spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიქალი პოლიტიკოსები თამარ მეარაყიშვილის სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის

ქალი პოლიტიკოსები თამარ მეარაყიშვილის სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის

ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა თამარ მეარაყიშვილს:

ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ცხინვალში აბსურდული ბრალით უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველ თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

თამარი წლებია იცავს ადამიანის უფლებების ოკუპირებულ ცხინვალში და ის არის ქართველი მებრძოლი ქალის სიმბოლო. მისი ჟურნალისტური საქმიანობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული შრომა არის საყოველთაოდ აღიარებული.

ჩვენ გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას შემდეგ რაც გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, რაც მშრალ შიმშილობაში გამოიხატება. ცნობილია, რომ ის უარს ამბობს არა მხოლოდ სკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.

ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასვე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს. თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაა ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედითს “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის. მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია, ვიდრე მუშაობა. მოვუწოდებთ გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის.

თავისუფლება თამარ მეარაყიშვილს!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...