პარასკევი, მაისი 17, 2024
Home Blog Page 118

“საერთაშორისო კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოყვანისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს – მათ ქვეყანა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ აქციეს” – ლაშა დიაროვი

ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ამ ბრენდებმა ფინანსები დააბანდონ ჩვენთან, რათა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, ლაშა დიაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო კომპანიებს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ესაუბრებოდნენ, რათა საქართველოში ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნას:

წესით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2022 წელს რუსეთის ფედერაცია დატოვეს. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდნენ ინვესტიციების მოზიდვას და ამ ხალხის საქართველოში ჩამოყვანას, რათა შექმნან სამუშაო ადგილები საქართველოში.

ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ამ ბრენდებმა ფინანსები დააბანდონ ჩვენთან, რათა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, იმიტომ, რომ თვითონ კარგად ცხოვრობენ, შემოსავალი დიდი აქვთ და ქვეყანა გადააქციეს ბიძინა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ. სამწუხაროდ, სხვა ადამიანების დასაქმება მათ არ აინტერესებთ”, – განაცხადა დიაროვმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ დიდი ყურადღებით მივადევთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს და არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთლიანად საარჩევნო კამპანიას” – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს, 2024 წლის არჩევნებსა და საქართველოში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნასთან დაკავშირებით:

,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ დადგენილი და ევროკაშირის წევრი ქვეყნების მიერ შეთავაზებული 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ძალიან ყურადღებით მოხდება.

ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება ეუთო ოდირს რომ სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება. ვიცი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ამას.

ეუთოს წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ეუთო არის პასუხისმგებელი გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა, ასევე, მიიღო მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიან დაკვირვებაში.

კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ დიდი ყურადღებით მივადევთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს და არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთლიანად საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ იქნება თანაბარი საარჩევნო გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპირველეს ყოვლისა არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში’’, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.

❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“კეკელიძეზე ოჯახის გამომსახლებელი მევახშე გადასახადებს იხდის მისი სამეწარმეო საქმიანობისთვის?” – ნიკა გვარამია

მევახშეებთან დაკავშირებით ოპტიმალური რეგულაციების შემოღების მნიშვნელობაზე საუბრობს “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

ვამტკიცებთ: მევახშეს თუ დამატებითი რეგულაციები დაუწესდა (საპროცენტო ზღვარი, აღსრულების რაციონალური წესი და ა.შ.), ფულს საერთოდ აღარ გაასესხებენ და უკიდურესი საჭიროების ხალხი დარჩება უფულოდ.

ვპასუხობ: და აბა რას იზამენ მევახშეები, რამე სხვა იციან, უკეთესად დააბანდებენ ფულს თუ რამე ახალს მოიფიქრებენ? არა – ნაკლები შემოსავლით გააგრძელებენ იგივე ბიზნესს. არავინ არ ითხოვს აკრძალვას, ნორმალურ პირობებში მოქცევას ვითხოვთ. ისიც ეყოფათ, რომ ფაქტიურად მიკროსაფინანსო საქმიანობას ეწევიან საგადასახადო იურისდიქციის მიღმა.

ps და ისე, კეკელიძეზე ოჯახის გამომსახლებელი მევახშე გადასახადებს იხდის მისი სამეწარმეო საქმიანობისთვის? ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული? თუ “ფულის კეთება” არ იბეგრება ამ ქვეყანაში?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

“ღარიბაშვილს ვეკითხები – დავოსში რომ იყავი, რომელ კომპანიას შეხვდი, რომ საქართველოში შემოსულიყო?” – გიორგი ვაშაძე

20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს“, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საქართველოში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ ვითარებას.
როგორც ოპოზიციის ლიდერი აღნიშნავს, კორუმპირებული ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიები გამოჩნდნენ.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას და მათთან საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდებს საქართველოში შემოიყვანენ, რაც ახალგაზრდებს ღირსეულ სამუშაო ადგილებს შეუქმნის:

20-34 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა არის 50%-ზე მეტი, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ვინც სამუშაო ადგილს ვერ პოულობს, უცხოეთში გაქცევა უწევს, ხოლო ვინც პოულობს, ქსელურ მაღაზიებში 700-800 ლარად მუშაობს. ამის საპირწონედ, რუსეთი დატოვა 500-ზე მეტმა კომპანიამ და 5000-ზე მეტმა ბრენდმა, 266 მლრდ-ის ქონებამ და 2 მლნ-ზე მეტმა სამუშაო ადგილმა.

მე კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს – დავოსში რომ იყავი ჩასული, რომელ ამ კომპანიას შეხვდი, რომ საქართველოში შემოსულიყო? სად წავიდნენ იცით ხალხო? წავიდნენ აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, თურქეთში. თურქეთზე არაფერს ვამბობ, აზერბაიჯანში რატომ უნდა წასულიყო და არა საქართველოში?! ამის მიზეზი არის სწორედ ოლიგარქიული, კორუმპირებული მმართველობა, ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილი. მათ არ უნდათ საერთაშორისო ინვესტიციები, თორემ ამ ახალგაზრდებს ახლა მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ექნებოდათ. აი, ეს არის ჩვენსა და მათ შორის სხვაობა.

ჩვენ ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში, მთავარია, რომ ეს კორუმპირებული კასტა მოვაშოროთ მმართველობას და ამ კომპანიებთან დავიწყოთ მოლაპარაკება.

როდესაც ქვეყნის მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილებია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ მიდის დავოსში, ამ კომპანიებს არ უნდა ელაპარაკებოდეს? კითხვა დავსვათ – რატომ არ შემოვიდა არცერთი ეს კომპანია საქართველოში?! აზერბაიჯანში რა არის უკეთესი, ვიდრე საქართველოში? – ხელისუფლება. მეტი კი არაფერია, ხელისუფლებას იმ კუთხით ვამბობ, რომ დაელაპარაკა ინვესტორს და ჩაიყვანა, ხოლო ესენი, თუ წილი არ აქვთ, არავის არ ელაპარაკებიან.

ამიტომაა, რომ ახალგაზრდები ღირსეულ სამუშაო ადგილებს ვერ პოულობენ, 700 ლარზე მუშაობენ და ეს თანხა გაზრდილი ფასების პირობებში არაფერია და მერე უწევთ ქვეყნიდან ემიგრაციაში წასვლა. აი, ამ კატასტროფულ ვითარებაში ვართ და რაც შეიძლება სწრაფად, ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“აფხაზეთში ომის დროს, რომ თავი მოიჭრა ამ პალმების “ბაცაცამ”, ეტყობა დაავიწყდა ამ ხილიანელ უბნის ვითომ მოძველბიჭოს” – თაკო ჩარკვიანი გოგა ხაინდრავაზე

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ირონიულ პოსტს, მძიმე ინფორმაციებით, კონკრეტული ბრალდებებით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი:

ოპერატორად” შეშვებული გოგა ხაინდრავა ღელავს თურმე… აფხაზეთში ომის დროს, რომ თავი მოიჭრა ამ პალმების “ბაცაცამ”, ეტყობა დაავიწყდა ამ ხილიანელ უბნის ვითომ მოძველბიჭოს…

არადა მთელი ცხოვრება რუსების “ნასედკებს” რომ იყო აკრული მორჩილად და დღესაც რომ პირუთვნელად ემსახურება რუსეთს, დაავიწყდა ეტყობა, რომ ეს თბილისია და “შლაპა” ვერ უშველის, რაც არ უნდა დიდი ზომის იყოს, ვერ გადაფარავს მის სიბინძურეებს, ყველას ყველაფერი ახსოვს და იცის, ვერც ყვავილებით სირბილი უშველის, (წინსწრებით რომ დაქროდა სალომე ზურაბიშვილთან, როგორც “პირველი მერცხალი” მისალოცად) მისი პატრონი პატარკაციშვილი კი მკვდარია და ვეღარ უშველის, ნუ შეიძლება ჰა და ჰა რუსეთის “შნიკი” ნუგზარ ფოფხაძე მიეშველოს, ეს ოხერი პრიგოჟინიც მკვდარია, დანარჩენებისთვის კი პეშკაა უბრალო, ეს ყველასთვის ცნობილი, ქვეყნის გამყიდველი “შლაპიანი ბაცაცა”!…

ისე, შეგახსენებთ რომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2012 წელს საქართველოში გეგმავდა ხაინდრავა ახალი ბანდფორმირების რამდენიმე ჯგუფის შექმნას ჩამოყალიბებას, ესეც გვახსოვს…

ეს ხაინდრავა, 90-იანებში სამაჩაბლოში მომხდარი დიდი ტრაგედიის, საეჭვო ვითარებაში მომხდარი დიდი ტრაგედიის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაატრიალა რუსეთმა, აი ამ ტვირთის მატარებელი დღემდე კიდევ ხმის ამოღებას რომ ბედავს!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

“ამ ადამიანის გარეშე უკიდურესად მოსაწყენია ქართული პოლიტიკა, იუმორისგან დაცლილი და ყეყეჩობამდე სერიოზული” – ლელა ჯეჯელავა შალვა ნათელაშვილზე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ერთგვარი “ხალისიანი პარლამენტის” სურვილს აფიქსირებს “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

მე აღარ ვცნობ ლეგიტიმურად პარლამენტს, სადაც შალვა ნათელაშვილი არ იქნება. წერტილი.😊 ამ ადამიანის გარეშე უკიდურესად მოსაწყენია ქართული პოლიტიკა, იუმორისგან დაცლილი და ყეყეჩობამდე სერიოზული.

“ქართული ოცნება” 12 წელია ხელისუფლებაში და იმ კაცის შემდეგ ქუთაისში პორტს რომ აშნებდა, ერთხელაც არ გამიღიმია მათი ყურებისას.

ისე ოპოზიციაც კაი ბაიყუშებივით იქცევით. დღემდე მახსოვს ლუიზა შაკიაშვილი რომ იყო პარლამენტში 1900 მაშვინ,😊 ყველა მისი გამოსვლა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

თორნიკე რიჟვაძე მასწავლებელთა მხარდაჭერის და სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ახალ პროგრამაში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. პროექტის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.

აჭარის მთავრობის ინიციატივით პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, პროექტის განსახორციელებლად 600 ათას ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ დამატებით წამახალისებელ აქტივობებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მოსწავლეებისთვის, მიიღებენ ყოველთვიურად 500 ლარიან დანამატს.

კონკურსის ფარგლებში, განსაზღვრული კრიტერიუმებით, 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით აჭარის განათლების სამინისტროში შევიდა 300-მდე საპროექტო განაცხადი და კომისიის მიერ შეირჩა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება თებერვლიდან დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და გაიზრდება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაც.

ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში.

პედაგოგებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

გოგა ხაინდრავა: “დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!”

X – პლატფორმის (ყოფილი ტვიტერი) სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით ირონიულ პოსტს აქვეყნებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა:

თაკო ჩარკვიანი: “13 წლის ასაკში ქუჩაში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ვაკრავდი.
1975 წელს!

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია 1977წ. დააპატიმრეს გია ჭანტურია 1979წ. ანალოგიური საქმიანობის გამო.

დროზე გააშლევინეთ ქალბატონ თაკოს ლეიბები რუსთაველზე!

თუ არა და…
წარმოდგენაც მზარავს!” – წერს გოგა ხაინდრავა.

“მოსამართლეების საქმიანობის შემოწმების უფლება მსოფლიოში არცერთ ორგანოს არ აქვს” – ირაკლი ქადაგიშვილi

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს სასამართლოს რეფორმის ფარგლებში მოსამართლეების საქმიანობის შესწავლა-შეფასებასთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებზე:

,,მოსამართლეების საქმიანობის შემოწმების უფლება მსოფლიოში არცერთ ორგანოს არ აქვს!

ჩვენ არ გამოვალთ საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და არც იმ საერთაშორისო, მსოფლიოში უპირობოდ აღიარებული პრაქტიკიდან, რასაც ჰქვია, რომ ვიღაცებმა, ვისაც ამაზე სამართლებრივად წვდომა არ გააჩნია, დაიწყოს მოსამართლეების საქმიანობის შეფასება“, – განაცახადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი