ორშაბათი, ივლისი 21, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1633

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში შესაბამისი განცხადება გაავრცელა:

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.

მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.

გამორჩეული მადლობა გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.

იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“ – წერს ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

“ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალური ქსელით ეხმიანება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმას და მძევლების აყვანას. იგი საზოგადოების ნაწილისგან მხარდაჭერილ მძარცველს ვიგინდარად მოიხსენიებს და ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაული მიმბაძველობაა:

‘‘მიკროსაფინანსოსკაკო ყაჩაღმაის მძევლები გამოუშვა, ვინც წასვლა ითხოვაო და სხვები ნებაყოფლობით დარჩნენ მძევლებად? ანუ თანაუგრძნეს თუ გათავისუფლების თხოვნა ვერ შებედესჰუმანისტს“? როგორ ხსნიან ამ უაღრესად დამაბნეველ ასპექტსსოცაქტივისტისგულაჩუყებული მეხოტბეებიმძევლების მიმართ რომ არ იჩენენ დიდ მგრძნობელობას და, პირიქით, ლამისაა გმირად შერაცხონ ეს ვიგინდარა?!

მგონი, დიდ სააზროვნო და მორალურ ქაოსში ვართყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ქმედება უკვე პრეცედენტულია (ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ), ფაქტია, ამ კაცმა ზუგდიდელ დამყაჩაღებელ ესებუას მიბაძამართალია, უფროვეგეტარიანულიფორმით (კიდევ კარგი), მაგრამ ეს არანაირი შეღავათი არ არის ისედაც დაუცველი საზოგადოებისა და მით უმეტეს მძევლებისათვის, რომლებიც თურმე გაგებით უნდა მოკიდებოდნენ ამგვარ სოციალურპერფორმანსსდა მაშინვე მიმხვდარიყვნენ, რომ ყუმბარა უბრალო სანთებელა ყოფილა! აწი გვეცოდინება, ეს მხოლოდ პროტესტი ყოფილა’’, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად” – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით აქვეყნებს კომენტარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო / ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პრლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

“წავიდა ის დროს ჩემს ლანძღვაში ფულს რომ იხდიდნენ!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე “ქართული ოცნების” სოციალური სივრცის მოკლე მიმოხილვას ახდენს, იქ შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში და აქვე ყურადღებას ამახვილებს მის წინააღმდეგ წარმოებულ ე.წ. “საინფორმაციო ომზე”:

ცალი თვალით შევიხედე პირიქეთა ფეისბუქში და მტრისას იქ ამბავი დამხვდა!
არც ზეიმი,არც ფეიერვერკი და გამარჯვების ყიჟინა!

ზოგი ისევ ტრამპის ხმებს ითვლის, ზოგიც ღიად წუწუნებს, ფული რატომ არ მოგვეცითო!

დასაქმების პროგრამა ჩემგან დასრულებულია – წავიდა ის დროს ჩემს ლანძღვაში ფულს რომ იხდიდნენ!
ხუმრობა საქმე ხომ არაა, 50 ლარი ღირდა ერთი სტატუსი🤨

ცხვირში ძმრად ამოგადენთ სათითაოდ – გგონიათ რამე დამავიწყდა, ან პატიებას ვაპირებ?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

‘‘ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო’’ –  გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “გურული დღიურების” ფონდი, რომელიც საგანმანათლებლო შინაარსისაა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედას, ლამარა ტერელიძეს დაეხმარება, რომელიც ყოფილი პედაგოგი აღმოჩნდა და საზოგადოებას, შვილის საქციელის გამო, ბოდიში მოუხადა:

‘‘ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა.

ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით.

ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებითყოფილი მასწავლებელი გამოდგა ქალბატონი ლამარა’’, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

 

“ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს” – საქართველოს პროკურატურის განცხადება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისა და მძევლების აყვანის ფაქტზე

საქართველოს პროკურატურამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ში თავდასხმასა და მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით ლ.ზ.-ს ბრალი წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ., რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“რაც დრო გადის, პოლიტიკური კლასი ძალიან დაეცა: საერთოდ დაიკარგა პასუხისმგებლობის გრძნობა!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საკმაოდ მწვავედ და განსაკუთრებით ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკორ პროცესებს. მისი აზრით პოლიტიკური კლასი ძალიან დაეცა და დაიკარგა პასუხისმგებლობის გრძნობა:

პრობლემის მოგვარება პრობლემის აღიარებით და გააზრებით იწყება.

ეს დიაგნოზივითაა, – ამიტომაც არის, რომ ექიმი მკურნალობას ვერ დაიწყებს, თუკი პაციენტს სრულფასოვანი გამოკვლევა არ ჩაუტარა.

მაგრამ გამოსაკვლევად პაციენტი თვითონ უნდა მივიდეს, მას ექიმი ძალით ვერ მიიყვანს. პაციენტმა უნდა აღიაროს და გაიაზროს, რომ მკურნალობა სჭირდება!

ვუყურებ, ვუსმენ ჩვენს პოლიტიკოსებს და გული მიწუხდება:

რაც დრო გადის, პოლიტიკური კლასი ძალიან დაეცა: საერთოდ დაიკარგა პასუხისმგებლობის გრძნობა!

მწარედ ვამბობ, მაგრამ ასეა და ამის აღიარება და გააზრება სწორ გზაზე დაგვაყენებს!

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, – იმის ნაცვლად, რომ რამე გვესწავლა, რაღაც გამოცდილება შეგვეძინა, რას ვხედავთ ყოველდღიურად:

ყველა სხვას ადანაშაულებს, ყველა სხვას ამუნათებს, ყველა სხვას აკრიტიკებს, ყველა სხვას ლანძღავს…

საკუთარ თავს არავინ ეკითხება: მე რა გავაკეთე იმისთვის, რომ ახლა სხვას არ ვუთითებდე?!

არაფერი! სრულიად არაფერი!

პეპლის ეფექტის შესახებ რამე გსმენიათ?!
დომინოს პრინციპი იცით?!
აბრეშუმის ჭიის ეფექტი?!

ყველაფერში, სულ ყველაფერში სხვა როგორ არის დამნაშავე და შენ ყოველთვის ყველასთან მართალი როგორ ხარ, ადამიანო?!

სულ არაფერი მოგეკითხებოდა?
სულ არაფერი მოგეთხოვებოდა?

აბა, ახლა რას ითხოვ?!

P. S. საკუთარ თავსაც ვსაყვედურობ. დაგასწარით,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდზე დაფიქსირებულ ხარვეზებთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტებებს აკეთებს შედეგების დამთვლელ პროგრამაში გამოვლენილ ხარვეზთან დაკავშირებით, რა დროსაც შედეგებში დაფიქსირდა არარეალური მონაცემები:

შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებულია წინასწარი შედეგები შემდეგ ბმულზე:
https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_44/prot
შემაჯამებელი ოქმები იხილეთ ბმულზე:
https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_44/prot“, – ნათქვამია ცესკოს სპეციალურ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის:

ცესკოს შედეგების დამთვლელი პროგრამის მიერ დაფიქსირდა არარეალური მონაცემები, კერძოდ, მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ირაკლი ჩიქოვანზე თავდაპირველად 118.08% დაფიქსირდა; ანზორ ბოლქვაძეზე – 105.15; შალვა კერესელიძეზე – 101.53%; სოზარ სუბარზე – 164,46%; ნინო ლაცაბიძეზე – 104.22%; ზაალ დუგლაძეზე – 104.86%.

ასევე ორი კანდიდატის მიერ მიღებული პროცენტების შეჯამები გასცდა 100%-იან ზღვარს:
ირაკლი ქადაგიშვილი 93.7% – გიორგი ბოტკოველი 10.92;
გიორგი ვოლსკი 95.38% – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 10.921%;
ლევან კობიაშვილი 91.38% – ნიკანორ მელია 10.82%;
დავით სერგეენკო 94.68% – ალექსანდრე ელისაშვილი 10.62%;
ნოდარ ტურძელაძე 99.27% – ელენე ხოშტარია 6.71%.

“ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის” – ზურაბ გურული

კორონავირუსის პანემიის გამო საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით, მთავრობის მხრიდან მიღებული მცდარი გადაწყვეტილებების გამო მიიღო ქვეყანამ:

პანდემიის კრიტიკულ მომენტებში კლინიკები წყვეტენ გეგმიურ ოპერაციებს და გადადიან მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებზე, რომლებიც საჭიროა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობისათვის საშიში დისკომფორტის, მაგალითად აუტანელი ტკივილების მოსახსნელად. ასე მოხდა და ხდება ამერიკაში პიკური სიტუაციების დროს.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციები და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილებების კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ თუ ეს ლოგიკა უდევს ამ ბრძანებას და დარწმუნებული ვარ რომ ასეა, აქ არაფერია აღსაშფოთებელი. პირიქით. კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ დგას ზამთრის განმავლობაში და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა.

რაც შეეხება მთავრობის ლიდერებს. თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადექვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული ვითარება, მაშინ კეთილი უნდა ინებონ, დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან. სხვანაირად, არ ექნება მხარდაჭერა არაპოპულარულ, პრიმიტიულ, მაგრამ არსენალში ერთადერთ დარჩენილ ღონისძიებას – ჩაკეტვებს.

არჩევნების გაგრძელება დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ჩემი აზრით იყო დიდი უპასუხისმგებლობა, ისევე როგორც საერთოდ არჩევნების ჩატარება გვიან შემოდგომაზე, მაგრამ ამაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს. ქვეყანამ უნდა დაიჯეროს, რომ ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალი რეალობაა. ამის აღიარებას სჭირდება სრული გულახდილობა და გამჭვირვალობა. მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების სრული სპექტრისაგან სრული მხარდაჭერის მიღება.

მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, სრული და უპირობო პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა შედეგებზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი. საზოგადოებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა მხოლოდ მორალურ კატეგორიაში არის და დარჩება.

გვახსოვდეს, ეს არის საომარი სიტუაცია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ გურული.

“ასე იწყება ტერორიზმი!” – ნინო ლომჯარია

20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე