კვირა, ოქტომბერი 5, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოლიგარქის "არაფორმალური დიპლომატია" და საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე" -...

“ოლიგარქის “არაფორმალური დიპლომატია” და საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხე” – შორენა ლობჟანიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებებს და სკანდალურ განმარტებებს აკეთებს:

საქართველოში მყოფი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, თბილისში ვიზიტის დროს ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურას – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა, საპატიო თავმჯდომარეს, ქვეყნის ,,ჩრდილოვან მმართველს” ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის მიხედვით ივანიშვილმა სავარაუდოდ საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა, რაც უკვე თავისთავად ხაზს უსვამს სახელმწიფო და კერძო ინტერესების ურთიერთგადაკვეთას და სახელმწიფო რესურსის პირადი ინტერესებისთვის ბოროტად გამოყენებას.

ივანიშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს არაბული კაპიტალის მიმართ და მან არა მხოლოდ სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებით მიიღო არაბეთიდან უმაღლესი დონის სტუმარი, არამედ ხაზგასმით მოუწოდა „ინვესტიციების გაღრმავებისკენ“ და „პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისკენ“.

მისი ციტატა პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათლად აჩვენებს, რომ საუბარი არ იყო მხოლოდ დიპლომატიურ ჟესტზე, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ ინტერესებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. თუმცა ჩამოთვლილი სუბიექტები უფრო დეკორაციებს წარმოადგენდნენ, ვიდრე სახელმწიფო ინტიტუტების წარმომადგენლებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეხვედრის მთავარი მასპინძელი და წამყვანი თავად ივანიშვილი იყო და, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სწორედ „ჩრდილოვანი მმართველი“ განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს, მაშინ როცა ოფიციალური ინსტიტუტები მეორე პლანზე იწევიან.

როგორც გახსოვთ, ჯერ კიდევ 2024 წელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაფორმდა მრავალმილიარდიანი მემორანდუმი კომპანია EMAAR-თან. საუბარია 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე. თუმცა ამგვარი მასშტაბური შეთანხმებები ხშირად სრულდება გაუმჭვირვალედ და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, როგორ და რა პირობებით ხდება ქვეყნის რესურსების გამოყენება.

მით უფრო საგანგაშოა, რომ უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით არაბულ კაპიტალს აქტიურად მიჰყავთ პროექტები უძრავი ქონებისა და მიწის ბაზარზე, სადაც უცხოელთა წილი გარიგებების საერთო მოცულობაში უკვე საგრძნობლად გაიზარდა.

შესაბამისად ,,ქართული ოცნების” და ,,ჩრდილოვანი მმართველის” მიერ ნაწარმოები ეს პროცესი ქმნის საფუძველს ეჭვს, რომ მიმდინარეობს სახელმწიფო მიწების ან სტრატეგიული რესურსების ფარული „გადაცემა“ გავლენიანი არაბული ჯგუფების საკუთრებაში.

გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ მიხედვით მცხეთის რაიონში უკვე გასხვისებულია მიწები და პოტენციურად ხუთი არაბული სოფელი მოსალოდნელია: ქანდის, წილკნის, მუხრანის, საგურამოსა და წეროვანის ტერიტორიებზე.

ასევე არაბული დასახლების მშენებლობა იგეგმება დიღმის ტყე-პარკში.

გემახსოვრებათ, რომ სულ ახლო წარსულში მოხდა არაფორმალურ შეთანხმება, როდესაც აბუ-დაბიმ თანხმობა გასცა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე, ხოლო საქართველომ თავის მხრივ მხარი დაუჭირა არაბთა კანდიდატს – შეიხ ნასერ ალ ნოვაისს UN Tourism-ის გენერალური მდივნის პოსტზე, ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად.

მსგავსი „ჩუქებათა ბალანსი“ საერთაშორისო ურთიერთობებში სრულიად ლეგიტიმურია, მაგრამ როდესაც პროცესში სახელმწიფოს ოფიციალური ინსტიტუტების ნაცვლად კერძო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს, ეს უკვე პირდაპირ უპირისპირდება დემოკრატიულ ნორმებს და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის.

კონტექსტი კიდევ უფრო მწვავდება, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი გაჭიანურებულია. სწორედ ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება აშკარად აძლიერებს ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატიული სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის მოთხოვნებისგან.

გასათვალისწინებელია, რომ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედი ვიზიტამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან 14 დოკუმენტს მოაწერა ხელი, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.

ასევე, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედი ერთი თვის წინ შეხვდა პუტინს (ზუსტად მაშინ, როდესაც კონპირაციულად და ფარულად ჩაფრინდა ივანიშვილი კრემლში), ხოლო დღეს შეიხი ბელგრადში ჩავიდა, სადაც შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს ვუჩიჩს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და ჩინეთთანაც.

ასე, რომ და სწორედ ამიტომ და არა მარტო, საქართველო უნდა დადგეს ფეხზე და 4 ოქტომბერს მტკიცედ დაიცვას სამშობლოს დემოკრატიული განვითარება, რომელიც სერიოზულ საფრთხეშია და სახეზე გვაქვს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი“, – წერს შორენა ლობჟანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიდი მადლობა უდიდეს პიროვნებას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებისთვის!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა,...

“‼️აბა, ყურადღება კიდევ ერთხელ😁 გასაჯაროება №2” – ნინო ჯანგირაშვილი

წყაროსგან თანხმობის მიღების შემდეგ, დაპირებისამებრ, სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროვებს ტელეკომპანია...

“სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი ემოციური...

“4 ოქტომბერს ერთადერთი გზა არის ბოიკოტი ანუ არმისვლა არჩევნებზე” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი 4 ოქტომბერს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...

“რა მაგარი დედა ჰყავს ხაბეს, მისაბაძი ქართველი ქალი და მისაბაძი ქართველი დედა, საამაყო ვაჟკაცის...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი ნადარეიშვილის ემოციური შეფასებები, ლევან ხაბეიშვილის...

“ეჰ, უთხრა იმ ბრძენმა კაცმა ღარიბას, ცოლის ნათესავები დაგღუპავენ შენო და არ დაუჯერა!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მინიშნებები და კონკრეტული...

“საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში შექმნილ...

“ამას რას ვისმენთ ხალხნო, კატასტროფაშია ქვეყანა” – თაკო ჩარკვიანი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ ვიდეოს, სოციალურ...