spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ქართული დროშა სცენიდან გადააგდო, კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე:

ურაპატრიოტებისა თუ სექტანტ-პატრიოტების მორიგი აღშფოთება ვიხილეთ-თურმე ჯასტინ ტიმბერლეიკმა გუშინ ქართული დროშა წაბილწა.

დავიწყოთ იმით, რომ მომღერალს შუა სიმღერისას დროშას არავინ უგდებს, ვერ დაიხრება და ვერც ხედავს რა ესროლეს. პროჟექტორები ანათებს თვალებში და მხოლოდ შესრულებაზეა კონცენტრირებული.

შემთხვევით შემოგდებულ ნივთს (დროშას) არ ეხებიან-იქნებ სულაც ჰამასისაა ან რუსეთის. პროვოკატორებს რა გამოლევს. თანაც გუშინ დამსწრეთა საკმაო ნაწილი რუსი “ტურისტები” იყვნენ. გუშინ დროშა ან პროვოკატორმა ისროლა სცენაზე ან ბრიყვმა.

დროშას ხშირად იყენებს ქვეყნის პატივისცემის ნიშნად Imagine Dragons. ასე მოხდა თბილისში. მათ წინასწარ იციან ქართული დროშის აღწერილობა და მისი სცენაზე “შემოგდება” სცენარის ნაწილია. იციან ვინ უნდა გააკეთოს ეს. ამაზე პიარი მუშობს. უკრაინული დროშა მათი კონცერტის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია. ერთი თვის წინ უნგრეთში მისი სცენაზე გამოტანა აუკრძალა ევროქაჯმა და ქოცების მეგობარმა ორბანმა. მომღერლებმა მაინც იძიეს შური: იმ დროს, როცა დროშა უნდა გამოჩენილიყო, ციდან ლურჯ-ყვითელი ქაღალდის ბრჭყვიალა ნაჭრებმა დაიწყო თოვლივით ცვენა. განათებაც უკრაინული დროშის ფერებში იყო. მთელი დარბაზი უკრაინულ დროშად გადაიქცა.

ამ ურაპატრიოტებს ჰგონიათ, რომ დროშის “გათელვა” ქოც ხელისუფლებას შეეტენება, რადგან მსგავსი კონცერტები ბიუჯეტიდან სუბსიდირდება (რაც ასეულ მილიონობით ლარის ფლანგვაა).

უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...