spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ, კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო…” – ეკა ხერხეულიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ პროკურორ, პოლიტიკოს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით წლების წინანდელ ისტორიას იხსენებს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს:

ახლა ჟურნალისტი შემეხმიანა, მურთაზი მართლა წესიერი ბიჭიაო?!🙂

ეს არის ინსპირაცია იმ ზედმეტად სასაცილო და სევდიანი ისტორიისა, რისი მოყოლა არც ვიცი კორექტულია თუ არა.

მოკლედ,
2012 წ. ფეხი რომ არ მოუცვლია, იცით… გენპროკურორის კაბინეტში დახვდა ქოცებს, გადააბარა მიმდინარე საქმეები და ცოტა ხნით წავიდა ევროპაში. ძალიან მალე დაბრუნდა. ვერ გაჩერდა… მაგრამ, ეს არ არი ის, რისი მოყოლაც მსურს…

ერთ მშვენიერ დღეს, სარფის საბაჟოდან მირეკავს ახლობელი…
ეკა, ეს მურთაზ ზოდელავა ხო ნაღდად გენპროკურორი იყოო?
– კი თქო…
– რანაირადო, ტო...
– რა მოხდა თქო…
– გამოვშტერდითო, თვითმფრინავის ბილეთის ფული არ ჰქონდაო?
– რა ხდება-თქო

– ტიპი ბუდაპეშტიდან დანგრეული მანქანით ჩამოვიდა და უარესს გეტყვიო, მანქანის სახურავზე ტელევიზორი ადგასო…

ნუ, რა ვიცი, გავატარე ეს ამბავი, ყოველდღე ვიღაცას იჭერდნენ, არ გამხსენებია…

გავიდა დრო, მოვიდა ჩემთან, გამახსენდა და ვეკითხები:
– რა ტელევიზორი მოგქონდა-თქო?

– იქ ბიჭებმა ნაქირავები სახლისთვის მიყიდეს და ბავშვს ჩამოვუტანე, მე კიდე როდის შევძლებ პლაზმური ტელევიზორის ყიდვასო…

მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ, კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო…“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიტიკური შეფასებებით და...

“ბუბუნებდა სცენაზე, გუგუნებდა მსოფლიოში, უდიდესი კარიერა ჰქონდა, ამ კარიერით საქართველოს ემსახურა” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...