spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს...

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის გამოცდა” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, “ქართული ოცნების” მიზანსა და გეგმებზე კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს:

🔴 🔥 ღირსეულის ნიღაბს ამოფარებული მშიშრების მმართველობა ხალხის წინააღმდეგ…

,,ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი განცხადებები ვეღარ ეტევა პოლიტიკურ რიტორიკაში და წარმოადგენს შეშინებული ოლიგარქიის პირდაპირ მანიფესტს.

როცა კობახიძე ამბობს, „თუ ვინმეს წაუცდება ხელი, ნახავენ ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას“ და იგივეს თუთიყუშებივით იმეორებენ რეჟიმის სხვა მსახურებიც, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს:
ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, დაკარგა ლეგიტიმაცია და ცდილობს ხალხის დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის აღიარება იმისა, რომ მათთვის დარჩა მხოლოდ ერთი იარაღი: რეპრესიები, იქნება ეს ღია ძალადობა თუ მუდმივი შიშით მანიპულაცია.

როდესაც მმართველი კლანი ღიად ემუქრება მოქალაქეებს ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კავშირი უკვე გაწყვეტილია. მათთვის ხალხი არის არა ამომრჩეველი, არამედ საფრთხე.

ამის პარალელურად ვხედავთ რეჟიმის ორმაგ სტრატეგიას. საჯაროდ ისინი აცხადებენ ,,მშვიდობიანი რევოლუციის” ძალადობრივ დამხობას, ხოლო მეორე მხრივ ავრცელებენ ინფორმაციებს და სურთ დააჯერონ საკუთარი ელექტორატი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ აქციები აღარ გაგრძელდება და ყველაფერი მათთვის ჩვეულ, კორუფციისა და ,,ატკატების” ედემით გაგრძელდება.

სახეზე გვაქვს საკმაოდ ფრთხილი და გათვლილი ნაბიჯები, რადგან რეჟიმმა კარგად იცის, თუ როგორ მოასწავებს პირდაპირი ძალადობა მათთვის გარდაუვალ და საბედისწერო დასასრულს. განსაკუთრებით მაშინ, როცა 4 ოქტომბერს მოქალაქეები ქუჩაში გამოვლენ ოჯახებით, მშობლები შვილებით და მოხუცები. ასეთი სცენარი მათთვის ნიშნავს სრულ საერთაშორისო იზოლაციას, სანქციებსა და საბოლოო დასამარებას რეინკარნაციის შანსის გარეშე.

ისინი ცდილობენ ფსიქოლოგიური მანიპულაციებით წინსწრებით დააჯერონ პარტაქტივი, რომ „ყველაფერი 4 ოქტომბერს დამთავრდება“. ეს არის სწორედ რუსეთის ფედერალური სამსახურის კლასიკური მანიპულაცია, რომლის მიზანია მოქალაქეებში დაასუსტოს მობილიზაცია, ჩააქროს ენთუზიაზმი და დაშალოს ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფები: ოჯახები, საშუალო ასაკის ადამიანები და მოქალაქეთა ის ფენა, რომელიც აპირებს 4 ოქტომბრის აქციაზე გამოსვლას.

ამიტომ, დიდი ალბათობით 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე რეჟიმმა შესაძლოა საერთოდ არ გამოიყვანოს ძალოვანი უწყებები და მოსახლეობას მისცეს ე.წ. ,,ორთქლის გამოშვების”, დაღლის და მშვიდობიანად დაშლის საშუალება, რომლის შემდეგ იმედოვნებს, რომ საზოგადოებაში დაისადგურებს ხანგრძლივი ნიჰილიზმი და მოქალაქეთა აქტიური ნაწილიც კი ხელს ჩაიქნევს ნებისმიერი სახის პროტესტის ფორმაზე.

ამის პარალელურად, ოლიგარქს და მისი ქვეშევრდომებს მასობრივი კონტროლი დაწესებული აქვთ არა მხოლოდ პროტესტში მონაწილე ან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე, არამედ საკუთარი პარტიის წევრებზეც.

ისინი პარტაქტივს აკონტროლებენ არა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და ზოგიერთ საერთოდ ჩამორთმეული აქვს პირადობა და პასპორტი, არამედ სოციალურ ქსელებშიც. მათ ოფიციალური პარტიის გვერდებზე კონტროლი დაწესებულია არა მხოლოდ პოსტის გამოქვეყნებაზე, არამედ კომენტარის დაწერაზეც. პარტიის წევრის თითოეული კომენტარი გადის ნებართვის უფლებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნდება.

რეჟიმმა კარგად იცის, რომ ერთი და იგივე ნარატივის განუწყვეტელი გამეორება ქმნის „ფაქტის ილუზიას“, მიკროტარგეტინგი ადამიანებს მათი ყოველდღიური პრობლემების გამოცდილებას ისტორიულ კატასტროფად აქცევს, ბოტები და ყალბი ანგარიშები კი ხელოვნურ პოპულარობას აჩენს; ყველაფერს ემატება დამახინჯებული ვიდეოები და კონტექსტიდან ამოღებული ციტატები, რაც საზოგადოების ნდობას ანადგურებს და წარმოადგენს საინფორმაციო ბრძოლის სისტემურ ნაწილს.

ყოველივე ეს კი, რასაც რეჟიმი იყენებს, არის საბჭოთა პრაქტიკიდან ამონარიდი: როდესაც კეტავდნენ საზღვრებს, ახშობდნენ სიტყვის თავისუფლებას და ილუზიურად ქმნიდნენ მყარ ერთობას, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და გაეხანგრძლივებინათ კომუნიზმის პერიოდი.

4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება: სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის გამოცდა.

დღე, როცა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს – შეუძლია თუ არა მას საკუთარი ნების, სამშობლოს და თითოეული მოქალაქის, საქართველოს მონაგარის ბედნიერი მომავლის დაცვა?

სწორედ ამიტომ და არა მარტო, 4 ოქტომბერს რუსთაველზე ✊ 🇬🇪 ❤️ საქართველოსთვის“, – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” –

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში. იგი ნამდვილად დააკლდა საჯარო სივრცეს” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მმართველ გუნდში...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...