spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს" - კახა კალაძე...

“ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების ინიციატივაზე პროდუქტის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ, ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

იმის მაგივრად, რომ სწორად შეაფასონ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ძალიან მაღალი ფასები და მოიწონონ ეს გადაწყეტილება, პირიქით, დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რაც კარგი კეთდება. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან.

არანაირი ახსნა-განმარტება არ მომისმენია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა უნდოდეთ მაღალი ფასები. როცა ვაკეთებთ შედარებას, საქართველოში არის გაცილებით მაღალი ფასი მთელ რიგ პროდუქტზე, ვიდრე ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ხომ მოსახლეობას აწუხებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს დარეგულირებული და შესაბამისობაში მოდიოდეს.

თუ ქვეყანა გიყვარს, შენი მოსახლეობა გიყვარს და პატივს სცემ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე ამ ყველაფერს, წარმოუდგენელია. ყველამ ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არის მათი პატრონი. ვიცით, რომ დავალებებს პირდაპირ გარედან იღებენ და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ უნდა მოხდეს მოკვლევა და არ ყველაფრის დარეგულირება, ვხედავთ, როგორი აგრესიული განცხადებები მოდის მათი მხრიდან. მათი კრიტიკული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გვქონდეს ნორმალური მდგომარეობა, დარეგულირებუილი იყოს ის გამოწვევები და პრობლემები, რაც აქვს მოსახლეობას. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...