პარასკევი, აპრილი 19, 2024
Home Blog Page 120

სს “თელასი”: 26 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

0

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოს გამო:

26 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, გაგარინის, ალექსიძის, ბერბუკის, იყალთოს, მიროტაძის, ოჟიოს, აფაქიძის, ბალანჩივაძეების, ნასიძის, ახალშენის, ჩიქოვანის, სულხან ცინცაძის, მიცკევიჩის, დოლიძის, გამსახურდიას, ბოლქვაძის და ხაზინის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ასათიანის, იაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე II მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის და ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კუფტინის, აბესაძის, ლერმონტოვის ანტონ კათალიკოსის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, აბო თბილელის, კოტე აფხაზის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ლაზარე ნამდვილია მეგობრებო… ჯეკო მხოლოდ როლია” – ნანუკა ჟორჟოლიანის პარალელი

ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში მიმდინარე სერიალის ,,ჩემი ცოლის დაქალების”, ერთ-ერთი პერსონაჟის, ახალგაზრდა ჯეკოს დაკავებას და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინს მაყურებელთა მხრიდან სოციალურ ქსელებში ემოციური გამოხმაურებები მოჰყვა. ამავდროულად, სერიალის სიუჟეტი დაუკავშირეს 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმე. თემასთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

,,ჯეკოზე რაც ხდება სოციალურ ქსელში, იგივე ემოციები ლაზარეზე რომ ყოფილიყო, ახლა თავისუფალი იქნებოდა ❤️

ლაზარე ნამდვილია მეგობრებო… ნამდვილი. ჯეკო მხოლოდ როლია“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ჩვენ არ გვაძლევენ ინფორმაციას იმიტომ, რომ სრული სურათი შევქმნათ, სრულად ვაწარმოოთ ჩვენი კვლევები” – ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოებიდან ინფორმაციების მიღებაზე

ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ჟურნალისტებთან იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რასაც აწყდება სასამართლოებიდან საჯარო სტატისტიკური ინფორმაციების მიღების მცდელობისას და რაზეც ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე:

,,საქართველოში, ერთადერთი სასამართლო, რომელიც ყველაზე დროულად და ყველაზე ხარისხიანად გასცემს ინფორმაციას – ეს არის რუსთავის საქალაქო სასამართლო. დანარჩენ შემთხვევებში, უმეტესად გვაქვს პრობლემები და უმეტესად ვხედავთ, რომ ისინი ან არ ამუშავებენ ამ ინფორმაციას, ან ეზარებათ ინფორმაციის მიწოდება სამოქალაქო საზოგადოების და მკვლევრებისთვის, ან უბრალოდ ცდილობენ, რომ ინფორმაცია დამალონ იმისთვის, რომ საზოგადოებას, რაც შეიძლება, ნაკლები მონაცემები ჰქონდეს იმაზე, თუ რა ხდება სასამართლოში შიგნით.

დავუშვათ საქმეთა გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რა სტატისტიკურ მონაცემებს ფლობს სასამართლო სისტემა? რამდენი საქმე გაჭიანურდა? რამდენი საქმე განიხილეს ვადებში? – ეს ინფორმაცია ჩვენ არ მოგვაწოდეს.

მე არ ვიცი შიგნითაც ამას ამუშავებენ თუ არ ამუშავებენ, ადევნებენ თუ არა თვალს, როგორია სასამართლოს მუშაობის ხარისხი, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ ამ ინფორმაციას იმიტომ, რომ არ გვქონდეს საშუალება, სრული სურათი შევქმნათ, სრულად ვაწარმოოთ ჩვენი კვლევები’’, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

ცოტა შეყოყმანდა და მიპასუხა: “რა ეწერა და ქორწილამდე მოგირჩებაო!” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სახალისო ისტორიას იხსენებს:

ერთხელ გაკვეთილს ვატარებდი პატარებთან. სიტყვამ მოიტანა და ლეგენდა გავიხსენეთ სოლომონ ბრძენის, რომელსაც თითქოს ბეჭედზე ეწერა ასე: “ესეც გაივლის” – რთულ დროს რომ დახედავდა ხოლმე ბეჭედს და ხან კარგ დროსაც.

უფრო უკეთ რომ გითხრათ, მანამდე ვისაუბრეთ ამ ამბავზე და რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიკითხე, აბა, ვის გახსოვთ მეთქი. მეო! – იყვირა ერთმა გურულმა გოგონამ, ძალიან ნიჭიერმა და ძალიან ცელქმა.

შევატყვე, ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ მაინც ,,არ დავინდე”. ცოტა შეყოყმანდა და მიპასუხა: ,,რა ეწერა და ქორწილამდე მოგირჩებაო!” – იხსენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გიორგი კეკელიძე.

“რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საყურადღებო და გასათვალისწინებელ ინფორმაციებს ავრცელებს:

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე.

 

გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

“ბერას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი დიდი გუნდის 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვებაში” – დიტო სამხარაძე

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაში მის დიდ წვლილზე ამახვილებს ყურადღებას:

ქართული ოცნების” ჯარისკაცების, ნამდვილების საიმედო და საამაყო მეგობარს, ბერას ვულოცავ დაბადების დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ბედნიერებას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს, ძალიან მაგარ ოჯახთან ერთად!

ბერას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი დიდი გუნდის 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულ გამარჯვებაში 4️⃣1️⃣🇬🇪✊🏻” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დიტო სამხარაძე.

გიორგი ვაშაძე: “ხალხი უკიდურესად ღარიბია, ელიტა ზემდიდარია და ფუფუნების საგნებს არ იკლებენ”

თანამდებობის პირების ფუფუნებაზე აკეთებს აქცენტს “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კორუმპირებულ რეჟიმად მოიხსენიებს და მისი შეცვლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

ხრწნა “ქართულ ოცნებაში” იმ დონეზეა წასული, იმ დონეზე არ აინტერესებთ ხალხის ბედი, რომ უკვე თავისი უძვირესი მანქანებით უნდათ, რომ დაიკმაყოფილონ ამბიციები. მათი ამბიცია ქვეყნის აღმშენებლობა არ არის, მათი ამბიცია არის პირადი კეთილდღეობა.

ევროკავშირში ასეთი კორუმპირებული რეჟიმით ვერასდროს შევალთ, – ეს არის რეალობა!

ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ხალხი უკიდურესად ღარიბია, ელიტა ზემდიდარია და ფუფუნების საგნებს არ იკლებენ“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

“შე ოჯახაშენებულო, თუ პატრიოტი ხარ, ამდენი ქართველი რომ არის, რომელიც ვერ გადის საფლავზე, რომ თავისი შვილი და მშობელი დაიტიროს, არ შეგიძლია ითხოვო, რომ გადაუშვან მაინც იქით, სამაჩაბლოში?!” – გიორგი გახარია ხელისუფლებას მიმართავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთ-ერთი შეხვედრის დროს ისაუბრა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში:

,,ვიღაცას თუ სჯერა, რომ რუსეთი მოვა, ისეთი კეთილია, რომ რაღაცას გვაჩუქებს.., მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ მთავრობას ბოლო 1 თუ 2 წლის განმავლობაში ისე, რომ არაფერი არ უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ოსეთიდან, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობაში შემოუყვანია რაღაც ოჯახები, რომლებმაც მოინახულეს იქ, ადრე რომ ცხოვრობდნენ, იმ ოსების სასაფლაოები.

მარტივი კითხვა ისმევა – შე ოჯახაშენებულო, თუ პატრიოტი ხარ, ამდენი ქართველი რომ არის, რომელიც ვერ გადის საფლავზე, რომ თავისი შვილი და მშობელი დაიტიროს, არ შეგიძლია ითხოვო, რომ გადაუშვან მაინც იქით, სამაჩაბლოში, ან იქით?! რატო არ აკეთებ ამას კაცო, თუ შენ მიდიხარ დათმობაზე, ჰუმანიტარული მიზნებით შემოუშვი?!

ეს უზარმაზარი რისკია. იმიტომ, რომ სამაჩაბლოში აღმოაჩინეს რაღაც ვითომ ტყუილი რუქები და პირდაპირ პრეტენზიას აცხადებენ რაღაც წარმოუდგენელ ტერიტორიებზე, მათ შორის, თრუსოზეც. ეს ხალხი ისე შემოუშვეს – ჩუმად თან, კაციშვილმა რომ არ იცის. აგერ, დეპუტატებს კითხვა რომ დავასმევინეთ, გაისუსნენ, სანამ ოსებმა არ დადეს პირდაპირ ვიდეოები როგორ იყვნენ შემოსულები და სადღეგრძელოებს როგორ ამბობდნენ თავისი წინაპრების საფლავებზე…

გავიგე, შეიძლება ჰუმანისტები უნდა ვიყოთ და შემოვუშვათ, მაგრამ ჩვენც შეგვიშვან, კაცო. თუ რა, ქართველების საფლავები არ არის სამაჩაბლოში? ეს არის – არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა. ცალმხრივი დათმობები არის სისუსტის მანიშნებელი ან უბრალოდ ისინი ფიქრობენ, რომ ამათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვსიო, მორჩენილია უკვე, მოგაწვებიან წიხლს…

დღეს, საქართველოს ყველაზე დიდი რისკი, თუნდაც რუსეთთან მიმართებაში, არის კორუმპირებული მთავრობა იმიტომ, რომ რუსებმა იციან აქ, ვინ, რაში და როგორ აკეთებს ფულს და რა თქმა უნდა, გამოიყენებენ ამას, რად უნდათ, რა ჯანდაბად უნდათ ომი?! მორჩენილია, რა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სს “თელასი”: 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

0

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოს გამო:

25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვის უბნის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახოლების (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ურეკის, ანაპის 414-ე დივიზიის, ერისთავის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის, ჩაქვის, მანჯგალაძის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზისის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, გმირთა მოედნის, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მარშალ გელოვანის გამზირის, სააკაძის მოედანის, 9 მარტის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, სანაპიროს, შარტავას, გოთუას, ბროწეულის, ლუკიანე თაბუკაშვილის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, თაბუკაშვილის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიოღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, პეტრიწის, ცაცხვების, ზემო ვეძისის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, კანდელაკის, გოთუას, ონიაშვილის, იხშნელების, ცაგერის, შარტავას, ტაშკენტის, ცაგარელის, გაგარინის, იოსებიძის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ანაგის, გოთუას, კანდელაკის, გაგარინის, ოდესის, ისაკაძის, იმედაშვილის, ყუშიტაშვილის, გამსახურდიას, ჩერქეზიშვილის, სოხაკიას, გახოკიას, არდაზიანის, შარტავას, ვაზისუბნის, ოჩამჩირის, ვეძისის, ზოვრეთის, ბრეგვაძის, მგალობლიშვილის, ოდიშელიძის, დარასელიოას, ლვოვის და ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას, ჯანჯღავას, გმირ კურსანტთა და კობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის, ჯუღელის, სატივეს, ლაპიაშვილის, ქიაჩელის, კოსტავას და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილს, გარდაბნის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ფონიწალის III მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, კაპანაძეების, ლომინაძის, თელეთის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მეუფე სპირიდონი: “ევროკავშირის მიზნები არის ქვეყნის გარყვნა და გასოდომიტება”

ევროკავშირის დროშების დემონსტრაციულად და მასობრივად დაწვის ფაქტებს ეხმაურება სხალთელი მთავარეპისკოპოსი, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სპირიდონი და მწვავე განცხადებებს აკეთებს ევროკავშირთან დაკავშირებით:

ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა კაცი, ოჯახის მამა, მცხეთელი ადამიანი, ბატონი ლაშა, დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში იმის გამო, რომ მან დაწვა მცხეთის მერიაზე აღმართული ევროკავშირის დროშა.

რა მიზნები აქვს ევროკავშირს? მას სურს ლგბტქ ანუ მამათმავლების, სოდომისტების იდეოლოგიის საქართველოში მაქსიმალურად დამკვიდრება და ქართველი ხალხის გასოდომისტება. ამას პირდაპირ ამბობენ მათ განცხადებაში, არც მალავენ და ამას აყენებენ მოთხოვნებში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის წინაში.

იმის გამო, რომ ევროკავშირის მიზნები არის ქვეყნის გარყვნა და გასოდომიტება, ამის გამო ევროკავშირის სიმბოლო – დროშა, როგორც ამ იდეოლოგიის, მამათმავლობისა და სოდომიტობის იდეოლოგიის სიმბოლო, ამ ახალგაზრდა კაცმა, ბატონმა ლაშამ დაწვა ის. ამის გამო დაიჭირეს და ემუქრება 6-წლიანი პატიმრობა.

მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ქართველი ხალხი ასე არ უნდა მოექცეს იმ ადამიანს, რომელიც თავისი ქვეყნის ზნეობას და პატიოსნებას იცავს და ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ გარყვნილი და გათახსირებული იდეოლოგიის მიმართ, რომელიც იმ სისტემას აქვს.

თუ ჩვენ არ გვინდა, რომ დროშები დაიწვას საქართველოში, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ერში წინააღმდეგობა და დაძაბულობა იყოს, უნდა შევქმნათ ისეთი კანონმდებლობები, რომ ხალხის ზნეობა, პატიოსნება დაცული იყოს! საქართველოში უნდა აიკრძალოს ლგბტ ანუ პიდარასტული პროპაგანდა, უნდა აიკრძალოს ყოველგვარი უზნეობა“, – აცხადებს მეუფე სპირიდონი.