ორშაბათი, მარტი 24, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნები ტურისტულ ცენტრებში...

აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნები ტურისტულ ცენტრებში განთავსდება

აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნების აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. რეგიონში მდებარე 9 ტურისტულ ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო 4 წელში დაბეჭდილი წიგნები განთავსდება. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური რეწვა აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა მსურველებს სააგენტოს ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka შეუძლიათ.

„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ იყო პირველი წიგნი, რომელიც ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მოამზადა. მასში აჭარაში არსებული 150-ზე მეტი კერძების, დესერტების, წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული. 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული წიგნში „ხალხური ტრადიციები და რიტუალები“, რომელიც 2023 წელს დაიბეჭდა. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

კიდევ ერთი კულინარიული წიგნია „თევზეული ქართულ სამზარეულოში“. მასში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით,  თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.

რაც შეეხება წიგნს „ხალხური თამაშობები აჭარაში“ მასში აჭარაში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული, ხალხური თამაშია განთავსებული. წიგნის „ხალხური რეწვა აჭარაში“ მოსამზადებლად კი აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა.  მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს მიერ დაბეჭდილი წიგნები არის უფასო და მისი აღება მსურველებს უსასყიდლოდ შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

აჭარის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მონები ხართ, ქოცებო. მონები. რუსის მონები” – დავით ქაცარავა

“ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა გიორგი...

“რამდენს ბედავენ ეს არარაობები… ესენი ვინ არიან, სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ?!” – ნინო ჯანგირაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომას უმძიმეს შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასიას"...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

კახა კალაძე: “მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მიიღებს”

„მადლობა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის...

“ყაველაშვილის “დადება” არ იყო მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუციის ჩარეცხვა” – ხატია დეკანოიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე კონკრეტულ ვარაუდებს...