spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა მართალი სიტყვის...

“რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა მართალი სიტყვის გამო” – ირაკლი ნადირაძე

რუსმა ოლიგარქმა ბორია ივანიშვილმა ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია და ცდილობს მისი ხმა ჩაახშოს. ლევანი ციხეშია თავისი მართალი და მუხტიანი სიტყვის გამო, მაგრამ მისი ხმა ვერასოდეს გაჩუმდება. 4 ოქტომბერს, 4 საათზე ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ — თუ ვინმეს ხმა დადუმდება, ეს იქნება ბორია ივანიშვილი”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილისთვის ცალკეული შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით:

ცნობილი გახდა, რომ შეშინებულმა და დამფრთხალმა რუსმა ოლიგარქმა ბორია ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ” მათივე ჟანდარმერიის მიერ აბსოლუტურად უკანონოდ, უსამართლოდ დაჭერილ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩამოართვა მას ზარების უფლება, წერილების უფლება და მათი ჭკუით ცდილობენ ჩაახშონ ლევან ხაბეიშვილის ხმა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა თავისი სიტყვის გამო, თავისი მართალი სიტყვის გამო, გულწრფელი სიტყვის გამო, ემოციური, მუხტიანი, რევოლუციური სიტყვის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებს რწმენა გაუჩინა და ხალხო, ყველას კარგად გესმოდეთ, რომ ამით ლევან ხაბეიშვილის ხმას ვერ გააჩუმებენ, 4 ოქტომბერს, 4 საათზე ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და თუ ვინმეს ხმა გაჩუმდება, თუ ვინმეს ხმა დადუმდება, ეს იქნება ბორია ივანიშვილი და ეს იქნება რუსული ოცნება.

ერთადერთი ხმა, რომელსაც 4-ში საღამოს გაიგებს ივანიშვილი ეს იქნება გამარჯვებული ქართველი ხალხის ხმა და ბოლოს აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის დაჭერისას წარმოთქმული სიტყვები – თუ ერთ ადამიანს შეუძლია მშვიდობიანი რევოლუციის მოხდენა, თუ ერთი ადამიანის ასე ეშინია რუს ოლიგარქ ბორია ივანიშვილს, წარმოიდგინეთ როგორ ეშინიათ თქვენი, ასობით ათასი გაბრაზებული, პატრიოტი, მართალი, გულანთებული ქართველის, ამიტომ 4-ში პაატა ბურჭულაძესთან, საზოგადოება რუსთაველთან ერთად ვიკრიბებით ყველა ერთად ერთხელ და სამუდამოდ დავადუმებთ რუსულ ოცნებას.

გამარჯვება იქნება აუცილებლად ხალხში, ძალა არის ერთობაში და 4-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

იბფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...