაძე.

ქართული კულტურის საღამო ტალინში

საქართველოს “ახალგაზრდა ელჩის” ვახტანგი კაჩუხაშვილის ორგანიზებით, ტალინის ახლგაზრდულ ცენტრში ქართული კულტურის საღამო მოეწყო. ღონისძიებას საქართველოთი დაინტერესებული ადგილობრივი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. კულტურის საღამო შემეცნებით, ინტერაქტიულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ქართულ კულტურას, ენას, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ტრადიციულ სამზარეულოს გაცნობოდნენ.
მეორე ნაწილი კი ქართული ენის სახელოსნო/მასტერკლასს დაეთმო, რომელში ჩართულ ახალგაზრდებსაც საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ საბაზისო ფრაზები ქართულ ენაზე და ეცადათ სხვადასხვა სიტყვა ქართულად დაეწერათ.

საღამოს ერთ-ერთი მონაწილისა და პრეზენტატორის, ანანო იაშვილის შეფასებით, ღონისძიება ძალიან პროდუქტიული გამოვიდა და აუდიტორიაც საკმაოდ ინტერაქტიული იყო.
მიუხედავად კოვიდპანდემისა ღონისძიებაზე ბევრი ახალგაზრდა დაგვესწრო. მათ საქართველოს კულტურისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს, მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა პირად დისკუსიაში გამიმხილა, რომ შემდეგი მოგზაურობისთვის, საქართველო მათი დანიშნულების ქვეყანა გახდა.

ღონისძიების დროს მონაწილეებს გავაცანით საინტერესო და არც ისე ცნობილი ფაქტები საქართველოს შესახებ, წარვუდგინეთ ქართული ცეკვები, ქართული სამზარეულო, ქართული ენა და კულტურა, ასევე მივეცით რჩევები, თუ რა უნდა მოინახულონ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ყველაზე ინტერაქტიული ნაწილი კაჰუტის ქუიზი და ენის გაკვეთილები იყო.
ასეთი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს მიღმა,“ – განაცხადა ანანო იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ესტონეთის რესპუბლიკაში ვახტანგი კაჩუხაშვილის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვიურად ტარდება.
„ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება – საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოებაა.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში

ტალინში გახსნილ 21-ე საარჩევნო უბანზე 126 ამომრჩეველი მივიდა

ესტონეთის საელჩოში გახსნილი უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგი კაჩუხაშვილის თქმით, ყველა პროცედურამ კანონის დაცვით, გამჭირვალედ ჩაირა და ამომრჩევლის აქტივობა გასულ წლებთან შედარებით მაღალი იყო. საარჩევნო უბანზე დაითვალეს არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების რაოდენობა და შედეგების შესაბამისად საკონსულო აღრიცხავაზე მყოფი 213 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 126 – გამოცხადდა.

ჩვენ გავესაუბრეთ ერთ-ერთ ემიგრანტს, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი.
იმედი მაქვს ყველა მოვა არჩევნებზე და ეს დღე ბევრ რამეს შეცვლის. უკვე მეორედ ვიღებ აქ, უცხოეთში, არჩევნებში მონაწილეობას და მინდა აღვნიშნო,რომ ყველაფერი ნორმალურად, წესების დაცვით ტარდება,“ – განცხადა გიორგი ჯავახიძემ.

P.S. წინასწარი მონაცემებით:
ᲒირᲩი 46; ნაციონალური მოᲫრაობა – 32; ქართული ოცნება – 16; სტრატეგია აღმაშენებელი – 2.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
კორესპონდენტი ესტონეთში

“ყველგან სადაც მნიშვნელოვანი დარღვევები იყო ჩვენ ვრეაგირებთ, გაიგზავნება ცესკოში და ექნება შესაბამისი რეაგირება” – სერგო ჩიხლაძე

დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა, ტარდება საპარლამენტო არჩევნები. მოსახლეობა, პარტიის წარმომადგენლები, მედია საშუალებებთან ერთად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბი, რომელიც შექმნილია საარჩევნო პროცესების დასაკვირვებლად და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მტკიცებულებების გამოსაქვეყნებლად მათ ოფიციალურ გვერდზე 31.ge. ამ საიტის და მედიის საშუალებით გამოაშკარავდა არაერთი დარღვევა საარჩევნო უბნებზე და მათ შორის იყო ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც.

ამ თემასთან დაკავშირებით და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე სააგენტო „პარალელთან“ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძე.

ამ ეტაპისთვის არჩევნებზე ფიქსირდება მაღალი აქტივობა, მთავარია, რომ მომდევნო საათებშიც შენარჩუნდეს მოქალაქეების ჩართულობა. თუმცა, საარჩევნო უბნებზე დილიდან იყო დიდი რიგები, რაც გამოწვეული იყო არა დისტანციის დაცვით, არამედ პროცესის მართვით და ეს მიანიშნებს, იმაზე რომ საარჩევნო კომისიის წევრები არ იყვნენ სათანადოდ გადამზადებულები.

რაც შეეხება დარღვევებს, გვაქვს მოსყიდვის, ძალადობის ფაქტები, რომელსაც ესწრებიან პოლიციელები და არ  რეაგირებენ განვითარებულ მოვლენებზე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ქართველი ერი გააკეთებს სწორ არჩევანს და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში.

ჩვენი მოლოდინი არის ეს და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ჩვენ, მთელი საქართველოს მასშტაბით ვხვდებოდით მოსახლეობას, სადაც იგრძნობოდა განწყობა იმის, რომ ხალხს უნდა ცვლილებები, სიახლე, განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა. შესაბამისად, ის 8 წელი, უკუსვლა და ჭაობი დასრულდა. რაც, ბუნებრივია უნდა შეიცვალოს სწრაფი განვითარებით და აღმშენებლობით. ჩვენ და მე პირადად ძალიან მახარებს, რომ მზარდია ჩვენი პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდაჭერა.

ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან დარღვევებს. გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებელს“  შემუშავებული აქვს ვებ პლატფორმა, სადაც ყოველ საათში პირდაპირ იტვირთება მრავალი, ათეულობით ოქმი, დარღვევის აღმნიშვნელი მასალები ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების სახით.

რამდენად იმოქმედებს ეს დარღვევები არჩევნების ლეგიტიმურობაზე, ამას ვნახავთ დღის ბოლოს, არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლებელია ზოგიერთ უბანზე დაინიშნოს მეორე ტური. ყველგან, სადაც, მნიშვნელოვანი დარღვევები იყო, ჩვენ ვრეაგირებთ და ეს გაიგზავნება ცესკოში და ექნება შესაბამისი რეაგირება,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ავტორი
ნინი შავლაძე

საარჩევნო სიებში ფიქსირდებიან გარდაცვლილები და საარჩევნო უბნებთან გამოვლინდა ფულის გადაცემის ფაქტები “ქართული ოცნების” მხრიდან – გიორგი ვაშაძე

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთაწმინდის 23-ე საარჩევნო უბანზე გარდაცვლილები არიან ამომრჩეველთა სიაში და ასევე საარჩევნო უბნებთან ფულის გადაცემის მასიური ფაქტების შესახებ ისაუბრა, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ხდება. ვაშაძის თქმით ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტების მიმართ, რომლებიც კანონის სრული დაცვით და საკამოდ დიდი დისტანციით დგანა ქუჩაში მოქალაქეებს და პირბადეებს ურიგებენ მათ მიმართ აგრესიულ ქმედებები გამოვლინდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ როგორი ტიპის აგიტაციაც არის აკრძალული, სწორედ ასეთს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეწევიან და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს:

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც უკვე იყო არჩევნებზე მივიდა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველომ დაიწყოს ახალი განვითარების და აღმშენებლობის ეტაპი და დავამარცხოთ ის უამრავი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია.

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან აგრესიულ ქმედებას ჩვენს მოხალისეებზე, რომლებიც კანონის სრული დაცვით და საკამოდ დიდი დისტანციით დგანა ქუჩაში მოქალაქეებს და პირბადეებს ურიგებენ, ასევე ისინი ადამიანებს მოუწოდებენ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ეს არის კანონის სრულად შესაბამისი და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, იმიტომ რომ თქვენი არავის არ ეშინია, მითუმეტეს პოლიციელებს მოვუწოდებ, რომლებმაც თავადაც უნდა გამოხატონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მემგონი თქვენც მოგბეზრდათ ეს პოლიტიკური დავალებების შესრულება. აუცილებელია, რომ დავიცვათ კანონი და ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც ზუსტად არის განმარტებული თუ როგორი ტიპის აგიტაცია არის აკრძალული საარჩევნო დღეს და აი როგორი ტიპის აგიტაციაც არის აკრძალული ასეთს ნამდვილად ეწევა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათაც მოვუწოდებ, რომ სრულად დაიცავით კანონი.

მთაწმინდის 23-ე უბანზე გარდაცვლილები არიან სიაში, რომლებიც ადრე სიაში არ იყვნენ. ასე ვთქვათ სიაში მოხვდნენ, ბატონი ზვიად გელოვანი, რომელიც გარდაცვლილია და ნოდარ გელოვანი ასევე 2004 წელს გარდაცვლილია. ეს ადამიანები საარჩევნო სიაში ფიქსირდებიან, ამ კუთხით მოვუწოდებ ჩვენს დამკვირვებლებს და ყველას, რომ მიაქციეთ ყურადღება, რადგან არ მოხდეს გარდაცვლილთა მონაცემების გამოყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქვე მინდა ვთქვა ფულის გადაცემის მასიური ფაქტების შესახებ, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ხდება და ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ვიდეო გვაქვს, რომელიც ასახავს აჭარაში ფულის გადაცემის ფაქტს თუ როგორ გადასცემენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, ალბათ, გარკვეული პირობების სანაცვლოდ ფულს, სამწუხაროა, რომ ისევ და ისევ „ქართული ოცნება“ მიმართავს პირდაპირ მოსყიდვას ამ არჩევნებზე, ყველაფერ ამასთან გასამკლავებლად მე მოვუწოდებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, იცოდეთ, რომ როდესაც მიდიხართ საარჩევნო უბანთან, როცა შეხვალთ ხმის მისაცემად ვერავინ ვერ გააკონტროლებს თქვენს ხმას, ძალიან გთხოვთ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ ბიულეტენს და მივიღოთ არჩევანი წრფელი გულით, ამ ზეწოლებმა და წნეხმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას წაიკითხეთ კანონი, ნუ გასცემთ უკანონო დავალებებს და ნუ ხართ ამომრჩევლის, ასე ვთქვათ ჩვენი მხარდამჭერების დაშინებაზე გადასული. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიყოთ აქ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“ყველას გთხოვთ მოდით და მონაწილეობა მიიღეთ არჩევნებში, იმიტომ რომ დღეს საქართველოს მომავლის გასაღები თქვენს ხელშია” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არჩევნებზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ეს არჩევნები საქართველოს შემობრუნების და განვითარების წერტილი უნდა იყოს და ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, დღეს საქართველოს მომავლის გასაღები თითოეული მოქალაქის ხელშია და სწორედ ისინი განსაზღვრავენ საქართველოს მომავალ ათწლეულებს:

ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან, შვილებთან ერთად მოვედი და ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას.

ჩემი ხმა რაღა თქმა უნდა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ეს არჩევნები საქართველოს შემობრუნების და განვითარების წერტილი უნდა იყოს, ოპოზიციამ ამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს.

ყველას გთხოვთ მოდით და მონაწილეობა მიიღეთ არჩევნებში, იმიტომ რომ დღეს საქართველოს მომავლის გასაღები თქვენს ხელშია. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დღე, ეს დღე განსაზღვრავს შემდეგ ათწლეულებს, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალაქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი და აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“  27 ნომერი ვართ“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

ცესკო მოსახლეობის ინფორმირებას ახდენს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია, საზოგადოების ინფორმირებისთვის, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

✔️გახსოვდეთ, პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა!
კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება!
🔸 საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა
🔸კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით
🔸ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის
🔸რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე
🔸გაიარეთ მარკირების პროცედურა
🔸გააკეთეთ ხელმოწერა ამომრჩეველთა სიაში
რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით
🔸 ამავე კალმისტრით ისარგებლეთ საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას
🔸მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენები
🔸ფარული კენჭისყრის კაბინაში გააკეთეთ არჩევანი და გადაკეცეთ ბიულეტენები ისე, რომ არ ჩანდეს ვის მიეცით ხმა
✔️გახსოვდეთ, ხმის მიცემა ფარულია
🔸კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კონვერტში თავად მოათავსეთ ბიულეტენები
🔸კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში
🔸კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში
კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი სადეზინფექციო სითხით

“ქართულ ოცნებას” ყველაფერზე მეტად ჩემი ეგზიტპოლის ეშინია – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საერთო ჩათიდან მიმოწერის ფოტოსურათს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ  წერილი, რომელშიც „ipsos“-ის კვლევაზეა საუბარი, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტულ დასკვნებს აკეთებს გვარამია:

ქვემოთ იხილეთ ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსი ოცნების საერთო ჩატიდან. მოკლედ,

🛑 ქართული ოცნება არჩევნებში ოპოზიციის ნაცვლად მთავარ არხს ებრძვის

🛑 ოპოზიციის “სასახელოდ” უნდა ითქვას, რომ ამ ბრძოლაში მონსტრის წინააღმდეგ მე და ჩემი ტელევიზია მარტო ვართ, მხარდაჭერის იშვიათი გამონაკლისების გარდა

🛑”ქართულ ოცნებას” ყველაფერზე მეტად ჩემი ეგზიტპოლის ეშინია (განსაკუთრებით იმ აუხსნელი ფსიქიკის ხალხის საყურადღებოდ, ვისაც პირველი ოთხიანის ფობია ჭირს, რაც, ჩემი აზრით, უტყუარი ფსიქიური დისფუნქციის ნიშანია)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ „ipsos-მა“ კვლევა „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 2000 რესპოდენტი გამოიკითხა. აღნიშნულმა კვლევამ კი გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და ნიკა გვარამიას შორის.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის დაკლებული” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ისაუბრა პანდემიის გლობალურად გაზრდილ მაჩვენებელზე:

გლობალურად სიტუაცია ძალიან არასახარბიელოა და მთელ მსოფლიოში ანტირეკორდული მაჩვენებელი გვაქვს,  546 000 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დაახლოებით ნახევარი ევროპის ქვეყნებს მოიცავს, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 73% მსოფლიოში რაც შეგვიძლია პოზიტივად მივიჩნიოთ.

აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის დაკლებული 2,6%-მდე, რაც ნიშნავს, რომ მსუბუქი შემთხვევები ჭარბობს, 1%-ია კრიტიკული ავადმყოფების რიცხვი. ბოლო 24 საათში  დადასტურებული შემთხვევებიდან სიმპტომიანია 72%.

გუშინ ღამით ქვეყანაში შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 77 000 დოზა, განრიგით 1 ნოემბერს უნდა შემოვიდეს კიდევ  110 000.

გუშინ შემოტანილი ვაქცინა დღეს უკვე დარიგებულია და თითქმის ყველგან არის გადატანილი, თბილისში, დასავლეთ საქართველოში, ასევე აღმოსავლეთის რაიონებში.

წინა ეტაპზე შემოტანილი 25 000 დოზიდან, ჩვენ 13 000 გამოვიყენეთ რისკ-ჯგუფებისთვის, რომლებიც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი იყო, მაგალითად: ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ან C ჰეპატიტით დაავადებულები.

დღეიდან ყველა რისკ-ჯგუფის წარმომადგენელზე გამოყენებული იქნება არსებული ვაქცინის დოზა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“საარჩევნო ბლოკი – 27 “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს ვუჭერთ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას” – მანანა ჯებაშვილი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ჯებაშვილი საარჩევნო ბლოკის სახელით მხარს უჭერს აღნიშნულ რეზოლუციას:

საარჩევნო ბლოკი 27 “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს ვუჭერთ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას.

სწორედ ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ჩვენ შევიმუშავეთ ამ დარგის განვითარების კონცეფცია და გამოვყავით პრიორიტეტები. ჯანდაცვის რამდენიმე მიმართულებით კი დავწერეთ მოქმედების გეგმაც. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ წარმოდგენილი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში გაწერილი წინადადებები ჩვენთვის სრულიად მისაღებია, ხოლო წინადადებების ნაწილი მთლიანად ემთხვევა ჩვენი ჯანდაცვის განვითარების კონცეფციას.

ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობას არა, მხოლოდ ამ რეზოლუციის ფარგლებში, არამედ უფრო ფართომასშტაბიანი ფორმატით, ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების და მედიცინის განვითარების მიზნით“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

იხილეთ: სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციას