“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ქვეყანაში არსებულ რეალობას ემოციური შეფასებებით ეხმაურება:
“როდემდე❓❗️ სადამდე❓❗️
ივანიშვილი არც უძლეველია და არც ყოვლისშემძლე. დაყო და ბატონობს!!! სინამდვილეში, ის დგას მხოლოდ შიშზე, ჩვენს უიმედობაზე და ერთმანეთში დაპირისპირებაზე.
ბოლო წლებია, ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი რომ მოგვევლინოს, იმასაც ჯვარზე გააკრავენ, თან ღმერთის სახელით!!! მიესევიან ნებისმიერს, ცალკე ეს ვერ შემდგარი და ცალკე პოლიტ-პანთეონიდან წამომდგარი “პოლიტიკოსები”… ზოგი იმის შიშით, არ გვაჯობოსო, ზოგიც – სასარგებლო იდიოტიზმით, ზოგიც – ბიძინას “გავლენის აგენტობით”…
აი ასე, რუსული მეთოდოლოგიით მოახდენენ მარგინალიზებას ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, ვინც გულწრფელად იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. შემდეგ კითხვა ისმის სულ: რატომ არ არის ლიდერი და რა უნდა ვქნათ?! თუკი ვინმემ რამე გაბედა, თქვა, გააკეთა შეესევიან, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ!!!
🔴 როდემდე❓სადამდე❓
– მანამ, სანამ ვერ გავიაზრებთ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, ლევან ხაბეიშვილის უპრეცედენტო ტყვეობაზე, წამებაზე რომ დუმხართ, ლევანისთვის არა – ქვეყნის რეალობისთვისაა ეს ტრაგედია, არ აქვს მნიშვნელობა რის გამო…
🔴 როდემდე❓სადამდე❓
– მანამ, სანამ ასეთი რეალობა გვექნება: ყველას რომ გინდოდათ ( ვისაც მართლა უნდა რეჟიმის შეცვლა) და ვერ გამოვიდა 4 ოქტომბერს, საღამოსვე რომ დაიწყეთ ჩირგვებიდან გამოძვრომისთანავე ტალახების სროლა იმ დღის გმირებისთვის…
🔴 როდემდე ❓ სადამდე ❓
– მანამ, სანამ ჭაობიდან ქვეყანა რომ შექმნა, იმ პრეზიდენტის პატიმრობაზე დუმხართ და ამასობაში, ომის დაწყებას რომ გვაბრალებდა, სხვას იმას პატიობთ…
🔴 როდემდე ❓ სადამდე ❓
– მანამ, სანამ ქოცების პროპაგანდას წამოკიდებულნი, წარმოდგენა რომ არ გაქვთ მათი ცხოვრების სიმძიმეზე, იმ ბავშვების ტელევიზორს და მაცივარს მისდევთ…
ბევრი ასეთი “მანამ, სანამ” არის, რომელსაც მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: მანამ, სანამ ხალხი არ გავერთიანდებით‼️” – აცხადებს თათია ნიკოლაშვილი

