ხუთშაბათი, მაისი 2, 2024
Home Blog Page 119

“დღეს აქ მართლაც კომიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ პროკურატურა მოგვევლინა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად” – თემურ ჯანაშია

პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:

,,დღეს აქ მართლაც კომიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ პროკურატურა მოგვევლინა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველად. მე ვისურვებდი, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაიცვას არამარტო ამ დარბაზში, დაიცვას პენიტენციურ დაწესებულებაში და ზოგადად სხვა უფლებების დარღვევები, რაც ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა მის მიმართ.

სასამართლოზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, აქ ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვიძახით. ვამბობთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცემდა განკარგულებებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებული იყო ეს განკარგულებები შეესრულებინა’’, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“წარსული და აწმყო გვიჩვენებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის ადგილი არ არის მმართველობაში” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამ სახის არჩევნებში არ მოხდება გაყალბება:

,,განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები აღარ იძლევა ამ თემაზე სპეკულაციის არანაირ საშუალებას და სრულ გარანტიას იძლევა იმისა, რომ არანაირი გაყალბება არ მოხდება.

წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია იტყვის, რომ [ხელისუფლება] ,,შეიცვლება, უმრავლესობით მოვლენ” და ა.შ. ეს ბაქი-ბუქი პირველად არ არის, რომ ჩვენ გვესმის.

ფაქტია, რომ რეალური სიტუაცია, წარსული და აწმყო გვიჩვენებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის ადგილი არ არის მმართველობაში, ვინაიდან ქვეყანას, აქედან გამომდინარე, დაემუქრება რეალური გარდაუვალი საფრთხე, პირველ რიგში – დესტაბილიზაციის.

მეორე პრობლემა რაც არსებობს, – იდეა იმისა, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი უნდა განვითარდეს, აქ სააკაშვილის ფაქტორის ჩართულობა უნდა იყოს მთავარი, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მათ პროგრამაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ქოცებმა და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი გავაგრძელოთ ჩვენი სამი მთავარი საუნჯის, ხატების – ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა, მისთვის შრომა და ლოცვა” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი ხატის დაბრძანებას და ამასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება:

ქოცებმა და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი, როგორც ჩვენი ღირსეული წინაპრები იქცეოდნენ, ისე გავაგრძელოთ ჩვენი სამი მთავარი საუნჯის, ხატების – ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა, მისთვის შრომა და ლოცვა.

არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი დასრულდება სიმართლის და სინათლის გამარჯვებით!🇬🇪❤️” – წერს წერს ფეისბუქის პირად გვერდზე პაატა მანჯგალაძე.

“ჩვენ ამ ადამიანებს, მათ პარტიებს და გაერთიანებებს დავამარცხებთ” – გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის სტრატეგიასთან დაკავშირებით:

,,მე მგონი, ამ ადამიანებმა თვითონ არ იციან კარგად, რა უნდათ საკუთარი თავისგან და რა შეტყობინებებით უნდა გამოვიდნენ ამ არჩევნების წინ?!

ბევრს უსაგნო ამბიცია აწუხებს, რომლის უკან არაფერი არ დგას – არც იდეურად, არც მხარდამჭერების თვალსაზრისით. ზოგს კიდევ, რა თქმა უნდა, აწუხებს რევანში.

დავესესხები ისევ პარლამენტის თავმჯდომარეს, ,,როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, უნდათ გაერთიანდნენ, უნდათ ცალ-ცალკე დარჩნენ“, ყველა შემთხვევაში, ჩვენ ამ ადამიანებს, მათ პარტიებს და გაერთიანებებს დავამარცხებთ“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი!” – გიორგი ბარამიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ჟურნალისტებთან კომენტარში პოზიციას აფიქსირებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებისათვის:

,,კიდევ უფრო აქტუალური ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ ის არათუ პოლიტიკური პატიმარია, არამედ მისი თავისუფლება უშუალოდ არის დაკავშირებული ამ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად მაინც, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან.

ამიტომ ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, მის გათავისუფლებას. პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი!“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის პროცესი უნდა გამართულიყო, რაც ბრალდებულის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო გადაიდო.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ

საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები:

1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
2. „ლელო საქართველოსთვის“;
3. „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“;
4. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;
5. „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
6. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
7. „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“;
8. „კანონი და სამართალი“;
9. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
10. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;
11. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
12. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;
13. „პროგრესი და სამართალი“.

აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კახა კალაძე: “მადლობა ყველას, ვინც დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების განხორციელებაში იყო ჩართული”

საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რასაც მოწმობდა დამთვალიერებლების დიდი რაოდენობა და საერთაშორისო გამოცემების გამოხმაურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მანვე საახალწლო დღესასწაულის შექმნაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა.

2024 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდა, რომელიც 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 60 თანამშრომელი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების ლოკაციებზე მუდმივ რეჟიმში წესრიგის, უსაფრთხოებისა და პიროტექნიკის გამოყენება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფდნენ.

მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისიდან დედაქალაქის მორთვასა და გალამაზებაში არიან ჩართული, საახალწლო ღონისძიებების ადგილებში კი სისუფთავისა და განათებების გამართულობას მუდმივად უზრუნველყოფენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა „საახალწლო სოფლის“ შენებაში ბიზნეს სექტორისა და კონცერტში მონაწილეების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საახალწლო სოფლის“ შენებაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“. მადლობა კერძო კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის მთავრობასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებების იერსახის შექმნაზე იზრუნეს. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მადლობა მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე ღონისძიებების ყოველდღიური გაშუქებისთვის.

ღონისძიებებში წელს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა: მუსიკალური ჯგუფები, გუნდები, საბავშვო სტუდიები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საესტრადო შემსრულებლები, ანიმატორები და სხვა. წელს განსაკუთრებულად დიდი ინტერესი იყო საახალწლო ბაზარში მონაწილეობაზე. ამ 23 დღის განმავლობაში, ჯამურად წარმოდგენილი იყო 289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სს “თელასი”: 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოს გამო:

11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის, სუნდუკიანის, კუკური ჭოხონელიძის, თამაზ გამყრელიძის, რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მეორე ხეივნის, კრწანისის, გორგასლის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასთან დაკავშირებულ კორუმპირებულ ჯგუფებს 12 წელი დაუსჯელად ეძარცვათ ხალხი” – პაატა მანჯგალაძე

ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ – მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება, “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილს ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებები ვერ მოაქვს.
მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა საქართველოს „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს და ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს:

ძალიან არ უნდა გაგვიტაცოს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება/არდაბრუნების საკითხმა.

პირველი, იმიტომ რომ ის არასდროს არსად წასულა.

მეორე, მის დაბრუნებას არანაირი ელექტორალური ღირებულება არ გააჩნია.

მესამე, ივანიშვილმა რომც შეცვალოს პრემიერ მინისტრი, ერთი მარიონეტის მეორე მარიონეტით ჩანაცვლებით ხალხისთვის რეალურად არაფერი იცვლება.

მთავარი არის ის, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ბოლომდე ლუსტრირებულია და ხალხისთვის არანაირი სასიკეთო ცვლილებების მოტანა არ შეუძლია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასთან დაკავშირებულ კორუმპირებულ ჯგუფებს 12 წელი დაუსჯელად ეძარცვათ ხალხი.

ფაქტია, რომ ჩვენს მოქალაქეებში ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა დასული. ახლა მთავარი ამოცანაა, ეს უკამყოფილება გადაიზარდოს ოპოზიციის მხარდაჭერაში, რისთვისაც ყველას ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რომლის გეგმაც და სტრატეგიაც “გამარჯვების კოალიციას” გვაქვს.

საქართველო იქნება ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ამას ჩვენ გავაკეთებთ ხალხთან ერთად!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მეუბნებიან, ღარიბაშვილი იცვლება 2-3-4-5 დღეში – მე რომ გითხრათ იწვიმებს-თქო, თქვენი აზრით, სწორი ვარ თუ არა? თოვლი მოვა ოდესღაც, პროგნოზი იყო ეგეც” – ირაკლი ზარქუა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილი მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შესაძლო დატოვებას ეხება, ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ახალ სტატუსსა და ფუნქციაზე:

,,ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს – ძალიან აქტიურია, უყვარს ეს ქვეყანა და შესაბამისად, შეჯერებულად გადაწყდა, რომ ამ პოზიციიდან მას ჰქონდეს უფლებამოსილება, პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს, ეს იყო შიდა კონსულტაცია.

მეუბნებიან, ღარიბაშვილი იცვლება 2-3-4-5 დღეში – მე რომ გითხრათ იწვიმებს-თქო, თქვენი აზრით, სწორი ვარ თუ არა? თოვლი მოვა – ოდესღაც, პროგნოზი იყო ეგეც’’, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი