spot_img
მთავარიევროკავშირი"ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა...

“ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან” – კახა კალაძე

ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონებათ და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, გააგრძელებს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი.

ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა იქნება მმართველი გუნდის შემხვედრი ნაბიჯი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან მიმართებაში, თბილისის მერი პასუხობს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ქართული ოცნების“ შემხვედრი ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, სანქციებთან მიმართებაში, რომელზეც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც ხვალ უნდა ეყაროს კენჭი, თბილისის მერი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლებისთვის შემაჩერებელი ფაქტორი ვერ იქნება.

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მის მიმავალს.

ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, არავის ეშინია სანქციების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესებს.

ის კონკრეტული ბიუროკრატები, კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი, ისინი დამარცხდნენ საქართველოში.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა „არა“ ამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება – მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, არ შეუერთდეს სანქციებს, არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და არ მივიღოთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც დღეს უკრაინაშია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ასევე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – ნიკა გვარამიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის მოთხოვნაზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების შესახებ.

ეს არ არის ახალი თემა. ჩვენ ვიცით ადგილობრივი რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, თავიანთი პატრონების დავალებების შესასრულებლად.

ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ეს ადამიანები დარბოდნენ, რათა როგორმე ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო, ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, არ მომხდარიყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ყველაფერს ცდილობენ, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, თავიანთ პატრონებს მიაღებინონ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ისინი არიან დამარცხებული, გაფარჩაკებული, გაუბედურებული რადიკალები. ამ ქვეყანაში რადიკალიზმს, ბოროტებას არანაირი მომავალი არ აქვს. რადიკალიზმი ყოველთვის იქნება დამარცხებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...