ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
36.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1601

“დიტო სამხარაძე, ცოცხი ვერავის გადაუღუნო შე კორუმპირებულო ს*რო!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძესა და პარლამენტარ დიტო სამხარაძეს შორის დაპირისპირდება წლების განმავლობაში გრძელდება, თუმცა ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო და როგორც ჩანს სოციალური ქსელის ფარგლებსაც გასცდა. დიტო სამხარაძის მხრიდან სოციალურ ქსელსა თუ მედიაში გამოთქმულ მწვავე შეფასებებს, ასევე მწვავედ პასუხობს ელისო კილაძე:

დიტო სამხარაძე, ცოცხი ვერავის გადაუღუნო შე კორუმპირებულო სირო!

აგერ ვარ, გუდაურის ქუჩაზე ოფისში – გელოდები!

ასე ეგონა გოგაშვილსაც მივხედავ კილაძესო და ზის სახლში!
შენც დაჯდები იმ ფ*ლოსზე, კენჭებით რომ ეთამაშები!!!

დასაჭერი ხარ და მოგიწევს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

ინფორმაციისათვის: დიტო სამხარაძე ელისო კილაძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ჭორიკანას და ნიკა გვარამიას დავალების შემსრულებელს უწოდებს და არ ერიდება მძიმე გამონათქვამებსაც.

“ივანიშვილის დეპუტატად წოდებულმა გოგო-ბიჭებმა ოპოზიციას უარი უთხრეს სადეპუტატო უფლება-მოსილების შეწყვეტაზე” – შალვა ნათელაშვილი

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მმართველი პარტიის უარს ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და დარწმუნებულია რომ პარლამენტში ოპოზიცია მაინც არ შევა, ახალი არჩევნები დაინიშნება:

ცხოველური შიშით შეპყრობილი ივანიშვილის დეპუტატად თვითწოდებულმა გოგო-ბიჭებმა ოპოზიციას უარი უთხრეს სადეპუტატო უფლება-მოსილების შეწყვეტაზე იმ იმედით, რომ გადაარჩენენ თავიანთ უკანონოდ მოპოვებულ ძალაუფლებას, სტატუსს და მილიარდიან ქონებებს.

მე წინასწარ ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი განწირულია ჩასაფუშავად. პარლამენტი ერთპარტიული, იქ ოპოზიცია არ შემოვა და ახალი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

“სანამ ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს, მანამდე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნოს” – ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “დღის კურიერის” ეთერში თეა წულუკიანის მხრიდან მის მიმართ პარლამენტის სხდომაზე დასმულ ირონიულ შეკითხვას (“თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!“) პასუხობს და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს სთავაზობს თავისი ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვოს:

თეა წულუკიანს მოვუწოდებ, რომ ვერ გაბედა დღეს მან თავისი ტელეფონის ნომრის გამოცხადება და სხვის ტელეფონის ნომრებს კი, ნუ აცხადებს, თან ეს პირადი მონაცემების გავრცელებაა, იურისტმა თეა წულუკიანმა მაინც უნდა იცოდეს, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეს. მე ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, არ ვარ იურისტი.

სხვისი ნომერის გამოცხადება, სულ მცირე, არაკორექტული საქციელია და გაბედოს და თავისი ნომერი გამოაცხადოს. როგორც მე მექნება მთელი დღე თავის ტკივილი, უამრავ ადამიანს უნდა ვუპასუხო, ასევე, გაბედოს მან და სანამ ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს, მანამდე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი ვოლსკი: „ერთი მხრივ, საუბარია გაყალბებაზე, გამყალბებელი, ცნობილი ადამიანების მხრიდან მეორე მხრივ, არის კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები“

მანდატებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ პარალელებს ავლებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი:

რაც შეეხება მანდატების საკითხს, ერთი პარალელი მაგონდება. სულ ახლახან იყო თანამედროვე ისტორიაში, როდესაც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვიწოდებდნენ, რომ კი, მავნებელია რუსეთის ფედერაცია, რომელთა ე.წ. სამშვიდობო ძალები არის განლაგებული ვთქვათ აფხაზეთში, გალის რაიონში, მაგრამ მეთვალყურეობა და კონტროლი მათზე ხორციელდება გაეროს მიერ.

რუსეთის პასუხისმგებლობა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ, არის აბსოლუტური უპირატესობა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია და ნუ მიიღებთ პარლამენტი ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ვითომ პატრიოტულია და ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიდან გავა რუსეთის ფედერაცია.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და თანაც პატრიოტული დროშა ააფრიალა. შემდეგ მოლაპარაკებების ყველა ფორმატი ჩაიშალა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ოფიციალური განცხადებები იქნა იგნორირებული და ამ შემთხვევაშიც, მათი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ არის განპირობებული მხოლოდ იმ მონაცემებით, რასაც სამართლიანი არჩევნები ჰქვია.

სტრატეგიული ინტერესი აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს და ევროკავშირს. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთი მხრივ, თუ საუბარია გაყალბებაზე, გამყალბებელი, ცნობილი ადამიანების მხრიდან, მეორე მხრივ, არის კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები. რა ვქნათ, რომელს დავუჯეროთ, საით წავიდეთ?!

რომც მინდოდეს, მე, კონკრეტულ პიროვნებას, ან რომელიმე ჩემს კოლეგას, ხელახალი არჩევნების ჩატარება, ამის სამართლებრივ საფუძვლებს მხოლოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქმნის და როცა არ გინდა ამ კომისიაში მონაწილეობის მიღება, უარს აცხადებ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, ეს უკვე კონკრეტულად მიუთითებს იმას, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის ნამდვილი, „რომ ჩვენ არასდროს ვაპირებდით არჩევნების გზით სიარულს“ და არა მარტო ჯაფარიძის, არამედ სააკაშვილსაც რომ მოუსმინოთ 2014 წლიდან სწორედ ამას გაიძახის. ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!” – თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს მიმართავს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ “არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა”, რის შემდეგაც “მოქალაქეების” ლიდერს ირონიის შემცველი შეკითხვა დაუსვა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა – არჩევნები თუ გაყალბდა რატომღაა პარლამენტში:

ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, თუ როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ.

დღეს მინდა თქვენც ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის – 5******** იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ? 5********.

ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში.

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!” – აცხადებს თეა წულუკიანი.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე – ირაკლი კობახიძე

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას ავრცელებს და ასაჯაროვებს პარტიის გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით:

დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე.

„ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას:

  • რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს.
  • დღეს, საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა.
  • გარდა ამისა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.
  • ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა.
    ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს.კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი – პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი,” – ნათქვამია პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

“ჩვენ პარლამენტში ნამდვილად თავაწეულები შემოვედით” – ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები – ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი უკვე პარლამენტში არიან და დაესწრებიან დღევანდელ სხდომას. მანამდე კი ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ალექსანდრე ელისაშვილმა:

ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვისზეც ვლაპარაკობდით. ბოლოს მოლაპარაკების მაგიდაზე მე და ლევან იოსელიანი შემოვრჩით ბოლოს და მას მერე გამოვიდა საპატიმროდან ის 2 ადამიანი. ასევე გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა და პირველ რიგში ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას,” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

ბერდია სიჭინავა – დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 271 ტესტი, რომლის შედეგად 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა:

გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 2 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 812 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 229, აჭარაში – 181, იმერეთში – 485. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 44, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 119, აჭარაში- 5, იმერეთში – 16. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, ხოლო აჭარაში – 117.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 357 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 621 პირი, აჭარაში – 746, იმერეთში – 1 528”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი.

ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.

გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მინდა ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ავრცელებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მისამართით 2 თებერვალს დანიშნული კენჭისყრის წინ, რა დროსაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – შეუწყვიტოს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ოპოზიციონერ დეპუტატებს:

როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მინდა დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, მოგმართოთ ყველას, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს.

ამ ბოლო პერიოდში, საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო სისტემაზე, უკანასკნელი არჩევნებით კი, საზოგადოებამ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს.

დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება! დრო აღარ ითმენს! პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი, მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას! პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს! შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება!

ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში – 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია.

არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი. მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლებები: როგორც მაგალითად მინისტრების ინტერპელაციის წესით დაბარება, საგამოძიებო კომისიის შექმნა, მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოებში, ნდობის ჯგუფში და საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობა. უარის თქმა ასეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე ცოტა არ იყოს პოლიტიკურად გაუგებარია, მით უმეტეს, ახლადშექმნილი პარტიებისგან.

ამ როლთან ერთად ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას.

ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას.

უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს – ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა!

მინდა გითხრათ, რომ ახლახან, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, სწორედ ასეთი მკაფიო გზავნილი მოვისმინე. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს სჭირდებოდეს ან ახალი არჩევნები, ან ქუჩის პროცესები, ან კიდევ გაუთავებელი დაპირისპირება და პოლარიზაცია. პირიქით, ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანმიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად.

ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია.

ამიტომ მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი:

– ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს.

– უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.