spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა...

“მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით!” – გიორგი ვაშაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს:

‼️ყველა ნორმალურ ქვეყანაში სისტემური უგულებელყოფით დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია მმართველი ხელისუფლება.

ცხადია, ჩვენმა თვითმარქვია ხელისუფლებამაც ერთხელ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე!

ბათუმში ორი ბავშვის გარდაცვალება უსაფრთხოების სრული უგულებელყოფისა და სისტემური უპასუხისმგებლობის შედეგია.

რიყეზე რომ ბავშვი დაიღუპა, ვინმემ გაკვეთილად მაინც მიიღო?! სამწუხაროდ – არა. ვაკის პარკის ტრაგედია? – არა!

რას აკეთებენ ზედამხედველობის ორგანოები? რატომ ხდება, რომ უსაფრთხოების ნორმები სისტემატურად ირღვევა, ხოლო ტრაგედიები მეორდება?

ირაკლი კობახიძეს, თვითმარქვია რეჟიმის პრემიერს, პირდაპირ ვეკითხები:

თქვენ რამდენიმე დღის წინ ბათუმში იყავით, ე.წ. ოცნების ქალაქში, დაპირებები გაეცით, ხალხს ბედნიერი მომავალი აღუთქვით.

და დღეს? სად ხართ ახლა, როცა ამავე ადგილზე ტრაგედია დატრიალდა?!

ცრუ დაპირებული მშენებლობის დაცვის ნაცვლად უსაფრთხოება რომ დაგეცვათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა!

მაგრამ თქვენთვის მთავარია ფული, კონტრაქტები და მორიგი გადაგორებული ტრაგედია.

ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე თქვენთვის არაფერია!

მოვითხოვ, თვითმარქვია რეჟიმმა საჯაროდ აღიაროს პასუხისმგებლობა – არა სიტყვებით, არამედ საქმეებით!

• მოხდეს სამშენებლო ტერიტორიების სრული მონიტორინგი და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა;
• დაცული იქნას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

ბავშვების სიცოცხლე არ არის სტატისტიკა!

გუშინ რიყე, დღეს ბათუმი – ეს აღარ უნდა გაგრძელდეს!

და როცა ვამბობთ, გვინდა ევროპა და განვითარება, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე იყოს დაცული!

ბავშვების სიკვდილზე დიდი ტრაგედია არ არსებობს! თანავუგრძნობ ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ საშინელ ტკივილს!“, – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...