ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი...

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ, წარმატებით ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 215-მა მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 20 ნამუშევრის ავტორს სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები უნდა წარმოედგინათ.

კონკურსში პირველი ადგილი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ წვერავამ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნამუშევარიც ონლაინ მედია საშუალების, „World Military”-ის მიერ რუსული ნავთობით ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა. ნიკოლოზმა სტატიაში მოყვანილ ფაქტებში დასარწმუნებლად, ინფორმაცია არაერთ ოფიციალურ წყაროსთან, ამასთან, ისეთ სანდო მედიასაშუალებებთან გადაამოწმა, როგორიც Reuters-ია და აღმოაჩინა, რომ საქმე ნამდვილად ყალბ ინფორმაციასთან ჰქონდა. ნიკოლოზს ComCom-მა iPhone 16 Pro გადასცა.

მეორე ადგილზე თბილისის 175-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, მარიამ ლურსმანაშვილი გავიდა, რომელმაც მედიასაშუალება „CBS News”-ში გავრცელებული დეზინფორმაცია აღმოაჩინა. სტატია გაეროს მიერ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს „UNRWA”-ს ეხებოდა. მარიამმა ინფორმაცია ოფიციალური უწყების – IDF-ის ვებ-გვერდზე და ასევე BBC-ზე გადაამოწმა, რის შემდეგაც დარწმუნდა სტატიაში მოყვანილი მტკიცების სიცრუეში. მარიამმა ComCom-ისგან MacBook Air M2 მიიღო.

მესამე ადგილი ბოლნისის I საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ინაძემ მოიპოვა, რომლის ნამუშევარიც „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა. მარიამმა თავდაპირველად სტატიაში მითითებული წყარო გადაამოწმა, რომელშიც ეჭვი შეიტანა, ვინაიდან მხოლოდ 3 დღის გამოქვეყნებული იყო. ამის შემდეგ, მან ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდსა და სხვა მედიასაშუალებებთან გადაამოწმა, რის შემდეგაც დაადგინა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მას საჩუქრად iPad Air გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!” ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი რვაჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ღარიბაშვილი ვერსად წაუვა 5 ივლისზე დანაშაულებრივ პასუხისმგებლობას…” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...