spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირეკომენდაციები გასათვალისწინებელია აბსოლუტურად ყველასთვის მიუხედავად სტატუსისა თუ რელიგიური...

რეკომენდაციები გასათვალისწინებელია აბსოლუტურად ყველასთვის მიუხედავად სტატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა – ნიკოლოზ გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე მის გამოჯანმრთელებასთან და გამოწერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამ საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. “ევექსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აგრძელებს ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას:

მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ასეთ დროს.

ჯერ ჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!“- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა, მას იტალიიდან ჩამოსულმა კოლეგამ გადასდო ვირუსი. მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ნიკოლოზ გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას დაიცვან ის წესები, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ.

გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის – სოციალური დისტანცირება.

ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის მიუხედავად სტატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას,“ – აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ბოლო ცნობებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 61 ადამიანს; მათ შორის გამოჯანმრთელებული გახლავთ 8 ადამიანი; კარანტინის რეჟიმშია- 3320; ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 ადამიანი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...