spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაკოლხური ხოხობი ადგილობრივი ველური ბუნების სახეობაა. იგი საქართველოს...

კოლხური ხოხობი ადგილობრივი ველური ბუნების სახეობაა. იგი საქართველოს უძველესი ბინადარია – საინტერესო ფაქტები

საქართველოს ფაუნის ხელოვნური გამდიდრების, პოპულაციის აღდგენის მიზნით განხორციელებული საქმიანობისა და კოლხური ხოხბის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ველური ბუნების სააგენტო:

ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ჭაჭუნას აღკვეთილში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ადგილობრივი სახეობა, 200 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

ფრინველების ველურ ბუნებაში გაშვების პროცესში ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ორივე სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს.

კოლხური ხოხობი ადგილობრივი ველური ბუნების სახეობაა. იგი საქართველოს უძველესი ბინადარია. მისი ჰაბიტატი წარმოდგენს ხშირი მცენარეულობით დაფარული დაბლობები, მდინარის ფართო ველი ჭალის ტყით, მშრალი მდელოები ბუჩქოვანი საფარითა და ღია, მშრალი ტყეები მთისწინეთში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...