spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაციენტი №10 გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე...

პაციენტი №10 გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა – მამუკა გამყრელიძე

თითქმის 10 დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შვილის – ნიკოლოზ გამყრელიძის გამოჯანმრთელების თაობაზე დღეს უკვე რეალურია, პაციენტი №10 გამოჯანმრთელდა, 26-ე დღეს დატოვა კლინიკა და გადავიდა თვითიზოლაციაში:

უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალან გამაძლიერეთ ამით:)

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა❤️ მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი როგორც მოქალაქებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ გამყრელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...