spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი,...

“ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და ამასთან, სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტიის დაპატიმრებულ გენერალურ მდივანს:

დღევანდელი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს – არჩევნები არ შედგა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ შეცვლის.

4 ოქტომბერს ათასობით საქართველოს მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო მძლავრი დემონსტრაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამ დღემ კიდევ ერთხელ დააბრუნა ჩვენი პროტესტი საერთაშორისო დღის წესრიგში და მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბრძოლა გრძელდება.

მინდა განსაკუთრებული სოლიდარობა გამოვხატო ახალი პოლიტპატიმრების მიმართ.

ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო, პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული, ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა ოჯახში გაზრდილი ადამიანი – დღეს რეჟიმის უსამართლო ტყვეობაშია.

მისი დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმი მხოლოდ შიშსა და რეპრესიებზე დგას.

მაგრამ მათ დააგვიანდათ, ვეღარაფერი შეაჩერებს ქართველი ხალხის მშვიდობიან, სამართლიან და დემოკრატიულ ბრძოლას.

ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ საქართველოს გამარჯვებით!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე
06.10.2025

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან...

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...