ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
32.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1637

“თუ არჩევნების შედეგებს ვერ აპროტესტებ პანდემიის მიზეზით – მითუმეტეს ვადამდელია ჩასატარებელი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, შეფასებას აძლევს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს და მკვეთრად ნეგატიურ შეფასებებს აძლევს მას:

ანდემიასთან გამკლავება ქოცურად:

ჩაგვკეტეს მარტში, როდესაც ასამდე ინფიცირებულიც კი არ გვყავდა. დედა უტირეს ქვეყნის ეკონომიკას. შეარყიეს ადამიანების ფსიქიკა.

როდესაც ჩაგვკეტეს, დრო უნდა გამოეყენებინათ გახსნითვის მომზადებაში – მოემზადებინათ ექიმები, საველე ჰოსპიტლები.

არაფერი, საერთოდ არაფერი არ გააკეთეს.

ახლა თავიდან გვკეტავენ იმ მიზეზით, რომ საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის. (ცალკე საკითხია ადამიანების დაგეშვა, რომ ყველაფერი 10 მდე მოასწრონ, ამ პრობლემის გადაჭრას როგორ ეხმარება).

და კიდევ:

თუ არჩევნების შედეგებს ვერ აპროტესტებ პანდემიის მიზეზით – მითუმეტეს ვადამდელია ჩასატარებელი.

არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე – არჩევნები პროცესია, რომელიც არჩევნებამდე თვეებით ადრე იწყება და არჩევნების დღეს არ სრულდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს 7 ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება – საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ვიცე პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება. ამ წერტილოვანი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საკორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო:

„ვხედავთ, რომ წინა კვირებთან განსხვავებით ძალიან სწრაფია ვირუსის გავრცელების დინამიკა და თუ ამ კვირის დასაწყისში ჩვენ გვქონდა 1900-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა, დღეის მდგომარეობით უკვე აღემატება 2800 შემთხვევას. შესაბამისად, ჩვენ მიერ, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების თაობაზე, კერძოდ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება, ეს შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზეც.

ეს შეზღუდვა არ გავრცელდება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის, მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვისა და რა თქმა უნდა მიტანის სერვისისს უზრუნველსაყოფად.

ამავე ქალაქებში ორშაბათიდან იქნება შეჩერებული როგორც კერძო ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და იგივე ქალაქებში, მუნიციპალიტეტებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ, იმისთვის რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს მგზავრთა რაოდენობა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ  ვსაუბრობთ მხოლოდ ტრანსპორტით გადაადგილებისას ადამიანების ნაკლებ რაოდენობაზე“,განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“ქართული ოცნება” ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… – სალომე სამადაშვილი

გავრცელებული ფარული ჩანაწერების თაობაზე, სოციალური ქსელის მეშვეობით, განცხადებას ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი:

ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ – ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვამთ მეგობართან ერთად, რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. “ქართული ოცნება” ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს…

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია.

ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია – მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე სამადაშვილი.

პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია მოქმედი პრეზიდენტის 9 თვის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც შედარებულია წინა პრეზიდენტების – მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის მიერ ანალოგიურ პერიოდში გაწეულ ხარჯებთან:

გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები.

საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები:

  • მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი) – 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი 1.6) – 1,599,249 $
  • გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) –
    1,991,954 ₾ (კურსი 2.1) – 948,549 $
  • სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) –
    1,335,569 ₾ (კურსი 2.6) – 513,680$

აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.
საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის! პანდემიის ფართოდ გავრცელების დროიდან, მე-9 თვის ჩათვლით დაიხარჯა 21,000 ლარი. რეგიონებში მივლინებების დროს ბევრი სხვადასხვა ხარჯი ასევე ანაზღაურებულ იქნა პრეზიდენტის პირადი სახსრებით“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორი
ანა რობაქიძე

“მოპარული არჩევნები დააბრუნეთ, ფარჩაკებო!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებაზე, “ქართული ოცნების” ნაადრევად დასრულებულ ზეიმსა და საარჩევნო არევ-დარევაზე საუბრობს:

არჩევნების ღამეს კეთილები მოუკითხა ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძეს და ირაკლი კობახიძეს, “გამარჯვების” ზეიმიც იმიტომ დასრულდა ათ წუთში.

ისეთი არიეს, აღარ ლაგდება! არადა, 56% ვიგებთო არწმუნებდნენ!!!

მოპარული არჩევნები დააბრუნეთ, ფარჩაკებო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ჩვენ შევდივართ ეპიდემიური სიტუაციის გარკვეულ ზღვარზე, რომელიც სამართავია – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ყურადღება გაამახვილა სტომატოლოგებისა და პენსიონრების ჩართულობაზე კორონავირუსთან ბრძოლაში, რადგანაც საჭიროა ადამიანური რესურსი კოვიდინფიცირებულთა ადამიანების მოსავლელად:

‘‘სამწუხაროდ, ისევ და ისევ, ერთ დონეზე რჩება ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი და ეს ძალიან კრიტიკულია – 183 შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში, რაც ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ფრონტის წინა ხაზე არიან, ეს ადამიანური რესურსი კი საჭიროა კოვიდინფიცირებულთა ადამიანების მოსავლელად.

ჩვენს კოლეგებს, ვინც დღეს დასაქმებულები არ არიან ან პენსიაზე არიან, მათ შეიძლება მოეძებნოთ საქმე. გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციებსა და ჰოსპიტალებში, მაგრამ ისინი კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებში შეიძლება დასაქმდნენ.

საჭიროა ასევე სტომატოლოგების მობილიზება, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში და აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ შესაბამისი საგნები სამედიცინო ინსტიტუტში, რის შედეგადაც კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ.

მე-5, მე-6 კურსის სტუდენტები, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები გავლილი აქვთ, თავისუფლად შეიძლება ექიმის, ექთნის ასისტენტებად იმუშავონ ამ პერიოდში, რადგან ამ ტიპის მოძრაობა ქვეყანაში საჭიროა, იმიტომ რომ ჩვენ შევდივართ ეპიდემიური სიტუაციის გარკვეულ ზღვარზე, რომელიც სამართავია’’, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ანა რობაქიძე

მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ნუ აწერენ ხელს, უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით გამოწვეული ოპოზიციის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და მათი მოთხოვნა შესრულებამდე ძალაში დარჩება. ოპოზიციონერი ლიდერი მხარდამჭერებს, პროტესტის გამოხატვის მიზნით, 8 ნოემბერს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იწვევს, ხოლო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს კი მოუწოდებს თანამდებობები დატოვონ და უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა:

ჩვენი მხრიდან პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება! პირველ რიგში ყველას მინდა მოვუწოდო, თითოეულ მოქალაქეს გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ყველანი შევიკრიბოთ რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის წინ და ერთად გამოვხატოთ პროტესტი მოპარული ხმების გამო.

საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია ფაქტობრივად, სარჩელებს არა თუ არ აკმაყოფილებს, არცერთი სარჩელი არც კი, განუხილავს. ისინი გადაწყვეტილებებს არ გვაძლევენ იმ მიზნით, რომ ვერ მოხერხდეს აღნიშნული სარჩელების დროულად გასაჩივრება სასამართლოში. ჩვენ სამართლებრივ პროცედურებს მაინც მივყვებით, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ჩვენ ამ გაყალბებულ შედეგებს არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით და გავაგრძელებთ პროტესტს.

საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მოვუწოდებ, დაწერონ განცხადება, დატოვონ საკუთარი თანამდებობები და ნუ აწერენ ხელს, უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

“დასაშინებლად გაისროლეს, გასროლა განხორციელდა იარაღიდან მიყოლებით 5-ჯერ” – ბესო გაზდელიანი

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ლი­დე­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი თბი­ლის­ში დღეს რამ­დე­ნი­მე ადგილას საპ­რო­ტეტ­სო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. ისი­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის გავ­ლით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს ცენ­ტრის­კენ გა­ე­მარ­თნენ.

აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, ივანიშვილის რეზიდენციასთან, სა­დაც აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, გას­რო­ლის ხმა იყო. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს აქ­ტი­ვის­ტმა ბე­სიკ გაზ­დე­ლი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, სრო­ლის ხმა დაახლოებით ხუთ­ჯერ, აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად გა­ის­მა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, გას­რო­ლი­ლი მას­რე­ბი ყრია ას­ფალტზე, რომელიც პო­ლი­ცი­ამ ყვი­თე­ლი ლენ­ტით შე­მო­სა­ზღვრა:

იყო ჩვეულებრივი ქოცი ან პოლიციელი, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, როგორც ლოგიკურად შესაძლებელია ივარაუდო, ჩვენი პროტესტანტების დასაშინებლად გაისროლეს, გასროლა განხორციელდა იარაღიდან მიყოლებით 5-ჯერ,  ამ ყვე­ლაფ­რის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს კა­მე­რას, რო­მე­ლიც ყო­ველ ნა­ბიჯზეა­”, – გა­ნა­ცხა­და ბე­სო გაზ­დე­ლი­ან­მა ჟურნალისტებთან.

იხილეთ ინტერნეტ მედია ჰოლდინგ პარალელის პირდაპირი ჩართვა

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

ჩვენ ქვეყანაში 5 ნოემბერს გვაქვს ანტირეკორდული მაჩვენებელი, 2401 ახალი შემთხვევა – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა ამირან გამყრელიძემ და საზოგადოებას კოვიდინფიცირების ახალი ანტირეკორდული მაჩვენებლი გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების მნიშვნელობაზე:

 ‘‘თქვენ ყველა კარგად ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა მთლიანად მსოფლიოში. ახალი შემთხვევების რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში ანტირეკორდული,  571 ათასი იყო და ცოტა მეტი, სულ დაინფიცირებული 48 მილიონიდან 1230000-მდე სამწუხაროდ გარდაცვლილია. ჩვენ ქვეყანაში დილით გვაქვს ანტირეკორდული მაჩვენებელი, 2401 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქედან, ყველაზე ბევრი თბილისში 976, 328 – აჭარაში, 368 – იმერეთში, სამეგრელოში მომატებულია 280, შიდა ქართლში 135, 61 ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში 55, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 35, მცხეთა-მთიანეთში 31, 70 კახეთში, ხოლო გურიაში 62 დაინფიცირებული. სამწუხაროდ, იცით რომ გვაქვს 401 გარდაცვალება, რომელიც ინფიცირებულთან მიმართებაში 0,81 პროცენტია, პლუს 20-ია 24 საათის განმავლობაში. აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 15 332, ანუ ესენი ინფიცირებული პაციენტები არიან საავადმყოფოებში, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ბინებაზე სამკურნალოდ.

მონიტორინგისთვის გუშინ ქვეყანაში ჩატარდა 11808 PCR ტესტი, დაახლოებით 1000-მდე ანტიგენტზე დამყარებული. ასევე გამოვიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც უფრო გაფართოვდება არეალი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებისა, რადგან მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოებს რესპირაციული სიმპტომებით, რომელიც შეიძლება იყოს კოვიდი, ან სხვა ვირუსით გამოწვეული, ამიტომ სწრაფ დიფერენცირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უკვე ჩვენ გვაქვს შესაბამისი მარაგი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლშიც შევიდა ცვლილებები, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების დამტკიცებული, შეიძლება მისი საშუალებით ჩავანაცვლოთ  PCR ტესტიც. პირველ რიგში ტესტები დარიგდება მოშორებულ რეგიონებში, სადაც პისიარ ლაბორატორიები არ გვაქვს, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის მოშორებულ რეგიონებში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ა.შ. სადაც სწრაფი დიაგნოსტიკა გვჭირდება.

ყველა დიდ საავადმყოფოს ექნება სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომ მოხერხდეს დიფერენცირება, ასევე იქნება შეძენილი გრიპის სწრაფი ტესტები დიაგნოსტიკისთვის.

აქვე მნიშვნელოვანია გზავნილი, რომელსაც ხშირად ვაჟღერებთ, ინფიცირებული შეიტყობს თუ არა, რომ ის ინფიცირებულია და დაუყონებლივ გადადის თვითიზოლაციაში, ურეკავს ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომ მათი რეკომენდაციებით მართავს სიტუაციას’’, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ავტორი
ანა რობაქიძე

დამატებითი შეზღუდვა შესაძლოა საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა იყოს – მაია ცქიტიშვილი

საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა თუ რა დამატებითი ღონისძიებების დაწესებაა შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

„ახალი მონაცემებით, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შევდივართ ახალ ფაზაში. დღეს დაფიქსირდა 2400 შემთხვევა. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე.

თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას.

ჩვენთვის აუცილებელია, რომ მოხდეს, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჩვენგანის ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, თანამოქალაქეები და ეკონომიკა. ეს ძალიან მარტივია, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი და აპრობირებული მთელ მსოფლიოში.

მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის პირბადის ტარება არის სავალდებულო, როგორც დახურულ სივრცეში ასევე ღია სივრცეებშიც. ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და საკვები ობიექტი მუშაობს 22 საათამდე. კვლავ იკრძალება ხალხმრავალი სოციალური აქტივობებისა და ღონისძიებების გამართვა.

რა თქმა უნდა საკორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ და შევამციროთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიც არის საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. ასევე, შეიძლება უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში როგორც ტრანსპორტის, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.

ყველა არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე