ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
33.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1604

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მდინარის კალმახის გამრავლების პროექტს ახორციელებს

ველური ბუნების სააგენტო ნაკადულის კალმახის საშენში გამოჩეკილი ლარვას ფოტოებს ავრცელებს და კონკრეტული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს “წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს “წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.

ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება.

სწორედ ამიტომ, ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის სხვდასხვა პოპულაციების გამრავლებაზე და შემდეგ მდინარეთა დათევზიანებაზე,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციურ სამსახური განცხადებას ავრცელებს იმასტან დაკავშირებით, რომ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება:

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღდგება.

შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.

ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნას,” – ნათქვამია განცხადებაში.

დაიწყო მიზნობრივი დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით დაიწყო მიზნობრივი დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს. გაიცემა 1 200-ლარიანი დახმარება (200 ლარი 6 თვის განმავლობაში). დღეის მდგომარეობით, კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით. პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა.

კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთი ან მეტი თვე არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ განაცხადის წარდგენა კომპანიის წარმომადგენლებს ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლიათ (იანვრიდან 6 თვის განმავლობაში) დისტანციურ რეჟიმში – მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge

ვიდეოინსტრუქცია და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8

შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს თავად გადაამოწმოს, არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში https://www.rs.ge/kompensacia

დახმარება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყონებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება და მალტის ხელისუფლებასთან დაიწყოს მოლაპარაკება ვაქცინის შემოტანის თაობაზე – პოლიტიკური კლუბი “თავთავი”

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ Covid-19-ის ვაქვინის შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხელისუფლებისადმი გაკეთებულ შეთავაზებას ეხმიანება და მოითხოვს დაიწყოს მოლაპარაკებები ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით:

პოლიტიკური კლუბი „თავთავი“ მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყონებლივ განიხილოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება და მალტის ხელისუფლებასთან დაიწყოს მოლაპარაკება ვაქცინის შემოტანის თაობაზე.

უზნეობა და არასახელმწიფოებრივი აზროვნების ნათელი მაგალითია როდესაც პირადი შუღლისა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, უარს ამბობ თუნდაც მცირედ შანსზე, უმოკლეს დროში შემოიტანო პრემიუმ ხარისხის ვაქცინა, რაც სავსებით საკმარისი იქნება, პირველ ეტაპზე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის. ყოველი დაკარგული დღე, ათობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ფასად გვიჯდება. ყოველი დაკარგული საათი ამცირებს ვაქცინის შესაძლო რაოდენობას.

ვაქცინა და ზოგადად ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება იქცეს პოლიტიკური ქიშპისა და ბრძოლის იარაღად. ეს ზეპარტიული და არაპოლიტიკური საკითხია.

ჩვენ მიგვაჩნია რომ საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ისწავლოს და შეძლოს გაერთიანება და თანაცხოვრება, ქვეყნის და მისი მოსახლეობის უმაღლესი ინტერესის გათვალიწინებით,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში” – ივერი მელაშვილი

რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული მეცნიერები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს შეფარდებით გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თითოეულს 20-20 ათასის გირაო შეეფარდათ.

პატიმრობიდან გათავისუფლებულებმა მედიასთან პირველი კომენტარები გააკეთეს:

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! ჩატარდა პროცესი, როგორც იქნა მოხდა, რაც საზოგადოებისა და ადვოკატების დამსახურებაა, რომ პატიმრობიდან გაგვათავისუფლეს. პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ.

გათავისუფლებას თან ველოდი და თან არა. საერთოდ არ იყო დაპატიმრების აბსოლუტურად არანაირი საფუძველი, ამიტომ ამათგან ყველაფერს ველოდი და კარგია, რომ გაგვიშვეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდით, რადგანაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გირაოზე, არც ეს არის პრობლემა.

სახელმწიფოს გაყიდვის ბრალდება თავიდან ბოლომდე აბსურდული და უსაზიზღრესი ბრალდებაა ჩემს მიმართ და ნამდვილად პოლიტიკური ნიშნითაა ყველაფერი.

შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. საკითხი ბოლომდეა მისაყვანი. აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში,” – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

 

კომენტარი გააკეთა ნატალია ილიჩოვამაც, რომელიც თვლის, რომ მათი დაპატიმრება შეცდომა იყო:

ვფიქრობთ, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ თავიდანვე არ უნდა დავეპატიმრებინეთ. ეს ალბათ რაღაც შეცდომა იყო,” – ნატალია ილიჩოვა.

“ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა” – კახა ბექაური

დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედია საშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მედია საშუალებებში უხამსობის ტირაჟირებას ახდენენ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, რადგან მათ თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, თუმცა, ასეთ დროს მაუწყებელს არ უნდა დაავიწყდეს მაყურებელი. ხოლო თუ ტელევიზია მაყურებლის უფლებების იგნორირებას ახდენს, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია დაიცვას მაყურებლის კანონიერი უფლება და ინტერესები.

გამოხატვის თავისუფლების ნაწილში საკითხის განხილვის დროსაც განვმარტეთ და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი მოქმედებს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიმართ და ამ სიუჟეტში დარღვევას არ ჰქონია ადგილი და ეს გადაწყვეტილებაში დეტალურად წერია. ამასთან, ბოლო დროს ხშირად ისმის აპელირება გამოხატვის თავისუფლებაზე, ჩვენ, როდესაც ასეთ საკითხებს ვიხილავთ, კარგად გვესმის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა, მეტიც, დღეს ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი სტანდარტის და ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით“ – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა რომელიმე მედიის დაჯარიმება, არამედ მაყურებლის ინტერესების დაცვაა და ყველა განცხადება იმაზე, რომ დღევანდელი კომისია ცენზურას ამკვიდრებს, არის სიცრუე.

ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამას ემსახურება, ჩვენ დავადგინეთ დარღვევა, მაგრამ მაუწყებელი პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლეთ, რადგან ჩვენი მიზანი კონკრეტული მაუწყებლის დაჯარიმება არ არის, პირიქით ჩვენი ამოცანაა დავნერგოთ მაღალი სტანდარტი ერთობლივად, არა მხოლოდ კომისიამ, არამედ მედიამ, რესპონდენტებმა და საზოგადოებამ ერთად. გვსურს, რომ მედია დაიცალოს უხამსობისგან და სიძულვილის ენისგან იმისთვის, რომ დავიცვათ მაყურებელი, როგორც ამას დასავლურ ქვეყნები აკეთებენ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

საჭირო იქნება მომავალშიც მსჯელობა, აზრების გაცვლა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია და რომელიც ევრო დირექტივის შესაბამისადაა მომზადებული. იმედი მაქვს უახლეს მომავალში დაიწყება საკითხის განხილვა, რომელშიც საზოგადოების მაღალი ჩართულობა იქნება. დასავლურ მედიაში ამის კარგი პრაქტიკა არსებობს და სწორედ დასავლური სტანდარტის მიდგომას ნერგავს კომისია, ეს კარგად უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი და განსაკუთრებით მედიასაშუალებებმა უნდა გაითავისონ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ინფორმაციისთვის: “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა.

 

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!” – ალექსანდრე ელისაშვილი

ე.წ. “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას და მათი საპატიმროდან გამოშვებას ეხმიანება პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი:

ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ!

საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ “ქართული ოცნება” გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!

დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ალექსანდრე ელისაშვილი.

“ვიღაცამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და საქართველოში არჩევნების გაყალბების “ტრადიცია” უნდა დასრულდეს” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, 2 თებერვალს პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას ეხმიანება და მიაჩნია, რომ ეს იქნება მძიმე გადაწყვეტილება და არ წაადგება სახელმწიფოს და დემოკრატიას:

კენჭისყრის შემდეგ 2 თებერვლიდან პარლამენტი უკვე ოფიციალურად გახდება ერთპარტიული, რაც ძალიან მძიმეა და არ წაადგება სახელმწიფოს და დემოკრატიას, მაგრამ ეს არ არის ოპოზიციის ბრალი. ის სტანდარტული პასუხი, რომ არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა და ახლაც ჩვეულებრივად გაყალბდა და რა უჭირს მერე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

ვიღაცამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი და საქართველოში არჩევნების გაყალბების “ტრადიცია” უნდა დასრულდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი „რუსთავი 2“-ის ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ COVI-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო:

მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ, რაც შეიძლება მეტი ვაქცინა და ყველა ზომას მივმართავთ ამისთვის, ათასნაირ გზებს ვეძებთ, ვაწარმოებთ ორმხრივი მოლაპარაკებას Covax-პლატფორმასთან და სხვა, გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი.

მე მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

“კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას” – მიხეილ სააკაშვილი COVID-19-ის ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის საქართველოს მთავრობისადმი კონკრეტული შეთავაზებით გამოდის, კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ჰპირდება, რომ მასალებს დადებს, თუ ვის მიერ ხდება COVID-19-თან საბრძოლველად გამოყოფილი ფულის მოპარვა:

კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას.

ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.

შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!
რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!

10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია!

უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით – კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე.

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.