spot_img
მთავარიCOVID 19ჩვენ ქვეყანაში 5 ნოემბერს გვაქვს ანტირეკორდული მაჩვენებელი, 2401...

ჩვენ ქვეყანაში 5 ნოემბერს გვაქვს ანტირეკორდული მაჩვენებელი, 2401 ახალი შემთხვევა – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა ამირან გამყრელიძემ და საზოგადოებას კოვიდინფიცირების ახალი ანტირეკორდული მაჩვენებლი გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების მნიშვნელობაზე:

 ‘‘თქვენ ყველა კარგად ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა მთლიანად მსოფლიოში. ახალი შემთხვევების რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში ანტირეკორდული,  571 ათასი იყო და ცოტა მეტი, სულ დაინფიცირებული 48 მილიონიდან 1230000-მდე სამწუხაროდ გარდაცვლილია. ჩვენ ქვეყანაში დილით გვაქვს ანტირეკორდული მაჩვენებელი, 2401 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქედან, ყველაზე ბევრი თბილისში 976, 328 – აჭარაში, 368 – იმერეთში, სამეგრელოში მომატებულია 280, შიდა ქართლში 135, 61 ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში 55, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 35, მცხეთა-მთიანეთში 31, 70 კახეთში, ხოლო გურიაში 62 დაინფიცირებული. სამწუხაროდ, იცით რომ გვაქვს 401 გარდაცვალება, რომელიც ინფიცირებულთან მიმართებაში 0,81 პროცენტია, პლუს 20-ია 24 საათის განმავლობაში. აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 15 332, ანუ ესენი ინფიცირებული პაციენტები არიან საავადმყოფოებში, ასევე კოვიდ-სასტუმროებსა და ბინებაზე სამკურნალოდ.

მონიტორინგისთვის გუშინ ქვეყანაში ჩატარდა 11808 PCR ტესტი, დაახლოებით 1000-მდე ანტიგენტზე დამყარებული. ასევე გამოვიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც უფრო გაფართოვდება არეალი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებისა, რადგან მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოებს რესპირაციული სიმპტომებით, რომელიც შეიძლება იყოს კოვიდი, ან სხვა ვირუსით გამოწვეული, ამიტომ სწრაფ დიფერენცირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ უკვე ჩვენ გვაქვს შესაბამისი მარაგი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლშიც შევიდა ცვლილებები, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების დამტკიცებული, შეიძლება მისი საშუალებით ჩავანაცვლოთ  PCR ტესტიც. პირველ რიგში ტესტები დარიგდება მოშორებულ რეგიონებში, სადაც პისიარ ლაბორატორიები არ გვაქვს, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის მოშორებულ რეგიონებში, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ა.შ. სადაც სწრაფი დიაგნოსტიკა გვჭირდება.

ყველა დიდ საავადმყოფოს ექნება სადიაგნოსტიკო საშუალებები, რომ მოხერხდეს დიფერენცირება, ასევე იქნება შეძენილი გრიპის სწრაფი ტესტები დიაგნოსტიკისთვის.

აქვე მნიშვნელოვანია გზავნილი, რომელსაც ხშირად ვაჟღერებთ, ინფიცირებული შეიტყობს თუ არა, რომ ის ინფიცირებულია და დაუყონებლივ გადადის თვითიზოლაციაში, ურეკავს ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომ მათი რეკომენდაციებით მართავს სიტუაციას’’, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ავტორი
ანა რობაქიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...