spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაკრიტიკული კითხვები საზოგადოების ინფორმირებულობას სჭირდება

კრიტიკული კითხვები საზოგადოების ინფორმირებულობას სჭირდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეფასებას TV პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების შეფასებას ახდენს და მიაჩნია, რომ ყოველივე საზოგადოების საჭირო ინფორმირებულობის ჩარჩოში ჯდება:

2020 წლის 28 მარტს, TV პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში” ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძესთან ინტერვიუების დროს დასმული კითხვების გამო, ჟურნალისტები საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და უსაფუძვლო კრიტიკის საგანი გახდნენ.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა.

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ.

მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამო საჯარო ინფორმაციის გადაცემა შეჩერდა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა პირს, პატივი სცენ საზოგადოებას და უპასუხონ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვადებულების ნაწილია.

შექმნილ ვითარებაში ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამდე სწორედ ჟურნალისტებს მოაქვთ, შეიძლება, სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს,” – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“დაგავიწყდათ როგორ უსაფრთდებოდნენ უბრალოდ აქტიურ ადამიანებს ცოტა ხნის წინ და თავ-პირს ამტვრევდნენ?” – ბაჩანა...

პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ პრეტენზიას - "პოლიტიკოსებმა ხალხში უნდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...