spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის ტურიზმის ინდუსტრიამაც უკვე პრაქტიკაში...

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის ტურიზმის ინდუსტრიამაც უკვე პრაქტიკაში დანერგა საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტები – მარიამ ქვრივიშვილი

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ ისაუბრა, რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიოში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ რეალურად აჩვენა მსოფლიო ბაზარს კარანტინის პროექტი, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო და 2500 მეტი ადამიანია უშუალოდ დასაქმებული. საქართველო დაპოზიციონირდა საერთაშორისო არეალზე ქვეყნად, რომელმაც პრაქტიკიდან გამომდინარე ზუსტად იცის რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ინდუსტრია, რომელიც დღეს არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რომლის გამოყენებაც კონკურენტუნარიან გარემოში მნიშვნელოვანია:

ეს არის პირველი პრეცედენტი მსოფლიო ბაზარზე. საქართველომ დაიკავა უდიდესი კონკურენტუნარიანი პოზიცია, რადგან მსგავსი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. საქართველო იყო პირველი ვინც პრაქტიკაში 17,000 ადამიანზე მეტ ადამიანს კარანტინის მომსახურება სრულად გაუწია ტურიზმის ინდუსტრიის სერვისებით.

მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები სტანდარტებზე ახლა ფიქრობენ, ჩვენ ორი თვეა სასტუმროებში, ტრანსპორტსა თუ ქეითერინგში არა თუ უმკაცრესად გვაქვს სტანდარტები დანერგილი, არამედ პრაქტიკაში ხორციელდება მისი აღსრულება – სერვისის, კვების და განთავსების ნაწილში,“ – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით სასტუმრო ინდუსტრიისთვის, გიდებისთვის, სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიებისთვის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან კრიტერიუმების მოწოდების შემდეგ ცალკე პაკეტს შევიმუშავებთ რათა დავეხმაროთ ტურიზმის ინდუსტრიას მის იმპლიმენტაციაში:

ეს დაგვაზღვევს, რომ ტურიზმი არ გახდეს უნებლიე იმპორტიორი იმ ვირუსის რომელსაც ყველა ვებრძვით. ამავდროულად დააზღვევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი. სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული, როგორც ყოველთვის კერძო სექტორთან. ეს იქნება ტრენინგები, გაიდლაინები თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება – ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...