spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს...

“ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და „ლელოს“ წევრების ბრიუსელში ვიზიტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოპოზიციონერების ვიზიტებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან და დავალებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს საქართველოსთან, ქართველებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დასტურია, რომ ისინი იმართებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები.

ჩვენ დავდივართ და ყოველდღიურად ამომრჩეველს ვხვდებით, ვესაუბრებით იმ პროექტებზე, რასაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ეს არის სხვაობა – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემსახურება და ესაუბრება ქართველ ხალხს. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აკეთებს ქართულ საქმეს. ხოლო მათ მოქმედებას, ზრახვებს ქვეყანასთან დაკავშირებით, საზოგადოება კარგად ხედავს.

ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად აფასებს და როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანა მათ განაჩენი, იმავეს გაუკეთებს თვითმმართველობის არჩევნებზეც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...